https://sputnik-georgia.com/20230805/virtualuri-operatorebis-asociacia-5-g-s-danergvit-saqartvelo-axal-etapze-gadava-280945262.html
ვირტუალური ოპერატორების ასოციაცია: 5G-ს დანერგვით საქართველო ახალ ეტაპზე გადავა
ვირტუალური ოპერატორების ასოციაცია: 5G-ს დანერგვით საქართველო ახალ ეტაპზე გადავა
Sputnik საქართველო
მოწინავე ტექნოლოგიის დანერგვა სრულიად ახალ ეტაპზე გადაიყვანს ქართულ სატელეკომუნიკაციო სივრცეს, ნათქვამია ასოციაციის განცხადებაში 05.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-05T09:30+0400
2023-08-05T09:30+0400
2023-08-05T09:30+0400
ახალი ამბები
საქართველო
თანამედროვე ტექნოლოგიები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24889/52/248895216_0:156:3001:1844_1920x0_80_0_0_0f5c8ea8019b415bacab1f596967be35.jpg
თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. მობილური კავშირის ვირტუალური ქსელების ოპერატორების ასოციაცია (MVNO) მიესალმება მობილური ოპერატორ Cellfie Mobile-ს გადაწყვეტილებას, მონაწილეობა მიიღოს 5G-ს აუქციონში, რომელიც მათ შორის ვირტუალური მობილური ოპერატორების დანერგვას ითვალისწინებს.საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ივლისში 5G-ინტერნეტის დასანერგად საჭირო სიხშირის მოსაპოვებლად აუქციონი გამოაცხადა. აუქციონში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი მხოლოდ კომპანია Cellfie Mobile-მა შეიტანა.ამასთან, ასოციაციაში მწუხარება გამოთქვეს იმის გამო, რომ დანარჩენმა ორმა კომპანიამ, რომელიც ტელეკომ-ბაზრის 70%-ს ფლობს, ამ ეტაპზე თავი შეიკავა, ყოფილიყო უმნიშვნელოვანესი სუბიექტი ქვეყნის ტექნოლოგიურად განვითარების ნაწილში, რასაც უდიდესი გავლენა აქვს როგორც უშუალოდ აბონენტების კეთილდღეობაზე, ასევე საქართველოს ეკონომიკის ნებისმიერ დარგზე.„ჩვენთვის გაუგებარია, რატომ გახდა აუქციონში მონაწილეობაზე უარის მიზეზი MVNO დაშვების ვალდებულების პირობა მაშინ, როდესაც ორივე მობილური ოპერატორი საჯარო განცხადებებში მიესალმება და ღიად აფიქსირებს მზაობას თავიანთ ქსელზე ვირტუალური მობილური ოპერატორის ჩართვას“, - ნათქვამია განცხადებაში.მობილური კავშირგაბმულობის ორმა უმსხვილესმა ოპერატორმა 5G–ს აუქციონზე უარი თქვა >>მობილური კავშირის ვირტუალური ქსელების ოპერატორების ასოციაციაში (MVNO) შედის სამი კომპანია - Inexphone, Myphone და Jens.5G - ახალი თაობის უსადენო ინტერნეტის ტექნოლოგიაა, რომელიც არსებულ ტექნოლოგიებთან შედარებით მნიშვნელოვნად გაზრდის მობილური ინტერნეტის სიჩქარეს.კომუნიკაციების კომისიაში აღნიშნეს, რომ აუქციონის გამოცხადება ევროკავშირის რეგულაციების გათვალისწინებით მოხდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24889/52/248895216_166:0:2833:2000_1920x0_80_0_0_b35c2d3062e1e9e3e7d1a0a7347bdd9f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თანამედროვე ტექნოლოგიები
ახალი ამბები, საქართველო, თანამედროვე ტექნოლოგიები
ვირტუალური ოპერატორების ასოციაცია: 5G-ს დანერგვით საქართველო ახალ ეტაპზე გადავა
მოწინავე ტექნოლოგიის დანერგვა სრულიად ახალ ეტაპზე გადაიყვანს ქართულ სატელეკომუნიკაციო სივრცეს, ნათქვამია ასოციაციის განცხადებაში
თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. მობილური კავშირის ვირტუალური ქსელების ოპერატორების ასოციაცია (MVNO) მიესალმება მობილური ოპერატორ Cellfie Mobile-ს გადაწყვეტილებას, მონაწილეობა მიიღოს 5G-ს აუქციონში, რომელიც მათ შორის ვირტუალური მობილური ოპერატორების დანერგვას ითვალისწინებს.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ივლისში 5G-ინტერნეტის დასანერგად საჭირო სიხშირის მოსაპოვებლად აუქციონი გამოაცხადა. აუქციონში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი მხოლოდ კომპანია Cellfie Mobile-მა შეიტანა.
„დარწმუნებულები ვართ, რომ აღნიშნული ტექნოლოგიის დანერგვა სრულიად ახალ ეტაპზე გადაიყვანს ქართულ სატელეკომუნიკაციო სივრცეს და რაც მთავარია, კიდევ უფრო ხელს შეუწყობს აბონენტის ინტერესსა და უფლებას - მიიღოს სრულყოფილი და მაღალხარისხიანი მომსახურება“, - ნათქვამია MVNO-ს განცხადებაში.
ამასთან, ასოციაციაში მწუხარება გამოთქვეს იმის გამო, რომ დანარჩენმა ორმა კომპანიამ, რომელიც ტელეკომ-ბაზრის 70%-ს ფლობს, ამ ეტაპზე თავი შეიკავა, ყოფილიყო უმნიშვნელოვანესი სუბიექტი ქვეყნის ტექნოლოგიურად განვითარების ნაწილში, რასაც უდიდესი გავლენა აქვს როგორც უშუალოდ აბონენტების კეთილდღეობაზე, ასევე საქართველოს ეკონომიკის ნებისმიერ დარგზე.
„ჩვენთვის გაუგებარია, რატომ გახდა აუქციონში მონაწილეობაზე უარის მიზეზი MVNO დაშვების ვალდებულების პირობა მაშინ, როდესაც ორივე მობილური ოპერატორი საჯარო განცხადებებში მიესალმება და ღიად აფიქსირებს მზაობას თავიანთ ქსელზე ვირტუალური მობილური ოპერატორის ჩართვას“, - ნათქვამია განცხადებაში.
მობილური კავშირის ვირტუალური ქსელების ოპერატორების ასოციაციაში (MVNO) შედის სამი კომპანია - Inexphone, Myphone და Jens.
5G - ახალი თაობის უსადენო ინტერნეტის ტექნოლოგიაა, რომელიც არსებულ ტექნოლოგიებთან შედარებით მნიშვნელოვნად გაზრდის მობილური ინტერნეტის სიჩქარეს.
კომუნიკაციების კომისიაში აღნიშნეს, რომ აუქციონის გამოცხადება ევროკავშირის რეგულაციების გათვალისწინებით მოხდა.