https://sputnik-georgia.com/20230328/mixailo-lazorikis-eqsperimenti-locvasa-da-mironze-276189678.html
წრფელი ლოცვა სისხლს აჯანსაღებს, მირონი კი მომაკვდავს კურნავს: დამტკიცებულია კვლევით
წრფელი ლოცვა სისხლს აჯანსაღებს, მირონი კი მომაკვდავს კურნავს: დამტკიცებულია კვლევით
Sputnik საქართველო
ექსპერიმენტში მონაწილე პირველივე პაციენტის შედეგი გამაოგნებელი აღმოჩნდა: ლოცვის შემდეგ მისი სისხლის სტრუქტურა 600%-ით იყო შეცვლილი უკეთესობისკენ. 28.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-28T17:40+0400
2023-03-28T17:40+0400
2023-11-10T15:02+0400
ეს საინტერესოა
რელიგია
წასაკითხი ამბები
ნამდვილი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23879/49/238794936_0:48:1920:1128_1920x0_80_0_0_a5e9d8dd3a6a5c9b178d4b056cc6c879.jpg
თბილისი, 28 მარტი – Sputnik. ის, რომ ადამიანს ეკლესიაში ღვთისმსახურებისას სანეტარო სიმშვიდე და სულიერი სიმსუბუქე ეუფლება, საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია. ლოცვა და მირონი რომ უებარი წამალივით მოქმედებს სულიერ თუ ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, ესეც უამრავზე უამრავ მორწმუნეს სჯერა და, თურმე, არცთუ უსაფუძვლოდ.ლოცვის სასწაულებრივი სამკურნალო თვისებები მეცნიერულად დაასაბუთა მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატმა მიხაილო ლაზორიკმა, რომელმაც საკუთარი კვლევების შედეგები დააპატენტა კიდეც. მიხაილო ლაზორიკი უკრაინის დამსახურებული გამომგონებელია და 166 გამოგონება აქვს დაპატენტებული. მორწმუნეა, ეკლესიაში ხშირად დადის, ღვთისმსახურებასაც ესწრება და ლოცულობს.ოციოდე წლის წინ მან გადაწყვიტა სისხლზე ლოცვის გავლენის შესწავლა, აინტერესებდა, ხომ არ იცვლებოდა სისხლის სტრუქტურა ლოცვისას. კვლევებს საკუთარ სტუდენტებთან ერთად შეუდგა. ეკლესიის მსახურები არ მიუწვევიათ.ექსპერიმენტში მონაწილეობას თხუთმეტი ადამიანი (ქალებიცა და მამაკაცებიც) დათანხმდა — ერთი პირობით, რომ მათ ვინაობას არ გაამჟღავნებდნენ. მათ შორის იყვნენ იურისტები, მედიკოსები, ასევე განათლების არმქონე ადამიანებიც, რომლებიც სხვადასხვა დაავადებით იტანჯებოდნენ: ათეროსკლეროზით, В ჰეპატიტით, გულის პათოლოგიებითა და სხვ.ცდის დაწყებამდე ექიმები პაციენტს კაპილარულ და ვენურ სისხლს უღებდნენ და ანალიზს უტარებდნენ. ამის შემდეგ ავადმყოფი (ან მისი ახლობელი) 15-20 წუთის განმავლობაში კითხულობდა ლოცვებს — გულში ან ხმამაღლა. ესენი იყო: „მამაო ჩვენო“, „მრწამს ერთი ღმერთი“, „მეუფეო ზეცათაო“, 50-ე ფსალმუნი, წმინდანთა და ზეციურ მფარველთა მიმართ ლოცვები. ამის შემდეგ კვლავ იღებდნენ სისხლს და განმეორებით ატარებდნენ მის ანალიზს.პირველივე პაციენტის შედეგი გამაოგნებელი იყო. ეს კაცი სასწაულებრივად გადარჩენილიყო ავარიაში, რომელშიც ძმა დაღუპვოდა. ოსტეომიელიტი სჭირდა, პოპულარულ ენაზე რომ ვთქვათ, ფეხის ძვლები ულპებოდა. მიხაილო ლაზორიკი დარწმუნებულია, რომ ასეთ ზემოქმედებას ორგანიზმზე გულწრფელი და გაცნობიერებული ლოცვა იმიტომ ახდენს, რომ, უპირველეს ყოვლისა, ცენტრალურ ნერვულ სისტემას ამშვიდებს, რომელზეც პირდაპირაა დამოკიდებული ყველა სხვა ორგანოს მუშაობა. ეტყობა ამიტომაც იყო, რომ ქალებში ფაგოციტოზის მაჩვენებელი კიდევ უფრო ძლიერ იცვლებოდა — ისინი ხომ ბევრად ემოციურები არიან.კვლევის პროცესში ლაზორიკი „გულაგის“ ბანაკების სისასტიკეს გადარჩენილ ადამიანებსაც შეხვდა, რომლებმაც უთხრეს, კიდეც გვაშიმშილებდნენ, კიდევაც გვაწამებდნენ და აბუჩადაც გვიგდებდნენ, არაადამიანურად გვცემდნენ, მაგრამ… თვითონაც გვიკვირდა, ყველაფერ ამის შემდეგ საიდან გვეძლეოდა იმის ძალა, რომ ყოველ დილით მაინც გავსულიყავით კატორღულ სამუშაოზე, ეტყობა იქიდან, რომ ლოცვის გარეშე დასაძინებლად არ ვწვებოდითო!გარდა ამისა, ლაზორიკმა და მისმა სტუდენტებმა კიდევ ერთი ექსპერიმენტი ჩაატარეს, ამჯერად, მირონზე.როგორც ირკვევა, მასთან უჟგოროდის სოფელ კიბლიარის მონასტრის მღვდლები მისულან და წმინდა მირონის სამი ნიმუში მიუტანიათ პოჩაევის ლავრიდან. სამი იმიტომ, რომ იქ მირონი სამ სიწმინდეს — ტაძრის ქვას, ხატსა და ხის ჯვარცმას სდიოდა. ღვთისმსახურებმა მეცნიერს მირონი კი გადასცეს, მაგრამ არ დაუკონკრეტებიათ, რომელი ნიმუში რომელი სიწმინდიდან იყო აღებული.ლაზორიკმა და მისმა სტუდენტებმა თავდაპირველად გაარკვიეს, ხომ არ იყო დასნებოვნებული მირონი სოკოთი და ბაქტერიებით, ერთი თვის შემდეგ კი სინჯარებში გაზრდილ ბაქტერიებს მირონის სამი ნიმუშის თითო წვეთი დააწვეთეს და დაკვირვება დაიწყეს.ერთი თვის შემდეგ ექსპერიმენტი კვლავ გაიმეორეს და მირონის ერთმა ნიმუშმა, რომელიც უკვე ათჯერ იყო გამოყენებული და გაზავებული, კვლავ დაბლოკა ბაქტერიების ზრდა. ორი დანარჩენი ნიმუში კი მიკრობებს ვერ ერეოდა, ანუ მათ სამკურნალო თვისება არ აღმოაჩნდათ.როგორც საბოლოოდ მონაზვნებმა განმარტეს, მირონი, რომელსაც სამკურნალო ეფექტი აღმოაჩნდა, პოჩაევის ლავრის ხის ჯვარცმიდან იყო აღებული.და კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი: სანამ ლაზორიკი და მისი სტუდენტები მირონზე კვლევებს ატარებდნენ, მუკაჩოვოს ბავშვთა საავადმყოფოში წლინახევრის ბიჭუნა მიიყვანეს, რომელიც წაქცევის შედეგად მძიმედ დაშავებულიყო. ექიმებმა ბიჭუნა რეანიმაციაში მოათავსეს, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეართეს და უიმედო მდგომარეობაში მყოფი ბავშვის მკურნალობა დაიწყეს.მერე კი... მერე მშობლებმა მედპერსონალს სთხოვეს, უფლება მიეცათ, რომ შვილისთვის შუბლზე მირონი ეცხოთ — ის მირონი, რომელიც პოჩაევის ჯვარცმას სდიოდა. ექიმებმაც, მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი პროცედურებისა არ სჯეროდათ, დედ-მამის მდგომარეობა გაითვალისწინეს და ნება დართეს.და სასწაულმაც არ დააყოვნა: 10 წუთის შემდეგ ბიჭუნამ დამოუკიდებლად დაიწყო სუნთქვა, მეორე დღეს კი საავადმყოფოდან გაწერეს.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23879/49/238794936_104:0:1811:1280_1920x0_80_0_0_ea0eb4b56e1111fe6faa9d2bbf0b4201.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ეს საინტერესოა, რელიგია, წასაკითხი ამბები, ნამდვილი ამბები
ეს საინტერესოა, რელიგია, წასაკითხი ამბები, ნამდვილი ამბები
წრფელი ლოცვა სისხლს აჯანსაღებს, მირონი კი მომაკვდავს კურნავს: დამტკიცებულია კვლევით
17:40 28.03.2023 (განახლებულია: 15:02 10.11.2023) ექსპერიმენტში მონაწილე პირველივე პაციენტის შედეგი გამაოგნებელი აღმოჩნდა: ლოცვის შემდეგ მისი სისხლის სტრუქტურა 600%-ით იყო შეცვლილი უკეთესობისკენ.
თბილისი, 28 მარტი – Sputnik. ის, რომ ადამიანს ეკლესიაში ღვთისმსახურებისას სანეტარო სიმშვიდე და სულიერი სიმსუბუქე ეუფლება, საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია. ლოცვა და მირონი რომ უებარი წამალივით მოქმედებს სულიერ თუ ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, ესეც უამრავზე უამრავ მორწმუნეს სჯერა და, თურმე, არცთუ უსაფუძვლოდ.
ლოცვის სასწაულებრივი სამკურნალო თვისებები მეცნიერულად დაასაბუთა მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატმა მიხაილო ლაზორიკმა, რომელმაც საკუთარი კვლევების შედეგები დააპატენტა კიდეც.
მიხაილო ლაზორიკი უკრაინის დამსახურებული გამომგონებელია და 166 გამოგონება აქვს დაპატენტებული. მორწმუნეა, ეკლესიაში ხშირად დადის, ღვთისმსახურებასაც ესწრება და ლოცულობს.
ოციოდე წლის წინ მან გადაწყვიტა სისხლზე ლოცვის გავლენის შესწავლა, აინტერესებდა, ხომ არ იცვლებოდა სისხლის სტრუქტურა ლოცვისას. კვლევებს საკუთარ სტუდენტებთან ერთად შეუდგა. ეკლესიის მსახურები არ მიუწვევიათ.
ექსპერიმენტში მონაწილეობას თხუთმეტი ადამიანი (ქალებიცა და მამაკაცებიც) დათანხმდა — ერთი პირობით, რომ მათ ვინაობას არ გაამჟღავნებდნენ. მათ შორის იყვნენ იურისტები, მედიკოსები, ასევე განათლების არმქონე ადამიანებიც, რომლებიც სხვადასხვა დაავადებით იტანჯებოდნენ: ათეროსკლეროზით, В ჰეპატიტით, გულის პათოლოგიებითა და სხვ.
ცდის დაწყებამდე ექიმები პაციენტს კაპილარულ და ვენურ სისხლს უღებდნენ და ანალიზს უტარებდნენ. ამის შემდეგ ავადმყოფი (ან მისი ახლობელი) 15-20 წუთის განმავლობაში კითხულობდა ლოცვებს — გულში ან ხმამაღლა. ესენი იყო: „მამაო ჩვენო“, „მრწამს ერთი ღმერთი“, „მეუფეო ზეცათაო“, 50-ე ფსალმუნი, წმინდანთა და ზეციურ მფარველთა მიმართ ლოცვები. ამის შემდეგ კვლავ იღებდნენ სისხლს და განმეორებით ატარებდნენ მის ანალიზს.
პირველივე პაციენტის შედეგი გამაოგნებელი იყო. ეს კაცი სასწაულებრივად გადარჩენილიყო ავარიაში, რომელშიც ძმა დაღუპვოდა. ოსტეომიელიტი სჭირდა, პოპულარულ ენაზე რომ ვთქვათ, ფეხის ძვლები ულპებოდა.
„მამაო ჩვენოს“ წაკითხვის შემდეგ, როცა მისი ლოცვამდე და ლოცვის შემდეგ აღებული სისხლი შეადარეს, აღმოჩნდა, რომ ფაგოციტოზის, ანუ უჯრედების მიერ უცხო ნაწილაკების შთანთქმის პროცესის მაჩვენებელი 600%-ით იყო შეცვლილი უკეთესობისკენ.
მიხაილო ლაზორიკი დარწმუნებულია, რომ ასეთ ზემოქმედებას ორგანიზმზე გულწრფელი და გაცნობიერებული ლოცვა იმიტომ ახდენს, რომ, უპირველეს ყოვლისა, ცენტრალურ ნერვულ სისტემას ამშვიდებს, რომელზეც პირდაპირაა დამოკიდებული ყველა სხვა ორგანოს მუშაობა. ეტყობა ამიტომაც იყო, რომ ქალებში ფაგოციტოზის მაჩვენებელი კიდევ უფრო ძლიერ იცვლებოდა — ისინი ხომ ბევრად ემოციურები არიან.
კვლევის პროცესში ლაზორიკი „გულაგის“ ბანაკების სისასტიკეს გადარჩენილ ადამიანებსაც შეხვდა, რომლებმაც უთხრეს, კიდეც გვაშიმშილებდნენ, კიდევაც გვაწამებდნენ და აბუჩადაც გვიგდებდნენ, არაადამიანურად გვცემდნენ, მაგრამ… თვითონაც გვიკვირდა, ყველაფერ ამის შემდეგ საიდან გვეძლეოდა იმის ძალა, რომ ყოველ დილით მაინც გავსულიყავით კატორღულ სამუშაოზე, ეტყობა იქიდან, რომ ლოცვის გარეშე დასაძინებლად არ ვწვებოდითო!
გარდა ამისა, ლაზორიკმა და მისმა სტუდენტებმა კიდევ ერთი ექსპერიმენტი ჩაატარეს, ამჯერად, მირონზე.
როგორც ირკვევა, მასთან უჟგოროდის სოფელ კიბლიარის მონასტრის მღვდლები მისულან და წმინდა მირონის სამი ნიმუში მიუტანიათ პოჩაევის ლავრიდან. სამი იმიტომ, რომ იქ მირონი სამ სიწმინდეს — ტაძრის ქვას, ხატსა და ხის ჯვარცმას სდიოდა. ღვთისმსახურებმა მეცნიერს მირონი კი გადასცეს, მაგრამ არ დაუკონკრეტებიათ, რომელი ნიმუში რომელი სიწმინდიდან იყო აღებული.
ლაზორიკმა და მისმა სტუდენტებმა თავდაპირველად გაარკვიეს, ხომ არ იყო დასნებოვნებული მირონი სოკოთი და ბაქტერიებით, ერთი თვის შემდეგ კი სინჯარებში გაზრდილ ბაქტერიებს მირონის სამი ნიმუშის თითო წვეთი დააწვეთეს და დაკვირვება დაიწყეს.
გარკვეული დროის შემდეგ ანალიზმა აჩვენა, რომ ერთ-ერთ სინჯარაში ბაქტერიების ზრდა შეწყდა, ანუ მირონმა ანტიბიტოკად „იმუშავა“.
ერთი თვის შემდეგ ექსპერიმენტი კვლავ გაიმეორეს და მირონის ერთმა ნიმუშმა, რომელიც უკვე ათჯერ იყო გამოყენებული და გაზავებული, კვლავ დაბლოკა ბაქტერიების ზრდა. ორი დანარჩენი ნიმუში კი მიკრობებს ვერ ერეოდა, ანუ მათ სამკურნალო თვისება არ აღმოაჩნდათ.
როგორც საბოლოოდ მონაზვნებმა განმარტეს, მირონი, რომელსაც სამკურნალო ეფექტი აღმოაჩნდა, პოჩაევის ლავრის ხის ჯვარცმიდან იყო აღებული.
და კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი: სანამ ლაზორიკი და მისი სტუდენტები მირონზე კვლევებს ატარებდნენ, მუკაჩოვოს ბავშვთა საავადმყოფოში წლინახევრის ბიჭუნა მიიყვანეს, რომელიც წაქცევის შედეგად მძიმედ დაშავებულიყო. ექიმებმა ბიჭუნა რეანიმაციაში მოათავსეს, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეართეს და უიმედო მდგომარეობაში მყოფი ბავშვის მკურნალობა დაიწყეს.
მერე კი... მერე მშობლებმა მედპერსონალს სთხოვეს, უფლება მიეცათ, რომ შვილისთვის შუბლზე მირონი ეცხოთ — ის მირონი, რომელიც პოჩაევის ჯვარცმას სდიოდა. ექიმებმაც, მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი პროცედურებისა არ სჯეროდათ, დედ-მამის მდგომარეობა გაითვალისწინეს და ნება დართეს.
და სასწაულმაც არ დააყოვნა: 10 წუთის შემდეგ ბიჭუნამ დამოუკიდებლად დაიწყო სუნთქვა, მეორე დღეს კი საავადმყოფოდან გაწერეს.