https://sputnik-georgia.com/20230808/--------281040280.html
ილია მეორე: ჩვენი სამშობლო აუცილებლად აღიდგენს ტერიტორიულ მთლიანობას
ილია მეორე: ჩვენი სამშობლო აუცილებლად აღიდგენს ტერიტორიულ მთლიანობას
Sputnik საქართველო
2008 წლის აგვისტოს ტრაგიკული მოვლენებიდან 15 წელი გავიდა. 08.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-08T16:29+0400
2023-08-08T16:29+0400
2023-08-08T20:12+0400
საქართველო
საქართველოს საპატრიარქო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23997/67/239976790_0:0:2001:1125_1920x0_80_0_0_2d3fd6ee4befaa355a51a16f5ac44bc0.jpg
თბილისი, 8 აგვისტო — Sputnik. ჩვენი სამშობლო აუცილებლად აღიდგენს ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ ამას შუღლით, ღვარძლით, ურთიერთმტრობით ვერ მივაღწევთ, ნათქვამია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მიმართვაში, რომელიც საპატრიარქომ გაავრცელა.საქართველოში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულებს იხსენებენ. ტრადიციულად, ამ დღეს პოლიტიკოსები და რიგითი მოქალაქეები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალს და აგვისტოს ომში დაღუპულთა საფლავებს გვირგვინებითა და ყვავილებით ამკობენ. დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად ქვეყნის მასშტაბით ყველა ადმინისტრაციულ და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების შენობებზე დაშვებულია სახელმწიფო დროშები. 2008 წლის აგვისტოს დასაწყისში ცხინვალის რეგიონის კონფლიქტის ზონაში საქართველოსა და რუსეთის შეიარაღებულ ძალებს შორის მასშტაბური სამხედრო შეტაკება დაიწყო. რუსეთმა ეს შეაფასა როგორც აგრესიის აქტი, გამოაცხადა მშვიდობის იძულების ოპერაციის დაწყების შესახებ, ჯარი ორი მიმართულებით შემოიყვანა და ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი, ასევე მიმდებარე ტერიტორიები დაიკავა. შეიარაღებული კონფლიქტის დროს საქართველოს მხრიდან 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.საქართველოში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულებს იხსენებენ>>> საერთაშორისო თანამეგობრობის და პირადად საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის შუამდგომლობით 12 აგვისტოს გაფორმდა ე.წ. ექვსპუნქტიანი შეთანხმება. დოკუმენტზე ხელმოწერის შედეგად შეწყდა საომარი მოქმედებები და რუსეთმა სამხედრო ნაწილების გაყვანა დაიწყო ე.წ. ბუფერული ზონებიდან. აგვისტოს ომის შემდეგ რუსულმა მხარემ ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა ცალმხრივად აღიარა. ამის საპასუხოდ თბილისმა მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა და კონფლიქტის ზონები საკანონმდებლო დონეზე ოკუპირებულ ტერიტორიებად გამოაცხადა. მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ", რომელიც ხელისუფლებაში 2012 წლის არჩევნების შედეგად მოვიდა, საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დაასახელა რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება, მაგრამ არა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23997/67/239976790_0:0:1779:1334_1920x0_80_0_0_4f3f5cf2e954c17fbff7bdb26d2c26ef.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს საპატრიარქო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს საპატრიარქო, საზოგადოება, ახალი ამბები
ილია მეორე: ჩვენი სამშობლო აუცილებლად აღიდგენს ტერიტორიულ მთლიანობას
16:29 08.08.2023 (განახლებულია: 20:12 08.08.2023) 2008 წლის აგვისტოს ტრაგიკული მოვლენებიდან 15 წელი გავიდა.
თბილისი, 8 აგვისტო — Sputnik. ჩვენი სამშობლო აუცილებლად აღიდგენს ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ ამას შუღლით, ღვარძლით, ურთიერთმტრობით ვერ მივაღწევთ, ნათქვამია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მიმართვაში, რომელიც საპატრიარქომ გაავრცელა.
საქართველოში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულებს იხსენებენ. ტრადიციულად, ამ დღეს პოლიტიკოსები და რიგითი მოქალაქეები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალს და აგვისტოს ომში დაღუპულთა საფლავებს გვირგვინებითა და ყვავილებით ამკობენ. დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად ქვეყნის მასშტაბით ყველა ადმინისტრაციულ და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების შენობებზე დაშვებულია სახელმწიფო დროშები.
„საერთაშორისო დონეზე არაერთხელ განგვიცხადებია და კვლავ გავიმეორებ, რომ ცხინვალის რეგიონიც და აფხაზეთიც ჩვენი ძირძველი მიწა და განუყოფელი ნაწილია! საქართველოს ეკლესია ყოველ წირვაზე აღავლენს ლოცვებს როგორც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, ისე ერის სულიერი ერთობისათვის... უფალმა ინებოს ჩვენი გაერთიანება, ჩვენი ძველი ურთიერთობების აღდგენა", – აღნიშნულია პატრიარქის მიმართვაში.
2008 წლის აგვისტოს დასაწყისში ცხინვალის რეგიონის კონფლიქტის ზონაში საქართველოსა და რუსეთის შეიარაღებულ ძალებს შორის მასშტაბური სამხედრო შეტაკება დაიწყო. რუსეთმა ეს შეაფასა როგორც აგრესიის აქტი, გამოაცხადა მშვიდობის იძულების ოპერაციის დაწყების შესახებ, ჯარი ორი მიმართულებით შემოიყვანა და ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი, ასევე მიმდებარე ტერიტორიები დაიკავა.
შეიარაღებული კონფლიქტის დროს საქართველოს მხრიდან 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
საერთაშორისო თანამეგობრობის და პირადად საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის შუამდგომლობით 12 აგვისტოს გაფორმდა ე.წ. ექვსპუნქტიანი შეთანხმება. დოკუმენტზე ხელმოწერის შედეგად შეწყდა საომარი მოქმედებები და რუსეთმა სამხედრო ნაწილების გაყვანა დაიწყო ე.წ. ბუფერული ზონებიდან.
აგვისტოს ომის შემდეგ რუსულმა მხარემ ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა ცალმხრივად აღიარა. ამის საპასუხოდ თბილისმა მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა და კონფლიქტის ზონები საკანონმდებლო დონეზე ოკუპირებულ ტერიტორიებად გამოაცხადა.
მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ", რომელიც ხელისუფლებაში 2012 წლის არჩევნების შედეგად მოვიდა, საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დაასახელა რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება, მაგრამ არა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე.