https://sputnik-georgia.com/20230805/ppauasvili-mewyeris-sedegebis-salikvidacio-samusaoebsi-moxaliseebis-cartva-sawiro-ar-aris-280954361.html
პაპუაშვილი: მეწყერის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში მოხალისეების ჩართვა საჭირო არ არის
პაპუაშვილი: მეწყერის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში მოხალისეების ჩართვა საჭირო არ არის
Sputnik საქართველო
უამრავი ადამიანი გამოთქვამს შოვში გამგზავრების და დახმარების სურვილს 05.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-05T14:27+0400
2023-08-05T14:27+0400
2023-08-05T14:27+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
შემთხვევები
სტიქიური მოვლენები
მეწყერი რაჭაში
რაჭა-ლეჩხუმი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/05/280948532_0:107:1600:1007_1920x0_80_0_0_7061c3916a05d2d1199f95c2608c5de1.jpg
თბილისი, 5 აგვისტო – Sputnik. შოვში ძებნა-შველის სამუშაოებში მოხალისეების ჩართვის აუცილებლობა არ არის, განაცხადა პარლამენტის სპიკერმა შალვა პაპუაშვილმა.ბოლო მონაცემებით, შოვში 3 აგვისტოს ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, ევაკუირებულია 210 მოქალაქე, ამ დროისთვის ეძებენ 24 ადამიანს. დანგრეულია ხიდები და შოვში შესასვლელი გზა.პარლამენტის სპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ ფულადი დახმარების შეგროვების საჭიროებაც არ არის.„ასევე, მინდოდა ყურადღების გამახვილება გუშინ სოციალურ ქსელებში თანხების შეგროვების, დახმარების შესახებ - ამის არანაირი საჭიროება არ არის, ყველაფერზე ზრუნავს სახელმწიფო“, - განაცხადა პაპუაშვილმა.მისი თქმით, ერთადერთი, რაც დღეს საზოგადოებას სჭირდება, ეს არის „თანადგომა და მაშველების გულშემატკივრობა, რომ მათი საქმიანობა იყოს წარმატებული“.ამ დროისთვის ოპერაციაში მონაწილეობს 400 მაშველი და 200 სამხედრო. გარდა ამისა, მობილიზებულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები და სპეცტექნიკა. სამუშაოებში თავდაცვის ძალებიც ჩაერთვნენ.სტიქიის ზონაში შესვლას უამრავი მოხალისე ითხოვს, მაგრამ პოლიციამ კორდონები მოაწყო და არ უშვებს ადამიანებს სპეციალური მომზადებისა და აღჭურვილობის გარეშე.მიწის მასამ თითქმის მთლიანად გაანადგურა კურორტის ტურისტული ინფრასტრუქტურა, მისკენ მიმავალი ხიდები და გზა. სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ კურორტ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მილიონი კუბომეტრი ინერტული მასა ჩამოვიდა.როგორც პარლამენტის გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ განაცხადა, შოვში „უპრეცედენტო მეწყრის“ ჩამოწოლა გამოიწვია ერთბაშად რამდენიმე ბუნებრივმა მოვლენამ, მათ შორის უხვმა ნალექმა, მყინვარების დნობამ და ღვარცოფმა.სპეციალისტების თქმით, დასავლეთ საქართველოში მსგავსი სტიქია არ მომხდარა, თუ არ ჩავთვლით რაჭა-იმერეთის ზონაში 1991 წლის 29 აპრილის მიწისძვრას. ამასთან სპეციალისტები აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე სტიქიური უბედურების განმეორების საშიშროება არ დგას.
საქართველო
რაჭა-ლეჩხუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/05/280948532_58:0:1542:1113_1920x0_80_0_0_4a9cc0dac60d20cbd18fb4992760447c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , შემთხვევები, სტიქიური მოვლენები, მეწყერი რაჭაში, რაჭა-ლეჩხუმი
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , შემთხვევები, სტიქიური მოვლენები, მეწყერი რაჭაში, რაჭა-ლეჩხუმი
პაპუაშვილი: მეწყერის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში მოხალისეების ჩართვა საჭირო არ არის
უამრავი ადამიანი გამოთქვამს შოვში გამგზავრების და დახმარების სურვილს
თბილისი, 5 აგვისტო – Sputnik. შოვში ძებნა-შველის სამუშაოებში მოხალისეების ჩართვის აუცილებლობა არ არის, განაცხადა პარლამენტის სპიკერმა შალვა პაპუაშვილმა.
ბოლო მონაცემებით, შოვში 3 აგვისტოს ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, ევაკუირებულია 210 მოქალაქე, ამ დროისთვის ეძებენ 24 ადამიანს. დანგრეულია ხიდები და შოვში შესასვლელი გზა.
„მობილიზებულია ყველა ინსტიტუტი, სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობა და ჩვენი მოქალაქეებიც მოწადინებულები არიან, რომ აქ იყვნენ. მნიშვნელოვანია ორი მომენტი: ამ დროისთვის რაიმე მოხალისეობრივი ჩართვის აუცილებლობა არ არის, ხედავთ, რომ აბსოლუტურად სრულად არის ადამიანური ძალით უზრუნველყოფილი პროცესი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის სპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ ფულადი დახმარების შეგროვების საჭიროებაც არ არის.
„ასევე, მინდოდა ყურადღების გამახვილება გუშინ სოციალურ ქსელებში თანხების შეგროვების, დახმარების შესახებ - ამის არანაირი საჭიროება არ არის, ყველაფერზე ზრუნავს სახელმწიფო“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ერთადერთი, რაც დღეს საზოგადოებას სჭირდება, ეს არის „თანადგომა და მაშველების გულშემატკივრობა, რომ მათი საქმიანობა იყოს წარმატებული“.
ამ დროისთვის ოპერაციაში მონაწილეობს 400 მაშველი და 200 სამხედრო. გარდა ამისა, მობილიზებულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები და სპეცტექნიკა. სამუშაოებში თავდაცვის ძალებიც ჩაერთვნენ.
სტიქიის ზონაში შესვლას უამრავი მოხალისე ითხოვს, მაგრამ პოლიციამ კორდონები მოაწყო და არ უშვებს ადამიანებს სპეციალური მომზადებისა და აღჭურვილობის გარეშე.
მიწის მასამ თითქმის მთლიანად გაანადგურა კურორტის ტურისტული ინფრასტრუქტურა, მისკენ მიმავალი ხიდები და გზა. სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ კურორტ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მილიონი კუბომეტრი ინერტული მასა ჩამოვიდა.
როგორც პარლამენტის გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ განაცხადა, შოვში „უპრეცედენტო მეწყრის“ ჩამოწოლა გამოიწვია ერთბაშად რამდენიმე ბუნებრივმა მოვლენამ, მათ შორის უხვმა ნალექმა, მყინვარების დნობამ და ღვარცოფმა.
სპეციალისტების თქმით, დასავლეთ საქართველოში მსგავსი სტიქია არ მომხდარა, თუ არ ჩავთვლით რაჭა-იმერეთის ზონაში 1991 წლის 29 აპრილის მიწისძვრას. ამასთან სპეციალისტები აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე სტიქიური უბედურების განმეორების საშიშროება არ დგას.