გარემოს ეროვნული სააგენტო: შოვის ტრაგედიის დროს ხუთი პროცესის თანხვედრა მოხდა

© photo: Sputnik / Stringerსაზარელი მეწყერის შედეგები შოვში
საზარელი მეწყერის შედეგები შოვში - Sputnik საქართველო, 1920, 05.08.2023
გამოწერა
სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ მსგავსი მოვლენა შოვისთვის არ არის დამახასიათებელი
თბილისი, 5 აგვისტო – Sputnik. გეოლოგებისა და ჰიდროლოგების მიერ ჩატარებული ინსტრუმენტული მონიტორინგის პირველადი შედეგების თანახმად, შოვში მომხდარი სტიქიური უბედურება გამოიწვია რამდენიმე ბუნებრივმა მოვლენამ, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
კურორტ შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. დაღუპულია 15 ადამიანი. 21 ადამიანს მაშველები ამ დრომდე ეძებენ. ევაკუირებულია 210 ადამიანი. წაღებულია ხიდები, დანგრეულია შოვისკენ მისასვლელი გზა.
„აღსანიშნავია, რომ მდინარე ბუბისწყალი არ ხასიათდებოდა ღვარცოფული მოვლენებით; მასშტაბური ღვარცოფის გავლას ამ ტერიტორიაზე ადგილი არ ჰქონია. თუმცა, სტიქიის დროს მოხდა 5 პროცესის თანხვედრა, რამაც გამოიწვია აღნიშნული შედეგი“, - ნათქვამია განცხადებაში.
პირველადმა გეოლოგიურმა კვლევამ აჩვენა, რომ მდინარე ბუბისწყლის ხეობაში (მდინარე ჭანჭახის მარჯვენა შენაკადი), მყინვარების ბუბა და თბილისას ინტენსიურმა დნობამ და თანმდევმა ნალექმა დინამიკაში მოიყვანა ხეობაში არსებული მყარი ნატანი, განვითარდა აქტიური გვერდითი ეროზიული პროცესები.
© Courtesy of Ministry of Internal Affairs of Georgia სამძებრო-სამაშველო ოპერაცია შოვში
Поисково-спасательная операция в зоне стихии в Шови - Sputnik საქართველო, 1920, 05.08.2023
სამძებრო-სამაშველო ოპერაცია შოვში
ასევე, ადგილი ჰქონდა ნაპირების გარეცხვას, ე.წ. სანაპირო მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურებას, რაც შემდგომ გადაიზარდა ღვარცოფში.
აღსანიშნავია, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების მიერ დამუშავებული ინფორმაციის შედეგად, ცნობილია, რომ მდინარე ბუბისწყალზე ასეთი დიდი მასშტაბის პროცესს წარსულში ადგილი არ ჰქონია; შოვში ასეთ მოვლენა არ დაფიქსირებულა. განსხვავებით სოფელ გლოლას მიმდებარე ლოკაციისგან, მდინარე ჭანჭახის მარცხენა შენაკად დღვიორასგან, სადაც ღვარცოფული პროცესების აქტიურობა ხშირია.
ამ დროისთვის ოპერაციაში მონაწილეობს 400 მაშველი და 200 სამხედრო. გარდა ამისა, მობილიზებულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები და სპეცტექნიკა. სამუშაოებში თავდაცვის ძალებიც ჩაერთვნენ.
მიწის მასამ თითქმის მთლიანად გაანადგურა კურორტის ტურისტული ინფრასტრუქტურა, მისკენ მიმავალი ხიდები და გზა. სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ კურორტ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მილიონი კუბომეტრი ინერტული მასა ჩამოვიდა.
ყველა ახალი ამბავი
0