https://sputnik-georgia.com/20230806/mzime-suratis-irakli-kobaxize-sovsi-momxdar-tragediaze-280980337.html
„მძიმე სურათია“ - ირაკლი კობახიძე შოვში მომხდარ ტრაგედიაზე
„მძიმე სურათია“ - ირაკლი კობახიძე შოვში მომხდარ ტრაგედიაზე
Sputnik საქართველო
მეწყერის ჩამოწოლის ადგილზე 80 ერთეული მძიმე ტექნიკა მუშაობს, მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები, განაცხად კობახიძემ 06.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-06T17:27+0400
2023-08-06T17:27+0400
2023-09-14T16:34+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
ქართული ოცნება
სტიქიური მოვლენები
რაჭა-ლეჩხუმი
მეწყერი რაჭაში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24332/90/243329012_0:0:2000:1125_1920x0_80_0_0_2b3949b9313968799c3a21cde656dfc9.jpg
თბილისი, 6 აგვისტო - Sputnik. კურორტ შოვში ძებნა-შველის სამუშაოები გრძელდება, სურათი კვლავ მძიმე, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.კურორტ შოვში 3 აგვისტოს მეწყერი ჩამოწვა. მაშველების მიერ ამ დროისთვის 18 ცხედარია ნაპოვნი, მათაგან 12 იდენტიფიცირებულია. უწყვეტად გრძელდება 17-18 დაკარგული ადამიანის სამძებრო სამუშაოები, მათ შორის შვიდი ბავშვია.მისი თქმით, უმჯობესია, რომ მომხდარის ანალიზი სპეციალისტებმა გააკეთონ.„ჩვენ გვაქვს ჩვენი ინფორმაცია ყველაფერთან დაკავშირებით, თუმცა, სჯობს, რომ სპეციალისტებმა, ექსპერტებმა, კომპეტენტურმა ადამიანებმა ისაუბრონ ჩვენს მაგივრად ამ ყველაფერზე. 18 ადამიანის ცხედარი არის ნაპოვნი. 18 ადამიანი არის დაკარგული... რაც შეეხება ამოცნობას, რამდენიმე ცხედრის ამოცნობა ჯერჯერობით არ მომხდარა. დაზიანებებიდან გამომდინარე, შეიძლება გარკვეულ შემთხვევაში საჭირო გახდეს დნმ-ის ანალიზის ჩატარებაც, რასაც გარკვეული დრო დასჭირდება“, - განაცხადა კობახიძემ.საქართველოში 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.კალაძე: შოვი აღარ არსებობს, განადგურებულია >>სამაშველო ღონისძიება ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში, მეოთხე დღეა, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე- მაშველები, პოლიციის დანაყოფები, დრონები, სპეცტექნიკა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ასევე, სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგთა ჯგუფი.მიწის მასამ თითქმის მთლიანად გაანადგურა კურორტის ტურისტული ინფრასტრუქტურა, მისკენ მიმავალი ხიდები და გზა. სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ კურორტ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მილიონი კუბომეტრი ინერტული მასა ჩამოვიდა. მათი ვარაუდით, ამ ეტაპზე შოვში მსგავსი სტიქიური უბედურების გამეორების საფრთხე არ არის.
საქართველო
რაჭა-ლეჩხუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24332/90/243329012_287:0:2000:1285_1920x0_80_0_0_7b7ee04c54a5d951dcb6fe7036d54bd6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, ქართული ოცნება , სტიქიური მოვლენები, რაჭა-ლეჩხუმი , მეწყერი რაჭაში
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, ქართული ოცნება , სტიქიური მოვლენები, რაჭა-ლეჩხუმი , მეწყერი რაჭაში
„მძიმე სურათია“ - ირაკლი კობახიძე შოვში მომხდარ ტრაგედიაზე
17:27 06.08.2023 (განახლებულია: 16:34 14.09.2023) მეწყერის ჩამოწოლის ადგილზე 80 ერთეული მძიმე ტექნიკა მუშაობს, მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები, განაცხად კობახიძემ
თბილისი, 6 აგვისტო - Sputnik. კურორტ შოვში ძებნა-შველის სამუშაოები გრძელდება, სურათი კვლავ მძიმე, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.
კურორტ შოვში 3 აგვისტოს მეწყერი ჩამოწვა. მაშველების მიერ ამ დროისთვის 18 ცხედარია ნაპოვნი, მათაგან 12 იდენტიფიცირებულია. უწყვეტად გრძელდება 17-18 დაკარგული ადამიანის სამძებრო სამუშაოები, მათ შორის შვიდი ბავშვია.
„სურათი არის მძიმე. სამუშაოებში ყველა უწყება არის ჩართული. ინფრასტრუქტურის სამინისტრო აქტიურად მუშაობს, 80 ერთეული მძიმე ტექნიკა არის მობილიზებული და ძალიან ინტენსიური სამუშაოები ტარდება“, - განუცხადა ჟურნალისტებს კობახიძემ.
მისი თქმით, უმჯობესია, რომ მომხდარის ანალიზი სპეციალისტებმა გააკეთონ.
„ჩვენ გვაქვს ჩვენი ინფორმაცია ყველაფერთან დაკავშირებით, თუმცა, სჯობს, რომ სპეციალისტებმა, ექსპერტებმა, კომპეტენტურმა ადამიანებმა ისაუბრონ ჩვენს მაგივრად ამ ყველაფერზე. 18 ადამიანის ცხედარი არის ნაპოვნი. 18 ადამიანი არის დაკარგული... რაც შეეხება ამოცნობას, რამდენიმე ცხედრის ამოცნობა ჯერჯერობით არ მომხდარა. დაზიანებებიდან გამომდინარე, შეიძლება გარკვეულ შემთხვევაში საჭირო გახდეს დნმ-ის ანალიზის ჩატარებაც, რასაც გარკვეული დრო დასჭირდება“, - განაცხადა კობახიძემ.
საქართველოში 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.
სამაშველო ღონისძიება ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში, მეოთხე დღეა, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე- მაშველები, პოლიციის დანაყოფები, დრონები, სპეცტექნიკა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ასევე, სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგთა ჯგუფი.
მიწის მასამ თითქმის მთლიანად გაანადგურა კურორტის ტურისტული ინფრასტრუქტურა, მისკენ მიმავალი ხიდები და გზა. სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ კურორტ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მილიონი კუბომეტრი ინერტული მასა ჩამოვიდა. მათი ვარაუდით, ამ ეტაპზე შოვში მსგავსი სტიქიური უბედურების გამეორების საფრთხე არ არის.