https://sputnik-georgia.com/20230807/prognozireba-seuzlebeli-iyo-cxobaze-281006263.html
პროგნოზირება შეუძლებელი იყო - ეკოლოგი შოვის კატასტროფაზე
პროგნოზირება შეუძლებელი იყო - ეკოლოგი შოვის კატასტროფაზე
Sputnik საქართველო
ცნობილია, რომ კლიმატის ცვლილებების ფონზე დნება მყინვარები და ეს მყინვარები იმდენად მყიფეა, რომ მათი ჩამონგრევა ბევრი მიზეზის გამო შეიძლება მოხდეს, განაცხადა... 07.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-07T17:42+0400
2023-08-07T17:42+0400
2023-09-14T16:47+0400
მეწყერი რაჭაში
რაჭა-ლეჩხუმი
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
სტიქიური მოვლენები
ბუნებრივი კატასტროფები
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/04/280939264_0:197:2048:1349_1920x0_80_0_0_455c6b604b488ef53499698f5103db95.jpg
თბილისი, 7 აგვისტო – Sputnik. ხუთი კომპონენტის ერთდროული ამოქმედების პროგნოზი შეუძლებელი იყო, განაცხადა ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარემ ნინო ჩხობაძემ შოვში დამანგრეველი მეწყრის გამომწვევ მიზეზებზე საუბრისას.შოვში დამანგრეველი მეწყრის მიზეზი რამდენიმე გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენის თანხვედრა გახდა – მეწყერს წინ უძღოდა მყინვარის ინტენსიური დნობა, ნალექების მოსვლა წვიმის სახით, სათავეებში კლდეზვავის ჩამოშლა, მეწყრულ-ეროზიული პროცესები და ღვარცოფის ფორმირება მდინარე ბუბისწყლის ხეობაში.მისი თქმით, ბუბას ხეობაში საკმაოდ მაღალი დაქანებაა და ამის გამო მეწყერმა დიდი სიჩქარე აიღო.ბოლო მონაცემებით, 3 აგვისტოს რაჭაში, კურორტ შოვში ჩამოწოლილ მეწყერს 18 ადამიანი ემსხვერპლა. დაინგრა ხიდები, დაზიანდა კურორტისკენ მიმავალი გზა. ამ დროისათვის ევაკუირებულია 200-ზე მეტი ადამიანი. იძებნება 16 ადამიანი, მათ შორის არიან ბავშვები.გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მყინვარ ბუბას დასავლეთით ადგილი ჰქონდა კლდეზვავური მასის ჩამოშლას, რომელიც დინამიკაში მოსვლის შემდეგ შეეჯახა მყინვარს, მოახდინა მისი გარკვეული ნაწილის ჩამონგრევა, რამაც შესაძლოა გამოიწვია მყინვარქვეშა დაგუბებული წყლების გადმოდინება, რის შემდეგაც წარმოქმნილმა ნაკადმა დიდი სიჩქარით დაიწყო მოძრაობა ხეობის კალაპოტში.კატეგორიულად მიღებელია: შამუგია შოვის ტრაგედიის თაობაზე გავრცელებულ ცრუ ინფორმაციებზე>>მდინარე ბუბისწყლის ხეობაში წყლის ხანგრძლივ შეგუბებას არც სტიქიის განვითარებამდე და არც სტიქიის განვითარების პროცესში ადგილი არ ჰქონია.მსგავსი ბუნებრივი მოვლენების ფორმირების ზუსტი დროის გათვლა მთელ მსოფლიოში პრაქტიკულად შეუძლებელია, ნათქვამია პირველად დასკვნაში. უფრო ადრე სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მლნ კუბური მეტრი მყარი მასა ჩამოიშალა.სპეციალისტების წინასწარი გათვლებით, მეწყრულმა ნაკადმა შოვის კოტეჯებამდე 8–10 წუთში მიაღწია.ექსპერტებმა შოვში მომხდარი ტრაგედიის მიზეზი დაასახელეს - წინასწარი დასკვნა>>დასკვნა შეადგინეს რამდენიმე პარამეტრის საფუძველზე, მათ შორის, ისტორიული და თანამედროვე მონაცემების გეოლოგიურ, მეტეოროლოგიურ და ჰიდროლოგიურ პარამეტრებზე დაკვირვებით.უფრო ადრე ექსპერტებმა განაცხადეს, რომ შოვში მსგავსი სტიქიური უბედურების გამეორების საშიშროება ამ ეტაპზე არ არის.
რაჭა-ლეჩხუმი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/04/280939264_1:0:2048:1535_1920x0_80_0_0_47db4b116d0042fa67bf72980cd2815c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მეწყერი რაჭაში, რაჭა-ლეჩხუმი , ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, სტიქიური მოვლენები, ბუნებრივი კატასტროფები, გარემოს დაცვა და ეკოლოგია
მეწყერი რაჭაში, რაჭა-ლეჩხუმი , ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, სტიქიური მოვლენები, ბუნებრივი კატასტროფები, გარემოს დაცვა და ეკოლოგია
პროგნოზირება შეუძლებელი იყო - ეკოლოგი შოვის კატასტროფაზე
17:42 07.08.2023 (განახლებულია: 16:47 14.09.2023) ცნობილია, რომ კლიმატის ცვლილებების ფონზე დნება მყინვარები და ეს მყინვარები იმდენად მყიფეა, რომ მათი ჩამონგრევა ბევრი მიზეზის გამო შეიძლება მოხდეს, განაცხადა ეკოლოგმა.
თბილისი, 7 აგვისტო – Sputnik. ხუთი კომპონენტის ერთდროული ამოქმედების პროგნოზი შეუძლებელი იყო, განაცხადა ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარემ ნინო ჩხობაძემ შოვში დამანგრეველი მეწყრის გამომწვევ მიზეზებზე საუბრისას.
შოვში დამანგრეველი მეწყრის მიზეზი რამდენიმე გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენის თანხვედრა გახდა – მეწყერს წინ უძღოდა მყინვარის ინტენსიური დნობა, ნალექების მოსვლა წვიმის სახით, სათავეებში კლდეზვავის ჩამოშლა, მეწყრულ-ეროზიული პროცესები და ღვარცოფის ფორმირება მდინარე ბუბისწყლის ხეობაში.
„ვიცით, რომ კლიმატის ცვლილების ფონზე მყინვარები დნება, ეს მყინვარები უკვე იმდენად მყიფეა, კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, მისი ჩამონგრევა შეიძლება მოხდეს რამდენიმე ფაქტორის შედეგად, ერთ-ერთი ფაქტორი არის უხვი ნალექი. ვერავინ გააკეთებდა წინასწარ პროგნოზს, რომ ხუთი პროცესი ერთდროულად მოხდებოდა“, – განაცხადა ჩხობაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.
მისი თქმით, ბუბას ხეობაში საკმაოდ მაღალი დაქანებაა და ამის გამო მეწყერმა დიდი სიჩქარე აიღო.
ბოლო მონაცემებით, 3 აგვისტოს რაჭაში, კურორტ შოვში ჩამოწოლილ მეწყერს 18 ადამიანი ემსხვერპლა. დაინგრა ხიდები, დაზიანდა კურორტისკენ მიმავალი გზა. ამ დროისათვის ევაკუირებულია 200-ზე მეტი ადამიანი. იძებნება 16 ადამიანი, მათ შორის არიან ბავშვები.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მყინვარ ბუბას დასავლეთით ადგილი ჰქონდა კლდეზვავური მასის ჩამოშლას, რომელიც დინამიკაში მოსვლის შემდეგ შეეჯახა მყინვარს, მოახდინა მისი გარკვეული ნაწილის ჩამონგრევა, რამაც შესაძლოა გამოიწვია მყინვარქვეშა დაგუბებული წყლების გადმოდინება, რის შემდეგაც წარმოქმნილმა ნაკადმა დიდი სიჩქარით დაიწყო მოძრაობა ხეობის კალაპოტში.
მდინარე ბუბისწყლის ხეობაში წყლის ხანგრძლივ შეგუბებას არც სტიქიის განვითარებამდე და არც სტიქიის განვითარების პროცესში ადგილი არ ჰქონია.
მსგავსი ბუნებრივი მოვლენების ფორმირების ზუსტი დროის გათვლა მთელ მსოფლიოში პრაქტიკულად შეუძლებელია, ნათქვამია პირველად დასკვნაში. უფრო ადრე სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მლნ კუბური მეტრი მყარი მასა ჩამოიშალა.
სპეციალისტების წინასწარი გათვლებით, მეწყრულმა ნაკადმა შოვის კოტეჯებამდე 8–10 წუთში მიაღწია.
დასკვნა შეადგინეს რამდენიმე პარამეტრის საფუძველზე, მათ შორის, ისტორიული და თანამედროვე მონაცემების გეოლოგიურ, მეტეოროლოგიურ და ჰიდროლოგიურ პარამეტრებზე დაკვირვებით.
უფრო ადრე ექსპერტებმა განაცხადეს, რომ შოვში მსგავსი სტიქიური უბედურების გამეორების საშიშროება ამ ეტაპზე არ არის.