ბათუმი თაფლისა და მეფუტკრეობის ფესტივალს უმასპინძლებს

© photo: Sputnik / Igor Ageenko / გადასვლა მედიაბანკშიფუტკარი ფიჭზე
ფუტკარი ფიჭზე - Sputnik საქართველო, 1920, 10.08.2023
გამოწერა
НовостиTelegram
ფესტივალი 2015 წლიდან იმართება და ამ წლების განმავლობაში ქალაქის ერთ-ერთ საყვარელ ტრადიციად იქცა.
თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. თაფლის ფესტივალი ბათუმში 19 და 20 აგვისტოს მეხუთედ გაიმართება, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
გამოფენა–გაყიდვაში მონაწილეობას მიიღებენ თაფლისა და მეფუტკრეობის სხვა პროდუქციის მწარმოებლები – დაახლოებით 50 კომპანია, ასოციაციები და მეფუტკრეები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან: აჭარა, გურია, სამეგრელო, იმერეთი, რაჭა, სამცხე-ჯავახეთი, შიდა ქართლი, კახეთი.
მასპინძლები გამოფენის სტუმრებს შესთავაზებენ ქართული თაფლისა და მეფუტკრეობის პროდუქტების საუკეთესო ნიმუშებს, ასევე ხელნაკეთ სანთლებსა და კოსმეტიკას. შესაძლებელია ყველაფრის ადგილზე გასინჯვა და შეძენა.
CC BY 2.0 / Karen and Brad Emerson / honey combთაფლიანი ფიჭა
ფიჭიანი თაფლი - Sputnik საქართველო, 1920, 10.08.2023
თაფლიანი ფიჭა
გარდა ამისა, ფესტივალში ჩართულია ინტერაქტიური გასართობი ღონისძიებები, კონკურსები, მასტერ-კლასები და ცოცხალი მუსიკა. ფესტივალზე დასწრება შესაძლებელია 19 აგვისტოს 12:00-დან 21:00 საათამდე და 20 აგვისტოს 11:00-დან 19:00 საათამდე.
თაფლის ფესტივალი 2015 წლიდან ტარდება და ის ერთნაირად პოპულარულია ადგილობრივ მცხოვრებთა და ტურისტებს შორის.
ყველა ახალი ამბავი
0