„ცოცხალი წიგნები“ საქართველოს მოივლიან

© photo by Alexander Imedashvili, NEWSGEORGIAწიგნები, ლიტერატურა
წიგნები, ლიტერატურა - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროექტი, რომლის მთავარი მიზანიც წიგნების პოლულარიზაციაა, 14 აპრილს დაიწყო და მთელი წელი გაგრძელდება. ამ დროის განმავლობაში მწერლები მოივლიან რეგიონებს და შეხვდებიან მკითხველებს, ბიბლიოთეკებისა და საჯარო სკოლების დირექტორებს.

თბილისი, 14 მაისი – Sputnik.  ქართველი მწერლები განაგრძობენ ტურნეს ქვეყნის რეგიონებში კულტურის სამინისტროს ლიტერატურულ–საგანმანათლებლო პროექტ „ცოცხალი წიგნების“ ფარგლებში. 

 პროექტი, რომლის მთავარი მიზანიცაა წიგნების პოპულარიზაცია, 14 აპრილს დაიწყო და  მთელი წელი გაგრძელდება, – ნათქვამია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პრეს–სამსახურის განცხადებაში. ამ დროის განმავობაში მწერლები მოივლიან რეგიონებს და შეხვდებიან მკითხველებს, თანამედროვე ავტორებს, ბიბლიოთეკების, საჯარო სკოლების, სოფლებისა და ქალაქების კულტურის სახლების დირექტორებს. პროექტის მონაწილეებმა უკვე ჩაატარეს შეხვედრები ქვემო ქართლში, კერძოდ, წალკაში, თეთრ წყაროში, დმანისში, ბოლნისსა და მარნეულში. იყვნენ აგრეთვე ქვემო იმერეთში, კერძოდ, ვანში, ბაღდათში, წყალტუბოში, ხონსა და სამტრედიაში. 

„პროექტის ფარგლებში დაგეგმილია პოეზიის საღამოები და დისკუსიები ადგილობრივ მოსახლეობასთან. მწერლები შეხვდებიან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, მოხუცებს, ეწვევიან სკოლა–ინტერნატებს, სამხედრო ნაწილებს, საპატიმროებს. შეხვედრები გაიმართება ასევე ეთნიკურ უმცირესობებთან“, – ნათქვამია განცხადებაში.  

პროექტი ტარდება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით. მობილური ჯგუფში, რომელიც რეგიონებს სტუმრობს, შედიან მწერლები: გიორგი არაბული, გიორგი კაკაბაძე, ცირა ყურაშვილი, შაკო ბაკურაძე და შორენა ლებანიძე, აგრეთვე კულტურის მინისტრის მრჩეველი და პროექტის ავტორი ქეთევან დუმბაძე. 

პროექტი ასევე ითვალისწინებს ახალგაზრდა ტალანტების გამოვლენას. პროექტში აქტიურ მონაწილეობას ღებულობს საგამომცემლო სექტორი. პროექტის ფარგლებში იმართება წიგნის ბაზრობები, რომლებზეც მწერლები წარმოადგენენ როგორც საკუთარ, ისე კოლეგების შემოქმედებას. 

სულ პროექტში მონაწილეობს 75 მწერალი. რეგიონებში მოგზაურობის დროს  მწერლები შეავსებენ დღიურებს, რომლებიც საფუძვლად დაედება წიგნს „მწერლის დღიურები“. წიგნი პროექტის დასრულების შემდეგ გამოიცემა. 


ყველა ახალი ამბავი
0