შოვში ერთი დაკარგული ადამიანი ცოცხალი იპოვეს

© Ministry of Internal Affairs of Georgia დრონი შოვში
დრონი შოვში - Sputnik საქართველო, 1920, 08.08.2023
გამოწერა
ამ ეტაპზე უცნობია, იმყოფებოდა თუ არა ბიბილეიშვილი სტიქიის დროს შოვში, განაცხადა მღებრიშვილმა.
თბილისი, 8 აგვისტო — Sputnik. შოვში ტრაგედიის დროს დაკარგული ზურაბ ბიბილეიშვილი ცოცხალი იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროს თემურ მღებრიშვილზე დაყრდნობით.
როგორც თემურ მღებრიშვილმა აღნიშნა, ზურაბ ბიბილეიშვილი, რომელიც დაკარგულად ითვლებოდა, კონტაქტზე გამოვიდა, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, იმყოფებოდა თუ არა ბიბილეიშვილი სტიქიის დროს შოვში.

„ამდენი ნეგატივის შემდეგ ერთი იმედისმომცემი და კარგი ინფორმაცია შემიძლია გითხრათ: იყო დაფიქსირებული ცხელ ხაზზე და 112-შიც ზურაბ ბიბილეიშვილი, რომელიც დაკარგულების სიაში იყო. ოპერატიულ-საგამოძიებო შედეგებით დადგინდა, რომ აღნიშნული პიროვნება დღეს არის ჯანმრთელად, ცოცხალია და ამჟამად სტიქიის ზონაში არ იმყოფება“, – განაცხადა მღებრიშვილმა.

ბიბილეიშვილი იყო დაკარგულების სიაში და დღეს შეგვიძლია ამოვრიცხოთ სიიდან. თუმცა ჯერჯერობით კითხვები არსებობს, აღნიშნა მან.
თემურ მღებრიშვილის თქმით, ამგვარად, შოვში ტრაგედიის დროს დაკარგულთა რიცხვი 14-მდე შემცირდა.
ტრაგედია რაჭაში 3 აგვისტოს მოხდა. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 19 ადამიანი. სტიქიის შედეგად დაინგრა ხიდები, შოვში შესასვლელი გზა. ევაკუირებულია 210 ადამიანი. მაშველები უწყვეტ რეჟიმში ეძებენ დაკარგულ ადამიანებს, მათ შორის ბავშვებს.
სტიქიური უბედურების ზონაში სპეცტექნიკა მეექვსე დღეა მუშაობს. ადგილზე მობილიზებულია 100-ზე მეტი ერთეული სპეცტექნიკა, აქედან 80 უშუალოდ ჩართულია საძიებო სამუშაოებში. საძიებო სამუშაოებში მონაწილეობს დაახლოებით 1 ათასი ადამიანი – მაშველები, სამხედროები, მოხალისეები.
ყველა ახალი ამბავი
0