https://sputnik-georgia.com/20230805/sovsi-mewyeris-camowolis-sedegad-msxverplis-raodenoba-gaizarda-280956664.html
შოვში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად მსხვერპლის რაოდენობა გაიზარდა
შოვში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად მსხვერპლის რაოდენობა გაიზარდა
Sputnik საქართველო
ამ დროისთვის რაჭაში სტიქიის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა, 6 მათგანის ვინაობა იდენტიფიცირებულია, მიმდინარეობს 22 ადამიანის სამძებრო ოპერაცია. 05.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-05T16:05+0400
2023-08-05T16:05+0400
2023-08-05T16:07+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
სტიქიური მოვლენები
რაჭა-ლეჩხუმი
მეწყერი რაჭაში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/05/280951984_0:83:1600:983_1920x0_80_0_0_2426721d93cbc874f5a9edacf70bf8ba.jpg
თბილისი, 5 აგვისტო – Sputnik. შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს, იუწყება „პირველი არხი" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით.შესაბამისად, ამ დროისთვის რაჭაში სტიქიის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა, სამი მათგანი დღეს იპოვეს. ექვსის ვინაობა იდენტიფიცირებულია, მიმდინარეობს 22 ადამიანის სამძებრო ოპერაცია.ამ დროისთვის ოპერაციაში მონაწილეობს 400 მაშველი და 200 სამხედრო. გარდა ამისა, მობილიზებულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები და სპეცტექნიკა. სამუშაოებში თავდაცვის ძალებიც ჩაერთვნენ. ორი დღის განმავლობაში მაშველებმა სტიქიის ზონიდან 210 ადამიანი გამოიყვანეს.სტიქიის ზონაში შესვლას მოხალისეები ცდილობენ, მაგრამ პოლიციამ კორდონები მოაწყო და არ უშვებს ადამიანებს სპეციალური მომზადებისა და აღჭურვილობის გარეშე.მიწის მასამ თითქმის მთლიანად გაანადგურა კურორტის ტურისტული ინფრასტრუქტურა, მისკენ მიმავალი ხიდები და გზა. სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ კურორტ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მილიონი კუბომეტრი ინერტული მასა ჩამოვიდა.როგორც პარლამენტის გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ განაცხადა, შოვში „უპრეცედენტო მეწყრის“ ჩამოწოლა გამოიწვია ერთბაშად რამდენიმე ბუნებრივმა მოვლენამ, მათ შორის უხვმა ნალექმა, მყინვარების დნობამ და ღვარცოფმა.სპეციალისტების თქმით, დასავლეთ საქართველოში მსგავსი სტიქია არ მომხდარა, თუ არ ჩავთვლით რაჭა-იმერეთის ზონაში 1991 წლის 29 აპრილის მიწისძვრას. ამასთან სპეციალისტები აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე სტიქიური უბედურების განმეორების საშიშროება არ დგას.
საქართველო
რაჭა-ლეჩხუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/05/280951984_91:0:1510:1064_1920x0_80_0_0_66e5439a99669d60337d1c7ad161dac7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, სტიქიური მოვლენები, რაჭა-ლეჩხუმი , მეწყერი რაჭაში
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, სტიქიური მოვლენები, რაჭა-ლეჩხუმი , მეწყერი რაჭაში
შოვში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად მსხვერპლის რაოდენობა გაიზარდა
16:05 05.08.2023 (განახლებულია: 16:07 05.08.2023) ამ დროისთვის რაჭაში სტიქიის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა, 6 მათგანის ვინაობა იდენტიფიცირებულია, მიმდინარეობს 22 ადამიანის სამძებრო ოპერაცია.
თბილისი, 5 აგვისტო – Sputnik. შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს, იუწყება „პირველი არხი" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით.
შესაბამისად, ამ დროისთვის რაჭაში სტიქიის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა, სამი მათგანი დღეს იპოვეს. ექვსის ვინაობა იდენტიფიცირებულია, მიმდინარეობს 22 ადამიანის სამძებრო ოპერაცია.
ამ დროისთვის ოპერაციაში მონაწილეობს 400 მაშველი და 200 სამხედრო. გარდა ამისა, მობილიზებულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები და სპეცტექნიკა. სამუშაოებში თავდაცვის ძალებიც ჩაერთვნენ. ორი დღის განმავლობაში მაშველებმა სტიქიის ზონიდან 210 ადამიანი გამოიყვანეს.
სტიქიის ზონაში შესვლას მოხალისეები ცდილობენ, მაგრამ პოლიციამ კორდონები მოაწყო და არ უშვებს ადამიანებს სპეციალური მომზადებისა და აღჭურვილობის გარეშე.
მიწის მასამ თითქმის მთლიანად გაანადგურა კურორტის ტურისტული ინფრასტრუქტურა, მისკენ მიმავალი ხიდები და გზა. სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ კურორტ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მილიონი კუბომეტრი ინერტული მასა ჩამოვიდა.
როგორც პარლამენტის გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ განაცხადა, შოვში „უპრეცედენტო მეწყრის“ ჩამოწოლა გამოიწვია ერთბაშად რამდენიმე ბუნებრივმა მოვლენამ, მათ შორის უხვმა ნალექმა, მყინვარების დნობამ და ღვარცოფმა.
სპეციალისტების თქმით, დასავლეთ საქართველოში მსგავსი სტიქია არ მომხდარა, თუ არ ჩავთვლით რაჭა-იმერეთის ზონაში 1991 წლის 29 აპრილის მიწისძვრას. ამასთან სპეციალისტები აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე სტიქიური უბედურების განმეორების საშიშროება არ დგას.