https://sputnik-georgia.com/20230805/sovsi-droebiti-xidi-ukve-damontajda-280960055.html
შოვში დროებითი ხიდი უკვე დამონტაჟდა
შოვში დროებითი ხიდი უკვე დამონტაჟდა
Sputnik საქართველო
რაჭაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება. 05.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-05T18:55+0400
2023-08-05T18:55+0400
2023-08-05T18:55+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
სტიქიური მოვლენები
მეწყერი რაჭაში
რაჭა-ლეჩხუმი
საავტომობილო გზების დეპარტამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/05/280951830_0:83:1600:983_1920x0_80_0_0_141e72def94f1e9bc6eee3f97c0ba97f.jpg
თბილისი, 5 აგვისტო – Sputnik. რაჭაში, სტიქიის ზონაში დროებითი ხიდი უკვე მოეწყო და სრულდება სამანქანო გზის მოწყობა, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სამძებრო-სამაშველო ოპერაციის წარმოებას, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.კურორტ შოვში 3 აგვისტოს მეწყერი ჩამოწვა. ამ დროისთვის რაჭაში სტიქიის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა, ოთხი მათგანი დღეს იპოვეს. ექვსის ვინაობა იდენტიფიცირებულია, მიმდინარეობს 21 ადამიანის სამძებრო ოპერაცია.უწყებას შეახსენებს მძღოლებს, რომ 3 აგვისტოს ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 136-ე კმ-ზე არსებული დროებითი სარმის ხიდი და 139-კმ-ზე არსებული ხიდი (შოვი) მთაში მოსული ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე ჭანჭახმა წაიღო. გზის აღნიშნულ მონაკვეთებზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.ამ დროისთვის ოპერაციაში მონაწილეობს 400 მაშველი და 200 სამხედრო. გარდა ამისა, მობილიზებულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები და სპეცტექნიკა. სამუშაოებში თავდაცვის ძალებიც ჩაერთვნენ. ორი დღის განმავლობაში მაშველებმა სტიქიის ზონიდან 210 ადამიანი გამოიყვანეს.მიწის მასამ თითქმის მთლიანად გაანადგურა კურორტის ტურისტული ინფრასტრუქტურა, მისკენ მიმავალი ხიდები და გზა. სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ კურორტ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მილიონი კუბომეტრი ინერტული მასა ჩამოვიდა.
საქართველო
რაჭა-ლეჩხუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/05/280951830_91:0:1510:1064_1920x0_80_0_0_6291b16ff474bb522a9e396dc992649b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, სტიქიური მოვლენები, მეწყერი რაჭაში, რაჭა-ლეჩხუმი , საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, სტიქიური მოვლენები, მეწყერი რაჭაში, რაჭა-ლეჩხუმი , საავტომობილო გზების დეპარტამენტი
შოვში დროებითი ხიდი უკვე დამონტაჟდა
რაჭაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება.
თბილისი, 5 აგვისტო – Sputnik. რაჭაში, სტიქიის ზონაში დროებითი ხიდი უკვე მოეწყო და სრულდება სამანქანო გზის მოწყობა, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სამძებრო-სამაშველო ოპერაციის წარმოებას, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კურორტ შოვში 3 აგვისტოს მეწყერი ჩამოწვა. ამ დროისთვის რაჭაში სტიქიის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა, ოთხი მათგანი დღეს იპოვეს. ექვსის ვინაობა იდენტიფიცირებულია, მიმდინარეობს 21 ადამიანის სამძებრო ოპერაცია.
„გრძელდება უშუალოდ სტიქიის ზონასთან მისასვლელი ალტერნატიული გზების გაყვანის სამუშაოები. ტექნიკა აგრძელებს მუშაობას სამაშველო ოპერაციის ფარგლებში. ამ ეტაპზე ადგილზე 43 ერთეული ტექნიკა მუშაობს, საიდანაც 15 ერთეული უშუალოდ სტიქიის არეალშია. ამასთან, რამდენიმე ათეული ტექნიკა დაემატება“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყებას შეახსენებს მძღოლებს, რომ 3 აგვისტოს ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 136-ე კმ-ზე არსებული დროებითი სარმის ხიდი და 139-კმ-ზე არსებული ხიდი (შოვი) მთაში მოსული ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე ჭანჭახმა წაიღო. გზის აღნიშნულ მონაკვეთებზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ამ დროისთვის ოპერაციაში მონაწილეობს 400 მაშველი და 200 სამხედრო. გარდა ამისა, მობილიზებულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები და სპეცტექნიკა. სამუშაოებში თავდაცვის ძალებიც ჩაერთვნენ. ორი დღის განმავლობაში მაშველებმა სტიქიის ზონიდან 210 ადამიანი გამოიყვანეს.
მიწის მასამ თითქმის მთლიანად გაანადგურა კურორტის ტურისტული ინფრასტრუქტურა, მისკენ მიმავალი ხიდები და გზა. სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ კურორტ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მილიონი კუბომეტრი ინერტული მასა ჩამოვიდა.