https://sputnik-georgia.com/20230806/tragedia-sovsi-saziebo-samusaoebi-svid-ubanze-mimdinareobs-280988868.html
ტრაგედია შოვში - საძიებო სამუშაოები შვიდ უბანზე მიმდინარეობს
ტრაგედია შოვში - საძიებო სამუშაოები შვიდ უბანზე მიმდინარეობს
Sputnik საქართველო
დამატებითი და გაფართოებული დავალებებისათვის ადგილზე მობილიზებულია დამატებითი რესურსი, განაცხადეს დეპარტამენტში 06.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-06T23:53+0400
2023-08-06T23:53+0400
2023-08-06T23:53+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
რაჭა-ლეჩხუმი
მეწყერი რაჭაში
სტიქიური მოვლენები
საავტომობილო გზების დეპარტამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/04/280939546_0:111:2048:1263_1920x0_80_0_0_d1e3f0a16c14eea71ea4e5fb9e66dfc5.jpg
თბილისი, 6 აგვისტო – Sputnik. სპეციალური ტექნიკა მთელი დღის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ განსაზღვრულ 7 პრიორიტეტულ უბანზე მუშაობდა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.ბოლო მონაცემებით, შოვში 3 აგვისტოს ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა. დაინგრა ხიდები, შოვში შესასვლელი გზა. ევაკუირებულია 200-ზე მეტი ადამიანი. მღებრიშვილის თქმით, მაშველები 16 დაკარგულ ადამიანს ეძებენ, მათ შორის შვიდ ბავშვს. საქართველოში 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.ამ დროისათვის სტიქიის ზონაში სულ მობილიზებულია 85 ერთეული მძიმე ტექნიკა.ექსპერტებმა შოვში მომხდარი ტრაგედიის მიზეზი დაასახელეს - წინასწარი დასკვნა >>ამასთან, დროებითი ხიდის მიმდებარედ, გრძელდება მდინარის კალაპოტის ფორმირებისა და მჟავე წყლებთან შემოვლითი გზის მოწყობის სამუშაოები.დამატებითი და გაფართოებული დავალებებისათვის ადგილზე მობილიზებულია დამატებითი რესურსი, აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.მიწის მასამ თითქმის მთლიანად გაანადგურა კურორტის ტურისტული ინფრასტრუქტურა, მისკენ მიმავალი ხიდები და გზა. სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ კურორტ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მილიონი კუბომეტრი ინერტული მასა ჩამოვიდა. მათი ვარაუდით, ამ ეტაპზე შოვში მსგავსი სტიქიური უბედურების გამეორების საფრთხე არ არის.
საქართველო
რაჭა-ლეჩხუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/04/280939546_0:0:2048:1536_1920x0_80_0_0_1aeeb4130d88ffe6e9bba5864692d0b9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმი , მეწყერი რაჭაში, სტიქიური მოვლენები, საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმი , მეწყერი რაჭაში, სტიქიური მოვლენები, საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ტრაგედია შოვში - საძიებო სამუშაოები შვიდ უბანზე მიმდინარეობს
დამატებითი და გაფართოებული დავალებებისათვის ადგილზე მობილიზებულია დამატებითი რესურსი, განაცხადეს დეპარტამენტში
თბილისი, 6 აგვისტო – Sputnik. სპეციალური ტექნიკა მთელი დღის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ განსაზღვრულ 7 პრიორიტეტულ უბანზე მუშაობდა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
ბოლო მონაცემებით, შოვში 3 აგვისტოს ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა. დაინგრა ხიდები, შოვში შესასვლელი გზა. ევაკუირებულია 200-ზე მეტი ადამიანი. მღებრიშვილის თქმით, მაშველები 16 დაკარგულ ადამიანს ეძებენ, მათ შორის შვიდ ბავშვს. საქართველოში 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.
ამ დროისათვის სტიქიის ზონაში სულ მობილიზებულია 85 ერთეული მძიმე ტექნიკა.
ამასთან, დროებითი ხიდის მიმდებარედ, გრძელდება მდინარის კალაპოტის ფორმირებისა და მჟავე წყლებთან შემოვლითი გზის მოწყობის სამუშაოები.
„ასევე, სამუშაოებს ვაწარმოებდით მდინარე დღვიორაზე, რომელიც არ არის დაკავშირებული აღნიშნულ სტიქიურ მოვლენებთან. აქ სამუშაოები, მოსახლეობის თხოვნით, პრევენციის მიზნით დავიწყეთ“, - აღნიშნა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, პაპუნა გამყრელიძემ.
დამატებითი და გაფართოებული დავალებებისათვის ადგილზე მობილიზებულია დამატებითი რესურსი, აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
მიწის მასამ თითქმის მთლიანად გაანადგურა კურორტის ტურისტული ინფრასტრუქტურა, მისკენ მიმავალი ხიდები და გზა. სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ კურორტ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მილიონი კუბომეტრი ინერტული მასა ჩამოვიდა. მათი ვარაუდით, ამ ეტაპზე შოვში მსგავსი სტიქიური უბედურების გამეორების საფრთხე არ არის.