https://sputnik-georgia.com/20230809/-----------281087490.html
კიდევ ერთი მეწყერი დასავლეთ საქართველოში - ტრაგედიის განმეორების რისკი მინიმალურია
კიდევ ერთი მეწყერი დასავლეთ საქართველოში - ტრაგედიის განმეორების რისკი მინიმალურია
Sputnik საქართველო
წალენჯიხაში კლდოვანმა მასამ მდინარე ტებენეს კალაპოტი გადაკეტა, რამაც დაგუბება გამოიწვია 09.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-09T23:32+0400
2023-08-09T23:32+0400
2023-08-10T04:22+0400
ახალი ამბები
შემთხვევები საქართველოში
საქართველო
სამეგრელო
სტიქიური მოვლენები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/0a/281086731_0:192:2048:1344_1920x0_80_0_0_df187098ffa138aa031bada3e521799a.jpg
თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. მეწყერი ჩამოწვა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, მუჟავას ადმინისტრაციული ერთეულის მიმდებარედ, მდინარე ტებენე დაგუბდა, საფრთხის დონე დაბალია, ნათქვამია სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის ვებგვერდზე.წალენჯიხაში მეწყერის ჩამოწოლის შესახებ ცნობილი 8 აგვისტოს გახდა. 3 აგვისტოს კი ტრაგედია რაჭაში მოხდა. სტიქიის შედეგად, რომელმაც 21 ადამიანი იმსხვერპლა, დაინგრა ხიდები, შოვში შესასვლელი გზა. ევაკუირებულია 210 ადამიანი. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, სტიქიის ზონაში 12 ადამიანს ეძებენ.გუბერნატორის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გეოლოგებმა და ჰიდროლოგებმა მდინარის დამეწყრილი კალაპოტი და დაგუბებაზე არსებული ვითარება შეისწავლეს, მომზადდება ოფიციალური დასკვნა.შოვში მეწყრის ჩამოწოლის მიზეზებიშოვში დამანგრეველი მეწყრის მიზეზი რამდენიმე გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენის თანხვედრა გახდა, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველად დასკვნაში.მეწყერს წინ უძღოდა მყინვარის ინტენსიური დნობა, ნალექების მოსვლა წვიმის სახით, სათავეებში კლდეზვავის ჩამოშლა, მეწყრულ-ეროზიული პროცესები და ღვარცოფის ფორმირება მდინარე ბუბისწყლის ხეობაში.გამოძიება შოვის ტრაგედიის საქმეზე შეიძლება გადაკვალიფიცირდეს - მღებრიშვილი>>სააგენტოს ცნობით, მყინვარ ბუბას დასავლეთით ადგილი ჰქონდა კლდეზვავური მასის ჩამოშლას, რომელიც დინამიკაში მოსვლის შემდეგ შეეჯახა მყინვარს, მოახდინა მისი გარკვეული ნაწილის ჩამონგრევა, რამაც შესაძლოა გამოიწვია მყინვარქვეშა დაგუბებული წყლების გადმოდინება, რის შემდეგაც წარმოქმნილმა ნაკადმა დიდი სიჩქარით დაიწყო მოძრაობა ხეობის კალაპოტში.მდინარე ბუბისწყლის ხეობაში წყლის ხანგრძლივ შეგუბებას არც სტიქიის განვითარებამდე და არც სტიქიის განვითარების პროცესში ადგილი არ ჰქონია.ექსპერტებმა შოვში მომხდარი ტრაგედიის მიზეზი დაასახელეს - წინასწარი დასკვნა>>სპეციალისტების წინასწარი გათვლებით, შოვის ე.წ. კოტეჯების უბნამდე, სადაც ადამიანები იმყოფებოდნენ, ღვარცოფულმა ნაკადმა დაახლოებით 8-10 წუთში მიაღწია.მსგავსი ბუნებრივი მოვლენების ფორმირების ზუსტი დროის გათვლა მთელ მსოფლიოში პრაქტიკულად შეუძლებელია, ნათქვამია პირველად დასკვნაში. უფრო ადრე სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მლნ კუბური მეტრი მყარი მასა ჩამოიშალა.
საქართველო
სამეგრელო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/0a/281086731_0:0:2048:1536_1920x0_80_0_0_6a79b860c8b0c777ac7b08e39019cbfa.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, შემთხვევები საქართველოში, საქართველო, სამეგრელო , სტიქიური მოვლენები
ახალი ამბები, შემთხვევები საქართველოში, საქართველო, სამეგრელო , სტიქიური მოვლენები
კიდევ ერთი მეწყერი დასავლეთ საქართველოში - ტრაგედიის განმეორების რისკი მინიმალურია
23:32 09.08.2023 (განახლებულია: 04:22 10.08.2023) წალენჯიხაში კლდოვანმა მასამ მდინარე ტებენეს კალაპოტი გადაკეტა, რამაც დაგუბება გამოიწვია
თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. მეწყერი ჩამოწვა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, მუჟავას ადმინისტრაციული ერთეულის მიმდებარედ, მდინარე ტებენე დაგუბდა, საფრთხის დონე დაბალია, ნათქვამია სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის ვებგვერდზე.
წალენჯიხაში მეწყერის ჩამოწოლის შესახებ ცნობილი 8 აგვისტოს გახდა. 3 აგვისტოს კი ტრაგედია რაჭაში მოხდა. სტიქიის შედეგად, რომელმაც 21 ადამიანი იმსხვერპლა, დაინგრა ხიდები, შოვში შესასვლელი გზა. ევაკუირებულია 210 ადამიანი. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, სტიქიის ზონაში 12 ადამიანს ეძებენ.
გუბერნატორის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გეოლოგებმა და ჰიდროლოგებმა მდინარის დამეწყრილი კალაპოტი და დაგუბებაზე არსებული ვითარება შეისწავლეს, მომზადდება ოფიციალური დასკვნა.
„სპეციალისტების განმარტებით, ამ დროისთვის საფრთხის დონე დაბალია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
შოვში მეწყრის ჩამოწოლის მიზეზები
შოვში დამანგრეველი მეწყრის მიზეზი რამდენიმე გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენის თანხვედრა გახდა, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველად დასკვნაში.
მეწყერს წინ უძღოდა მყინვარის ინტენსიური დნობა, ნალექების მოსვლა წვიმის სახით, სათავეებში კლდეზვავის ჩამოშლა, მეწყრულ-ეროზიული პროცესები და ღვარცოფის ფორმირება მდინარე ბუბისწყლის ხეობაში.
სააგენტოს ცნობით, მყინვარ ბუბას დასავლეთით ადგილი ჰქონდა კლდეზვავური მასის ჩამოშლას, რომელიც დინამიკაში მოსვლის შემდეგ შეეჯახა მყინვარს, მოახდინა მისი გარკვეული ნაწილის ჩამონგრევა, რამაც შესაძლოა გამოიწვია მყინვარქვეშა დაგუბებული წყლების გადმოდინება, რის შემდეგაც წარმოქმნილმა ნაკადმა დიდი სიჩქარით დაიწყო მოძრაობა ხეობის კალაპოტში.
მდინარე ბუბისწყლის ხეობაში წყლის ხანგრძლივ შეგუბებას არც სტიქიის განვითარებამდე და არც სტიქიის განვითარების პროცესში ადგილი არ ჰქონია.
სპეციალისტების წინასწარი გათვლებით, შოვის ე.წ. კოტეჯების უბნამდე, სადაც ადამიანები იმყოფებოდნენ, ღვარცოფულმა ნაკადმა დაახლოებით 8-10 წუთში მიაღწია.
მსგავსი ბუნებრივი მოვლენების ფორმირების ზუსტი დროის გათვლა მთელ მსოფლიოში პრაქტიკულად შეუძლებელია, ნათქვამია პირველად დასკვნაში. უფრო ადრე სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მლნ კუბური მეტრი მყარი მასა ჩამოიშალა.