https://sputnik-georgia.com/20230810/esma-babunidze-278701115.html
უცხოეთში შესწავლილი ქართული საქმე
უცხოეთში შესწავლილი ქართული საქმე
Sputnik საქართველო
ამბობს, რომ მისი ცხოვრება, იმის მიხედვით, თუ რომელ ქალაქებში უცხოვრია, შეიძლება სამ პერიოდად დაიყოს: თელავის, თბილისისა და ათენის. ამ სამივე პერიოდს... 10.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-10T16:42+0400
2023-08-10T16:42+0400
2023-08-14T14:12+0400
ინტერვიუ
ეს საინტერესოა
საინტერესო ადამიანები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/08/262686363_0:0:1200:675_1920x0_80_0_0_c8955636d8db5809f846e5411ee246af.jpg
მინანქრის ქართულ ტრადიციულ ხელობას უცხოეთში ეზიარა. შემდეგ ათენში გამართულ საქველმოქმედო ბაზრობებსა და გამოფენებში იღებდა მონაწილეობას.- ქალბატონო ესმა, საუბარი იმ სამი ქალაქიდან თელავით დავიწყოთ...- უზომოდ მიყვარს ეს ქალაქი, რომელიც ჩემ თვალწინ იზრდებოდა და ლამაზდებოდა და რომელთანაც ბევრი ლამაზი მოგონება მაკავშირებს. დავამთავრე თელავის მეორე საშუალო სკოლა, რომელიც ერეკლე მეფის სასახლეში, „ბატონის ციხის" დასავლეთ ნაწილში იყო განთავსებული. გული დამწყდა, როცა მითხრეს, ის დაანგრიეს და მუზეუმის კომპლექსმა შეიწირაო. სიყვარულით გამორჩეულ კოპწია თელავში დიდი სითბოთი გავიზარდე.- შემდეგ იყო თბილისი, სადაც სტუდენტობა გაატარეთ. რა გახსენდებათ?- სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი დაამთავრე. ძალიან კარგი ჯგუფი გვქონდა, ყველანი ერთმანეთზე უკეთესები იყვნენ. ლამაზი სტუდენტობა მქონდა. სწავლის დამთავრების შემდეგ გვქონდა იმის ბედნიერება, რომ უნივერსიტეტმა სამსახურით უზრუნველგვყო. სამი წელი საშენ მასალათა კომბინატის გამოთვლით ცენტრში ვიმუშავე, რამაც ელექტრონულ აღრიცხვაზე წარმოდგენა შემიქმნა – სანამ ჩვენს ცხოვრებაში კომპიუტერი გაჩნდებოდა. როგორც ეკონომისტი, ძირითადად ფასების სახელმწიფო კომიტეტში ჩამოვყალიბდი. ვმუშაობდი სასურსათო ფასების დადგენაზე, რაც ეკონომიკურ და ტექნოლოგიურ ცოდნას მოითხოვდა. ეს კი გარკვეულად შემოქმედებითი რეალიზაციის ტოლფასი იყო.- ათენში ცხოვრება როდის დაიწყეთ?- აქ მოვხვდი 90-იან წლებში, როცა ჩვენში „თბილისის ომის“ შემდეგ ყველა დარგი და სახელმწიფო ვაჭრობაც მოიშალა. ფაქტობრივად უმუშევარი დავჩით. სამი წელი ხელფასი არ მქონდა აღებული, რადგან იმდენი შემოსავალი არ იყო, რომ ხელფასი გაცემულიყო. ასე რომ, დღეს უკვე დაშლილ ცეკავშირს ჩემი სამი წლის ვალი აქვს... გაჭირვებამ, უფულობამ და მოხუცი მშობლების წინაშე მოვალეობამ გადამაწყვეტინა უცხოეთში წავსულიყავი და ოჯახს დავხმარებოდი. რადგან საბერძნეთი სხვა ქვეყნებთან შედარებით ახლოს იყო, ამიტომ არჩევანი მასზე შევაჩერე.- ყველაზე რთული ემიგრაციის პირველი წლებია, როგორ გახსენდებათ ის დრო?- ემიგრაციის პირველი წლები საკმაოდ რთული იყო როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად. ძნელია შეეგუო უცხოეთში ახალ ცხოვრებას, რომელიც ბევრად განსხვავებულია იმისგან, რაც მანამდე განვლე. თუმცა ისიც უნდა ითქვას, ალბათ ბედი მქონდა და ძირითადად ნორმალურ ხალხს ვხვდებოდი. ბერძნებს, როგორც ყველა ერს, თავისი დამახასიათებელი თვისებები აქვთ, მაგრამ საერთო ჯამში კარგი ხალხია. რაღაცით ერთმანეთს ვგავართ კიდეც.- საქართველოში კარგად ქსოვდით და ქარგავდით. უცხოეთშიც თუ გაიხსენეთ ეს საქმე?- აქაც ვცადე, მაგრამ ამან არ დამაკმაყოფილა. 2013 წლის ბოლოს გავიგე, რომ ათენის კულტურის ცენტრ „კავკასიაში", რომლის ხელმძღვანელი ბატონი ავთანდილ მიქაბერიძეა, გახსნილი იყო ჯგუფი, სადაც ხელსაქმეს, სამკაულების დამზადებას ასწავლიდნენ. სპეციალურად ამისთვის საქართველოდან, საპატრიარქოს სკოლიდან მინანქრის სპეციალისტი, ბატონი ივანე კოკაია ჰყავდათ მოწვეული. იდეა, რაღაც ახალი მესწავლა, ძალიან მომეწონა და სამკაულების კეთება და მინანქრის სწავლა ერთდროულად დავიწყე. ბატონმა ივანემ მინანქრით სამკაულების დაფარვის საიდუმლოებები ერთ თვეში შეგვასწავლა. ეს საქმე ძალიან კარგად გამომივიდა.- ანუ კმაყოფილი ხართ თქვენი საქმიანობით?- დიახ, კმაყოფილი ვარ, რომ ამ ასაკში საკუთარ თავში ფერების და სხვადასხვა რთული სქემების შეხამების ნიჭი აღმოვაჩინე. ბერძნებს მოსწონთ ჩვენი სამკაულები და ხშირად ყიდულობენ, რაც იმის სტიმულს მაძლევს, რომ ახალი სამკაულები დავამზადო. აი, მინანქრის სამკაულებს კი ძირითადად ქართველები ყიდულობენ. მიხარია, რომ ჩემი დამზადებული მინანქრის ჯვრებით აქ ქართველი ბავშვები მოინათლნენ.ნინო მამულაშვილი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/08/262686363_12:0:912:675_1920x0_80_0_0_8e1588adb594cb8edf0aca906d7c4bc1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ინტერვიუ, ეს საინტერესოა, საინტერესო ადამიანები
ინტერვიუ, ეს საინტერესოა, საინტერესო ადამიანები
უცხოეთში შესწავლილი ქართული საქმე
16:42 10.08.2023 (განახლებულია: 14:12 14.08.2023) ამბობს, რომ მისი ცხოვრება, იმის მიხედვით, თუ რომელ ქალაქებში უცხოვრია, შეიძლება სამ პერიოდად დაიყოს: თელავის, თბილისისა და ათენის. ამ სამივე პერიოდს ხელოვნებისადმი მისი სიყვარული აერთიანებს. გაიცანით პროფესიით ეკონომისტი ესმა ბაბუნიძე.
მინანქრის ქართულ ტრადიციულ ხელობას უცხოეთში ეზიარა. შემდეგ ათენში გამართულ საქველმოქმედო ბაზრობებსა და გამოფენებში იღებდა მონაწილეობას.
- ქალბატონო ესმა, საუბარი იმ სამი ქალაქიდან თელავით დავიწყოთ...
- უზომოდ მიყვარს ეს ქალაქი, რომელიც ჩემ თვალწინ იზრდებოდა და ლამაზდებოდა და რომელთანაც ბევრი ლამაზი მოგონება მაკავშირებს. დავამთავრე თელავის მეორე საშუალო სკოლა, რომელიც ერეკლე მეფის სასახლეში, „ბატონის ციხის" დასავლეთ ნაწილში იყო განთავსებული. გული დამწყდა, როცა მითხრეს, ის დაანგრიეს და მუზეუმის კომპლექსმა შეიწირაო. სიყვარულით გამორჩეულ კოპწია თელავში დიდი სითბოთი გავიზარდე.
- შემდეგ იყო თბილისი, სადაც სტუდენტობა გაატარეთ. რა გახსენდებათ?
- სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი დაამთავრე. ძალიან კარგი ჯგუფი გვქონდა, ყველანი ერთმანეთზე უკეთესები იყვნენ. ლამაზი სტუდენტობა მქონდა. სწავლის დამთავრების შემდეგ გვქონდა იმის ბედნიერება, რომ უნივერსიტეტმა სამსახურით უზრუნველგვყო. სამი წელი საშენ მასალათა კომბინატის გამოთვლით ცენტრში ვიმუშავე, რამაც ელექტრონულ აღრიცხვაზე წარმოდგენა შემიქმნა – სანამ ჩვენს ცხოვრებაში კომპიუტერი გაჩნდებოდა. როგორც ეკონომისტი, ძირითადად ფასების სახელმწიფო კომიტეტში ჩამოვყალიბდი. ვმუშაობდი სასურსათო ფასების დადგენაზე, რაც ეკონომიკურ და ტექნოლოგიურ ცოდნას მოითხოვდა. ეს კი გარკვეულად შემოქმედებითი რეალიზაციის ტოლფასი იყო.
- ათენში ცხოვრება როდის დაიწყეთ?
- აქ მოვხვდი 90-იან წლებში, როცა ჩვენში „თბილისის ომის“ შემდეგ ყველა დარგი და სახელმწიფო ვაჭრობაც მოიშალა. ფაქტობრივად უმუშევარი დავჩით. სამი წელი ხელფასი არ მქონდა აღებული, რადგან იმდენი შემოსავალი არ იყო, რომ ხელფასი გაცემულიყო. ასე რომ, დღეს უკვე დაშლილ ცეკავშირს ჩემი სამი წლის ვალი აქვს... გაჭირვებამ, უფულობამ და მოხუცი მშობლების წინაშე მოვალეობამ გადამაწყვეტინა უცხოეთში წავსულიყავი და ოჯახს დავხმარებოდი. რადგან საბერძნეთი სხვა ქვეყნებთან შედარებით ახლოს იყო, ამიტომ არჩევანი მასზე შევაჩერე.
- ყველაზე რთული ემიგრაციის პირველი წლებია, როგორ გახსენდებათ ის დრო?
- ემიგრაციის პირველი წლები საკმაოდ რთული იყო როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად. ძნელია შეეგუო უცხოეთში ახალ ცხოვრებას, რომელიც ბევრად განსხვავებულია იმისგან, რაც მანამდე განვლე. თუმცა ისიც უნდა ითქვას, ალბათ ბედი მქონდა და ძირითადად ნორმალურ ხალხს ვხვდებოდი. ბერძნებს, როგორც ყველა ერს, თავისი დამახასიათებელი თვისებები აქვთ, მაგრამ საერთო ჯამში კარგი ხალხია. რაღაცით ერთმანეთს ვგავართ კიდეც.
- საქართველოში კარგად ქსოვდით და ქარგავდით. უცხოეთშიც თუ გაიხსენეთ ეს საქმე?
- აქაც ვცადე, მაგრამ ამან არ დამაკმაყოფილა. 2013 წლის ბოლოს გავიგე, რომ ათენის კულტურის ცენტრ „კავკასიაში", რომლის ხელმძღვანელი ბატონი ავთანდილ მიქაბერიძეა, გახსნილი იყო ჯგუფი, სადაც ხელსაქმეს, სამკაულების დამზადებას ასწავლიდნენ. სპეციალურად ამისთვის საქართველოდან, საპატრიარქოს სკოლიდან მინანქრის სპეციალისტი, ბატონი ივანე კოკაია ჰყავდათ მოწვეული. იდეა, რაღაც ახალი მესწავლა, ძალიან მომეწონა და სამკაულების კეთება და მინანქრის სწავლა ერთდროულად დავიწყე. ბატონმა ივანემ მინანქრით სამკაულების დაფარვის საიდუმლოებები ერთ თვეში შეგვასწავლა. ეს საქმე ძალიან კარგად გამომივიდა.
- ანუ კმაყოფილი ხართ თქვენი საქმიანობით?
- დიახ, კმაყოფილი ვარ, რომ ამ ასაკში საკუთარ თავში ფერების და სხვადასხვა რთული სქემების შეხამების ნიჭი აღმოვაჩინე. ბერძნებს მოსწონთ ჩვენი სამკაულები და ხშირად ყიდულობენ, რაც იმის სტიმულს მაძლევს, რომ ახალი სამკაულები დავამზადო. აი, მინანქრის სამკაულებს კი ძირითადად ქართველები ყიდულობენ. მიხარია, რომ ჩემი დამზადებული მინანქრის ჯვრებით აქ ქართველი ბავშვები მოინათლნენ.