https://sputnik-georgia.com/20230807/samugia-sxva-qveynebistvis-daxmarebis-txovnis-sawiroeba-ar-iyo-281010938.html
ოთარ შამუგია: სხვა ქვეყნებისთვის დახმარების თხოვნის საჭიროება არ იყო
ოთარ შამუგია: სხვა ქვეყნებისთვის დახმარების თხოვნის საჭიროება არ იყო
Sputnik საქართველო
როგორც კი სტიქია მოხდა, მაშველები, სპეციალისტები მაქსიმალურად სწრაფად იყვნენ ადგილზე მობილიზებული, განაცხადა მინისტრმა. 07.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-07T19:22+0400
2023-08-07T19:22+0400
2023-09-14T16:49+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
სტიქიური მოვლენები
რაჭა-ლეჩხუმი
მეწყერი რაჭაში
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/05/280948508_0:84:1600:984_1920x0_80_0_0_1d5a11dfd04726f704266b55e52b0858.jpg
თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. შოვში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით შესაბამისმა სამსახურებმა ვერ დაინახეს იმის აუცილებლობა, რომ რომელიმე ქვეყნისთვის დახმარება ეთხოვათ, განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ.ბოლო მონაცემებით, შოვში 3 აგვისტოს ჩამოწოლილი მეწყრის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა. დაინგრა ხიდები, შოვში შესასვლელი გზა. ევაკუირებულია 200-ზე მეტი ადამიანი. მაშველები 18 დაკარგულ ადამიანს ეძებენ (ზოგიერთი მონაცემებით – 16-ს), მათ შორის შვიდ ბავშვს. საქართველოში 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.მისი თქმით, როგორც კი სტიქია მოხდა, მაშველები, სპეციალისტები მაქსიმალურად სწრაფად იყვნენ ადგილზე მობილიზებული.„ასევე ვერტმფრენებზე იყო საუბარი – ღამის ვერტმფრენი არ გვყავსო. როდესაც პირველ ღამეს დასრულდა გამოყვანა, მეორე დილით ეს ადამიანები მაშველებთან ერთად იყვნენ, ამით არავინ დაზარალებულა. ამ სიტუაციაში შესაბამისმა სამსახურებმა ვერ დაინახეს საჭიროება, რომ რაიმე ტიპის დახმარება ეთხოვათ სხვა ქვეყნისთვის“, – აღნიშნა შამუგიამ.მინისტრის თქმით, მაშველები და სამხედროები დიდი თავგანწირვით მუშაობენ.კატასტროფის მოხდენიდან „ძალიან მალე“ ადგილზე უკვე იყვნენ მაშველები, შემდეგ ვერტმფრენები. რაც კი შეიძლებოდა გაკეთებულიყო, ყველაფერი გაკეთდა, განაცხადა მინისტრმა.შოვში მეწყრის ჩამოწოლის მიზეზებიგარემოს ეროვნული სააგენტოს წინასწარი დასკვნის თანახმად, ტრაგედია რამდენიმე ბუნებრივი მოვლენის დამთხვევამ გამოიწვია. ეს იყო მყინვარის ინტენსიური დნობა, ნალექების მოსვლა წვიმის სახით, სათავეებში კლდეზვავის ჩამოშლა, მეწყრულ-ეროზიული პროცესები, ღვარცოფის ფორმირება.სააგენტოს მონაცემებით, მყინვარ ბუბას დასავლეთით ადგილი ჰქონდა კლდეზვავური მასის ჩამოშლას, რომელიც დინამიკაში მოსვლის შემდეგ შეეჯახა მყინვარს, მოახდინა მისი გარკვეული ნაწილის ჩამონგრევა, რამაც შესაძლოა გამოიწვია მყინვარქვეშა დაგუბებული წყლების გადმოდინება, რის შემდეგაც წარმოქმნილმა ნაკადმა დიდი სიჩქარით დაიწყო მოძრაობა ხეობის კალაპოტში.ამასთან მდინარე ბუბისწყლის ხეობაში წყლის ხანგრძლივ შეგუბებას არც სტიქიის განვითარებამდე და არც სტიქიის განვითარების პროცესში ადგილი არ ჰქონია.მთელ მსოფლიოში ამ ტიპის მოვლენების ფორმირების ზუსტი დროის პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია, ნათქვამია პირველად დასკვნაში. სპეციალისტების წინასწარი გათვლებით, შოვის ე.წ. კოტეჯების უბნამდე, სადაც ადამიანები იმყოფებოდნენ, ღვარცოფულმა ნაკადმა დაახლოებით 8-10 წუთში მიაღწია.დასკვნა შედგენილია გეოლოგიურ, მეტეოროლოგიურ და ჰიდროლოგიურ პარამეტრებზე დაკვირვების, ისტორიული და მიმდინარე მონაცემების ანალიზის საფუძველზე.სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ კურორტ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მილიონი კუბომეტრი ინერტული მასა ჩამოვიდა. მათი ვარაუდით, ამ ეტაპზე შოვში მსგავსი სტიქიური უბედურების გამეორების საფრთხე არ არის.
საქართველო
რაჭა-ლეჩხუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/05/280948508_90:0:1511:1066_1920x0_80_0_0_484ff0d31ae9572cc799302d4e46d64e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, სტიქიური მოვლენები, რაჭა-ლეჩხუმი , მეწყერი რაჭაში, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, სტიქიური მოვლენები, რაჭა-ლეჩხუმი , მეწყერი რაჭაში, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ოთარ შამუგია: სხვა ქვეყნებისთვის დახმარების თხოვნის საჭიროება არ იყო
19:22 07.08.2023 (განახლებულია: 16:49 14.09.2023) როგორც კი სტიქია მოხდა, მაშველები, სპეციალისტები მაქსიმალურად სწრაფად იყვნენ ადგილზე მობილიზებული, განაცხადა მინისტრმა.
თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. შოვში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით შესაბამისმა სამსახურებმა ვერ დაინახეს იმის აუცილებლობა, რომ რომელიმე ქვეყნისთვის დახმარება ეთხოვათ, განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ.
ბოლო მონაცემებით, შოვში 3 აგვისტოს ჩამოწოლილი მეწყრის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა. დაინგრა ხიდები, შოვში შესასვლელი გზა. ევაკუირებულია 200-ზე მეტი ადამიანი. მაშველები 18 დაკარგულ ადამიანს ეძებენ (ზოგიერთი მონაცემებით – 16-ს), მათ შორის შვიდ ბავშვს. საქართველოში 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.
„შესაბამისმა სამსახურებმა ვერ დაინახეს იმის აუცილებლობა და საჭიროება, რომ ვინმესთვის დახმარება გვეთხოვა. რატომ უნდა ყოფილიყო შეფერხება, თუ ამის საჭიროება იდგა, თუ ეს ადამიანებს უშველიდა, უსწრაფესად იქნებოდა განხორციელებული“, – განაცხადა შამუგიამ.
მისი თქმით, როგორც კი სტიქია მოხდა, მაშველები, სპეციალისტები მაქსიმალურად სწრაფად იყვნენ ადგილზე მობილიზებული.
„ასევე ვერტმფრენებზე იყო საუბარი – ღამის ვერტმფრენი არ გვყავსო. როდესაც პირველ ღამეს დასრულდა გამოყვანა, მეორე დილით ეს ადამიანები მაშველებთან ერთად იყვნენ, ამით არავინ დაზარალებულა. ამ სიტუაციაში შესაბამისმა სამსახურებმა ვერ დაინახეს საჭიროება, რომ რაიმე ტიპის დახმარება ეთხოვათ სხვა ქვეყნისთვის“, – აღნიშნა შამუგიამ.
მინისტრის თქმით, მაშველები და სამხედროები დიდი თავგანწირვით მუშაობენ.
კატასტროფის მოხდენიდან „ძალიან მალე“ ადგილზე უკვე იყვნენ მაშველები, შემდეგ ვერტმფრენები. რაც კი შეიძლებოდა გაკეთებულიყო, ყველაფერი გაკეთდა, განაცხადა მინისტრმა.
შოვში მეწყრის ჩამოწოლის მიზეზები
გარემოს ეროვნული სააგენტოს წინასწარი დასკვნის თანახმად, ტრაგედია რამდენიმე ბუნებრივი მოვლენის დამთხვევამ გამოიწვია. ეს იყო მყინვარის ინტენსიური დნობა, ნალექების მოსვლა წვიმის სახით, სათავეებში კლდეზვავის ჩამოშლა, მეწყრულ-ეროზიული პროცესები, ღვარცოფის ფორმირება.
სააგენტოს მონაცემებით, მყინვარ ბუბას დასავლეთით ადგილი ჰქონდა კლდეზვავური მასის ჩამოშლას, რომელიც დინამიკაში მოსვლის შემდეგ შეეჯახა მყინვარს, მოახდინა მისი გარკვეული ნაწილის ჩამონგრევა, რამაც შესაძლოა გამოიწვია მყინვარქვეშა დაგუბებული წყლების გადმოდინება, რის შემდეგაც წარმოქმნილმა ნაკადმა დიდი სიჩქარით დაიწყო მოძრაობა ხეობის კალაპოტში.
ამასთან მდინარე ბუბისწყლის ხეობაში წყლის ხანგრძლივ შეგუბებას არც სტიქიის განვითარებამდე და არც სტიქიის განვითარების პროცესში ადგილი არ ჰქონია.
მთელ მსოფლიოში ამ ტიპის მოვლენების ფორმირების ზუსტი დროის პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია, ნათქვამია პირველად დასკვნაში.
სპეციალისტების წინასწარი გათვლებით, შოვის ე.წ. კოტეჯების უბნამდე, სადაც ადამიანები იმყოფებოდნენ, ღვარცოფულმა ნაკადმა დაახლოებით 8-10 წუთში მიაღწია.
დასკვნა შედგენილია გეოლოგიურ, მეტეოროლოგიურ და ჰიდროლოგიურ პარამეტრებზე დაკვირვების, ისტორიული და მიმდინარე მონაცემების ანალიზის საფუძველზე.
სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ კურორტ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მილიონი კუბომეტრი ინერტული მასა ჩამოვიდა. მათი ვარაუდით, ამ ეტაპზე შოვში მსგავსი სტიქიური უბედურების გამეორების საფრთხე არ არის.