https://sputnik-georgia.com/20230807/dnm-adamians-wyevlas-ukan-ubrunebs-280995322.html
ფრთხილად! დნმ ადამიანს უკან უბრუნებს წყევლას
ფრთხილად! დნმ ადამიანს უკან უბრუნებს წყევლას
თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. ჩვეულებრივმა საუბარმა შესაძლოა უზარმაზარი ზარალი მოგაყენოთ — დიდი ენერგია წაგართვათ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საკუთარ... 07.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-07T13:24+0400
2023-08-07T13:24+0400
2023-08-07T19:30+0400
ეს საინტერესოა
ფაქტები ადამიანის შესახებ
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/07/280995150_0:57:1800:1070_1920x0_80_0_0_58ffdc16294f43a5d6a704ffdd52fbe6.jpg
თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. ჩვეულებრივმა საუბარმა შესაძლოა უზარმაზარი ზარალი მოგაყენოთ — დიდი ენერგია წაგართვათ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საკუთარ ემოციებზე საუბრობთ, წერს პორტალი Consciousreminder.ამიტომ პორტალი, საკუთარ სპეციალისტებზე დაყრდნობით, გირჩევთ: თუ თქვენს ცხოვრებაში რაღაც ახალი ხდება, შეეცადეთ ენას კბილი დააჭიროთ და არავის არაფერი უთხრათ; თუ თავს შეიკავებთ და ვინმესთვის გულის გადაშლის სურვილს დაძლევთ, ამით მოსახდენს ძალასა და პოტენციალს შეუნარჩუნებთ.ექსპერტები ირწმუნებიან, რომ წაკითხული ან წარმოთქმული სიტყვები ელექტრომაგნიტური არხებით გადაეცემა ადამიანის სხეულის თითოეულ უჯრედს და ან ვნებს, ან, პირიქით, ასტიმულირებს გენეტიკურ აპარატს – გააჩნია, რა დატვირთვას ატარებენ ისინი.საქმე ისაა, რომ, როგორც გენეტიკოსები ამბობენ, სიტყვები და აზრები ერთნაირი სიძლიერით ზემოქმედებს ადამიანის ცხოვრებაზე. თურმე დნმ ისე აღიქვამს თქვენს აზრებს, როგორც ყურები სიტყვებს.იგივე ეხება წაკითხულ ტექსტსაც. წაკითხული სიტყვები დნმ-ის მოლეკულაზე ასევე ძლიერ ზემოქმედებს, ვინაიდან ეს უკანასკნელი ძალიან მგრძნობიარეა როგორც ბგერითი, ისე ვიზუალური ინფორმაციის მიმართ.მაგალითად, ლოცვის სიტყვები აღვიძებს ადამიანის პოტენციალს, ააქტიურებს გენეტიკური აპარატის რესურსებს, ხოლო წყევლა – პირიქით, ანგრევს ორგანიზმის განვითარების ნორმალურ პროცესს.დნმ მძაფრად რეაგირებს ადამიანის მიერ წაკითხულსა და ნააზრევზე. ყველაფერი ეს გენეტიკურ მასალაში გროვდება და ამა თუ იმ მიმართულებით ცვლის ცხოვრების ჩვეულ სტილს. ეს იმიტომ, რომ ზოგ სიტყვას კიბოს გამოწვევა შეუძლია, ხოლო ზოგს, პირიქით, მისი განკურნება.როდესაც ამბობთ ან ფიქრობთ, რომ წონაში მოიმატეთ, იცოდეთ, რომ გასუქებას განაგრძობთ; თუ ამბობთ რომ გახდით, კიდევ უფრო აფუჭებთ ვითარებას, იმიტომ რომ სიტყვა „გამხდარი“ ნეგატიური კონტექსტისაა და ცუდს, არასაკმარისად კარგს ნიშნავს. ამიტომ უნდა თქვათ „უკეთესად გამოვიყურები“ და ამ სიტყვების დადებით ეფექტს მალე საკუთარი თვალით იხილავთ.თუ რეალურად ცუდი არაფერი ხდება თქვენს თავს, არავითარ შემთხვევაში არ უნდა იფიქროთ რაღაც მსგავსზე და, მით უმეტეს, არ უნდა თქვათ ხმამაღლა.გახსოვდეთ, რომ თქვენი ყვირილი, წყევლა და შეურაცხყოფა სხვა ადამიანების მიმართ მხოლოდ მათ ცხოვრებაზე კი არ ახდენს გავლენას, არამედ თქვენსაზეც.ამით თქვენ გაუცნობიერებლად ინგრევთ დადებით ენერგიას და საკუთარი თავისა და შვილებისთვის წყევლას იზიდავთ. ხოლო როდესაც ნეგატიურ აზრებსა და სიტყვებს დადებითით ცვლით, თქვენ გარშემო სიყვარულისა და სიკეთის გარსი ჩნდება, რომელიც ყველაფერ ცუდისგან გიცავთ თქვენცა და თქვენს შვილებსაც.
https://sputnik-georgia.com/20230328/mixailo-lazorikis-eqsperimenti-locvasa-da-mironze-276189678.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/07/280995150_151:0:1651:1125_1920x0_80_0_0_c1d835c0ae160c74cecfbd4bbc224970.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ეს საინტერესოა, ფაქტები ადამიანის შესახებ
ეს საინტერესოა, ფაქტები ადამიანის შესახებ
თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. ჩვეულებრივმა საუბარმა შესაძლოა უზარმაზარი ზარალი მოგაყენოთ — დიდი ენერგია წაგართვათ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საკუთარ ემოციებზე საუბრობთ, წერს პორტალი
Consciousreminder. ამიტომ პორტალი, საკუთარ სპეციალისტებზე დაყრდნობით, გირჩევთ: თუ თქვენს ცხოვრებაში რაღაც ახალი ხდება, შეეცადეთ ენას კბილი დააჭიროთ და არავის არაფერი უთხრათ; თუ თავს შეიკავებთ და ვინმესთვის გულის გადაშლის სურვილს დაძლევთ, ამით მოსახდენს ძალასა და პოტენციალს შეუნარჩუნებთ.
ექსპერტები ირწმუნებიან, რომ წაკითხული ან წარმოთქმული სიტყვები ელექტრომაგნიტური არხებით გადაეცემა ადამიანის სხეულის თითოეულ უჯრედს და ან ვნებს, ან, პირიქით, ასტიმულირებს გენეტიკურ აპარატს – გააჩნია, რა დატვირთვას ატარებენ ისინი.
საქმე ისაა, რომ, როგორც გენეტიკოსები ამბობენ, სიტყვები და აზრები ერთნაირი სიძლიერით ზემოქმედებს ადამიანის ცხოვრებაზე. თურმე დნმ ისე აღიქვამს თქვენს აზრებს, როგორც ყურები სიტყვებს.
იგივე ეხება წაკითხულ ტექსტსაც. წაკითხული სიტყვები დნმ-ის მოლეკულაზე ასევე ძლიერ ზემოქმედებს, ვინაიდან ეს უკანასკნელი ძალიან მგრძნობიარეა როგორც ბგერითი, ისე ვიზუალური ინფორმაციის მიმართ.
მაგალითად, ლოცვის სიტყვები აღვიძებს ადამიანის პოტენციალს, ააქტიურებს გენეტიკური აპარატის რესურსებს, ხოლო წყევლა – პირიქით, ანგრევს ორგანიზმის განვითარების ნორმალურ პროცესს.
დნმ მძაფრად რეაგირებს ადამიანის მიერ წაკითხულსა და ნააზრევზე. ყველაფერი ეს გენეტიკურ მასალაში გროვდება და ამა თუ იმ მიმართულებით ცვლის ცხოვრების ჩვეულ სტილს. ეს იმიტომ, რომ ზოგ სიტყვას კიბოს გამოწვევა შეუძლია, ხოლო ზოგს, პირიქით, მისი განკურნება.
როდესაც ამბობთ ან ფიქრობთ, რომ წონაში მოიმატეთ, იცოდეთ, რომ გასუქებას განაგრძობთ; თუ ამბობთ რომ გახდით, კიდევ უფრო აფუჭებთ ვითარებას, იმიტომ რომ სიტყვა „გამხდარი“ ნეგატიური კონტექსტისაა და ცუდს, არასაკმარისად კარგს ნიშნავს. ამიტომ უნდა თქვათ „უკეთესად გამოვიყურები“ და ამ სიტყვების დადებით ეფექტს მალე საკუთარი თვალით იხილავთ.
თუ რეალურად ცუდი არაფერი ხდება თქვენს თავს, არავითარ შემთხვევაში არ უნდა იფიქროთ რაღაც მსგავსზე და, მით უმეტეს, არ უნდა თქვათ ხმამაღლა.
გახსოვდეთ, რომ თქვენი ყვირილი, წყევლა და შეურაცხყოფა სხვა ადამიანების მიმართ მხოლოდ მათ ცხოვრებაზე კი არ ახდენს გავლენას, არამედ თქვენსაზეც.
ამით თქვენ გაუცნობიერებლად ინგრევთ დადებით ენერგიას და საკუთარი თავისა და შვილებისთვის წყევლას იზიდავთ. ხოლო როდესაც ნეგატიურ აზრებსა და სიტყვებს დადებითით ცვლით, თქვენ გარშემო სიყვარულისა და სიკეთის გარსი ჩნდება, რომელიც ყველაფერ ცუდისგან გიცავთ თქვენცა და თქვენს შვილებსაც.