https://sputnik-georgia.com/20230805/sovsi-rusetis-moqalaqe-dairupa-280961454.html
შოვში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად რუსეთის მოქალაქე დაიღუპა
შოვში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად რუსეთის მოქალაქე დაიღუპა
Sputnik საქართველო
32 წლის ქალის ცხედარი მისმა უახლოესმა მეგობარმა ამოიცნო 05.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-05T19:59+0400
2023-08-05T19:59+0400
2023-08-05T19:59+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
რაჭა-ლეჩხუმი
მეწყერი რაჭაში
სტიქიური მოვლენები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/05/280959305_0:82:1600:982_1920x0_80_0_0_72b3b1581c5edb16eba03ac867e457a7.jpg
თბილისი, 5 აგვისტო – Sputnik. რუსეთის მოქალაქე, 32 წლის ქსენია ტრიჩევა იდენტიფიცირებულია შოვში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად 16 დაღუპულს შორის, იუწყება საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ინტერესთა სექცია.ამ დროისთვის რაჭაში სტიქიის შედეგად 16 დაღუპულის ცხედარია ნაპოვნი, ხუთი მათგანი დღეს იპოვეს. მიმდინარეობს ცხედრების იდენტიფიცირება. ამ ეტაპზე იდენტიფიცირებულია 7 ცხედარი. ევაკუირებულია 200-ზე მეტი ადამიანი, დაკარგულთა ძებნა გრძელდება.ამ დროისთვის ოპერაციაში მონაწილეობს 400 მაშველი და 200 სამხედრო. გარდა ამისა, მობილიზებულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები და სპეცტექნიკა. სამუშაოებში თავდაცვის ძალებიც ჩაერთვნენ. ორი დღის განმავლობაში მაშველებმა სტიქიის ზონიდან 210 ადამიანი გამოიყვანეს.სტიქიის ზონაში შესვლას მოხალისეები ცდილობენ, მაგრამ პოლიციამ კორდონები მოაწყო და არ უშვებს ადამიანებს სპეციალური მომზადებისა და აღჭურვილობის გარეშე.მიწის მასამ თითქმის მთლიანად გაანადგურა კურორტის ტურისტული ინფრასტრუქტურა, მისკენ მიმავალი ხიდები და გზა. სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ კურორტ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მილიონი კუბომეტრი ინერტული მასა ჩამოვიდა.
საქართველო
რაჭა-ლეჩხუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/05/280959305_91:0:1510:1064_1920x0_80_0_0_710c7bfab31204eeb786206e5ea05342.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმი , მეწყერი რაჭაში, სტიქიური მოვლენები
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმი , მეწყერი რაჭაში, სტიქიური მოვლენები
შოვში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად რუსეთის მოქალაქე დაიღუპა
32 წლის ქალის ცხედარი მისმა უახლოესმა მეგობარმა ამოიცნო
თბილისი, 5 აგვისტო – Sputnik. რუსეთის მოქალაქე, 32 წლის ქსენია ტრიჩევა იდენტიფიცირებულია შოვში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად 16 დაღუპულს შორის, იუწყება საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ინტერესთა სექცია.
ამ დროისთვის რაჭაში სტიქიის შედეგად 16 დაღუპულის ცხედარია ნაპოვნი, ხუთი მათგანი დღეს იპოვეს. მიმდინარეობს ცხედრების იდენტიფიცირება. ამ ეტაპზე იდენტიფიცირებულია 7 ცხედარი. ევაკუირებულია 200-ზე მეტი ადამიანი, დაკარგულთა ძებნა გრძელდება.
„დღეს შემოსული ინფორმაციით, ქსენია ტრიჩევა გარდაცვლილი იპოვეს - მისმა ერთ-ერთმა ახლო დაქალმა მისი ცხედარი მორგში ამოიცნო. ღრმა სამძიმარს ვუცხადებთ ქსენიას ოჯახის წევრებსა და ახლობლებს“, - ნათქვამია სექციის განცხადებაში.
ამ დროისთვის ოპერაციაში მონაწილეობს 400 მაშველი და 200 სამხედრო. გარდა ამისა, მობილიზებულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები და სპეცტექნიკა. სამუშაოებში თავდაცვის ძალებიც ჩაერთვნენ. ორი დღის განმავლობაში მაშველებმა სტიქიის ზონიდან 210 ადამიანი გამოიყვანეს.
სტიქიის ზონაში შესვლას მოხალისეები ცდილობენ, მაგრამ პოლიციამ კორდონები მოაწყო და არ უშვებს ადამიანებს სპეციალური მომზადებისა და აღჭურვილობის გარეშე.
მიწის მასამ თითქმის მთლიანად გაანადგურა კურორტის ტურისტული ინფრასტრუქტურა, მისკენ მიმავალი ხიდები და გზა. სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ კურორტ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მილიონი კუბომეტრი ინერტული მასა ჩამოვიდა.