https://sputnik-georgia.com/20230806/sovsi-darupulta-ricxvi-18-mde-gaizarda-280975865.html
შოვში დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა
შოვში დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა
Sputnik საქართველო
უმზიმესი ტრაგედია შოვში 3 აგვისტოს დატრიალდა 06.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-06T11:46+0400
2023-08-06T11:46+0400
2023-08-06T11:50+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
მეწყერი რაჭაში
რაჭა-ლეჩხუმი
სტიქიური მოვლენები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/05/280959194_0:0:1601:901_1920x0_80_0_0_5d1ccb3f4f08f2acc9443c568110d016.jpg
თბილისი, 6 აგვისტო – Sputnik. კურორტ შოვში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად კიდევ ერთი დაღუპულის ცხედარი იპოვეს, იუწყება „პირველი არხი" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით.შესაბამისად, ამ დროისთვის რაჭაში სტიქიის შედეგად 18 ადამიანის ცხედარი იპოვეს, მიმდინარეობს 16 ადამიანის სამძებრო ოპერაცია. იდენტიფიცირებულია 12 ცხედარი.ამ დროისთვის ოპერაციაში მონაწილეობს 400 მაშველი და 200 სამხედრო. გარდა ამისა, მობილიზებულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები და სპეცტექნიკა. ორი დღის განმავლობაში მაშველებმა სტიქიის ზონიდან 200-ზე მეტი ადამიანი გამოიყვანეს.შოვში საშინელი მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. მიწის მასამ თითქმის მთლიანად გაანადგურა კურორტის ტურისტული ინფრასტრუქტურა, მისკენ მიმავალი ხიდები და გზა. სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ კურორტ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მილიონი კუბომეტრი ინერტული მასა ჩამოვიდა.როგორც პარლამენტის გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ განაცხადა, შოვში „უპრეცედენტო მეწყრის“ ჩამოწოლა გამოიწვია ერთბაშად რამდენიმე ბუნებრივმა მოვლენამ, მათ შორის უხვმა ნალექმა, მყინვარების დნობამ და ღვარცოფმა.7 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.სპეციალისტების თქმით, დასავლეთ საქართველოში მსგავსი სტიქია არ მომხდარა, თუ არ ჩავთვლით რაჭა-იმერეთის ზონაში 1991 წლის 29 აპრილის მიწისძვრას. ამასთან სპეციალისტები აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე სტიქიური უბედურების განმეორების საშიშროება არ დგას.
საქართველო
რაჭა-ლეჩხუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/05/280959194_0:0:1419:1064_1920x0_80_0_0_54c58f3ae249fbb162bfc73b0c5c46b0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, მეწყერი რაჭაში, რაჭა-ლეჩხუმი , სტიქიური მოვლენები
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, მეწყერი რაჭაში, რაჭა-ლეჩხუმი , სტიქიური მოვლენები
შოვში დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა
11:46 06.08.2023 (განახლებულია: 11:50 06.08.2023) უმზიმესი ტრაგედია შოვში 3 აგვისტოს დატრიალდა
თბილისი, 6 აგვისტო – Sputnik. კურორტ შოვში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად კიდევ ერთი დაღუპულის ცხედარი იპოვეს, იუწყება „პირველი არხი" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით.
შესაბამისად, ამ დროისთვის რაჭაში სტიქიის შედეგად 18 ადამიანის ცხედარი იპოვეს, მიმდინარეობს 16 ადამიანის სამძებრო ოპერაცია. იდენტიფიცირებულია 12 ცხედარი.
ამ დროისთვის ოპერაციაში მონაწილეობს 400 მაშველი და 200 სამხედრო. გარდა ამისა, მობილიზებულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები და სპეცტექნიკა. ორი დღის განმავლობაში მაშველებმა სტიქიის ზონიდან 200-ზე მეტი ადამიანი გამოიყვანეს.
შოვში საშინელი მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. მიწის მასამ თითქმის მთლიანად გაანადგურა კურორტის ტურისტული ინფრასტრუქტურა, მისკენ მიმავალი ხიდები და გზა. სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ კურორტ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მილიონი კუბომეტრი ინერტული მასა ჩამოვიდა.
როგორც პარლამენტის გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ განაცხადა, შოვში „უპრეცედენტო მეწყრის“ ჩამოწოლა გამოიწვია ერთბაშად რამდენიმე ბუნებრივმა მოვლენამ, მათ შორის უხვმა ნალექმა, მყინვარების დნობამ და ღვარცოფმა.
7 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
სპეციალისტების თქმით, დასავლეთ საქართველოში მსგავსი სტიქია არ მომხდარა, თუ არ ჩავთვლით რაჭა-იმერეთის ზონაში 1991 წლის 29 აპრილის მიწისძვრას. ამასთან სპეციალისტები აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე სტიქიური უბედურების განმეორების საშიშროება არ დგას.