https://sputnik-georgia.com/20230810/mweralta-saxls-qetevan-dumbaze-uxelmzrvanelebs-281097122.html
მწერალთა სახლს ქეთევან დუმბაძე უხელმძღვანელებს
მწერალთა სახლს ქეთევან დუმბაძე უხელმძღვანელებს
დეპუტატის უფლებამოსილება დუმბაძეს საშემოდგომო სესიის დროს შეუწყდება. 10.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-10T13:43+0400
2023-08-10T13:43+0400
2023-08-10T19:23+0400
კულტურა საქართველოში
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
ახალი ამბები
საქართველოს პარლამენტი
საზოგადოება
საქართველო
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/0a/281090103_0:252:1242:951_1920x0_80_0_0_bb62aad4575dc01f3f9a2943f86d9e79.jpg
თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. საქართველოს მწერალთა სახლს სექტემბრიდან პარლამენტის დეპუტატი ქეთევან დუმბაძე უხელმძღვანელებს, ნათქვამია კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს განცხადებაში.კანონის მიხედვით, დუმბაძეს დეპუტატის უფლებამოსილება საშემოდგომო სესიის მსვლელობისას შეუწყდება. დუმბაძე მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ პარტიული სიით გახდა, შესაბამისად, მას საკანონმდებლო ორგანოში სიაში მომდევნო შეცვლის. ამ დროისათვის „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში 75 დეპუტატი ჰყავს.გამოჩენილი მწერლის ნოდარ დუმბაძის ქალიშვილი ქეთევან დუმბაძე ამჟამად პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრია.ქეთევან დუმბაძემ დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. სამინისტროში აღნიშნავენ, რომ მას დიდი პროფესიული გამოცდილება აქვს.დუმბაძე 1977-1993 წლებში მუშაობდა მწერალთა კავშირთან არსებულ მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობების მთავარ სარედაქციო კოლეგიაში. გამოქვეყნებული აქვს არაერთი სტატია ადგილობრივ და უცხოურ პრესაში და პერიოდიკაში. ასევე გამოქვეყნებული აქვს კლასიკური და თანამედროვე ავტორების თარგმანები.„ცოცხალი წიგნები“ საქართველოს მოივლიან>>მას ასევე აქვს ტელევიზიაში მუშაობის გამოცდილება – 1990-იანი წლებიდან 2013 წლამდე იყო საინფორმაციო, შემეცნებითი, საავტორო გადაცემებისა და პროექტების ავტორი და პროდიუსერი.1993-1999 წლებში დუმბაძე სხვადასხვა პოზიციას იკავებდა საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სამსახურში. 2013-2017 წლებში იყო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩეველი, 2018 წელს – საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ექსპერტი, ასევე ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტ „ცოცხალი წიგნების“ ხელმძღვანელი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/0a/281090103_0:136:1242:1068_1920x0_80_0_0_f76ac8432cbcf594c21e92e8a56c10f1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
კულტურა საქართველოში, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ახალი ამბები, საქართველოს პარლამენტი, საზოგადოება, საქართველო
კულტურა საქართველოში, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ახალი ამბები, საქართველოს პარლამენტი, საზოგადოება, საქართველო
მწერალთა სახლს ქეთევან დუმბაძე უხელმძღვანელებს
13:43 10.08.2023 (განახლებულია: 19:23 10.08.2023) დეპუტატის უფლებამოსილება დუმბაძეს საშემოდგომო სესიის დროს შეუწყდება.
თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. საქართველოს მწერალთა სახლს სექტემბრიდან პარლამენტის დეპუტატი ქეთევან დუმბაძე უხელმძღვანელებს, ნათქვამია კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს განცხადებაში.
კანონის მიხედვით, დუმბაძეს დეპუტატის უფლებამოსილება საშემოდგომო სესიის მსვლელობისას შეუწყდება. დუმბაძე მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ პარტიული სიით გახდა, შესაბამისად, მას საკანონმდებლო ორგანოში სიაში მომდევნო შეცვლის. ამ დროისათვის „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში 75 დეპუტატი ჰყავს.
გამოჩენილი მწერლის ნოდარ დუმბაძის ქალიშვილი ქეთევან დუმბაძე ამჟამად პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრია.
ქეთევან დუმბაძემ დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. სამინისტროში აღნიშნავენ, რომ მას დიდი პროფესიული გამოცდილება აქვს.
დუმბაძე 1977-1993 წლებში მუშაობდა მწერალთა კავშირთან არსებულ მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობების მთავარ სარედაქციო კოლეგიაში. გამოქვეყნებული აქვს არაერთი სტატია ადგილობრივ და უცხოურ პრესაში და პერიოდიკაში. ასევე გამოქვეყნებული აქვს კლასიკური და თანამედროვე ავტორების თარგმანები.
მას ასევე აქვს ტელევიზიაში მუშაობის გამოცდილება – 1990-იანი წლებიდან 2013 წლამდე იყო საინფორმაციო, შემეცნებითი, საავტორო გადაცემებისა და პროექტების ავტორი და პროდიუსერი.
1993-1999 წლებში დუმბაძე სხვადასხვა პოზიციას იკავებდა საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სამსახურში. 2013-2017 წლებში იყო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩეველი, 2018 წელს – საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ექსპერტი, ასევე ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტ „ცოცხალი წიგნების“ ხელმძღვანელი.