Black Sea Arena უქმეებზე დაგეგმილ კონცერტებს აუქმებს

© Roads Department of Georgiaსაზარელი მეწყერი შოვში. შედეგები
საზარელი მეწყერი შოვში. შედეგები - Sputnik საქართველო, 1920, 05.08.2023
გამოწერა
НовостиTelegram
Black Sea Arena-ს გუნდი უსამძიმრებს ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ოჯახის წევრი დაკარგა და ლოცულობს მათთვის, ვინც ამ მძიმე წუთებში ახლობლებს ეძებს.
თბილისი, 5 აგვისტო – Sputnik. შოვში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით შეკვეთილში მდებარე Black Sea Arena-ს საკონცერტო დარბაზი 5 და 6 აგვისტოსთვის დაგეგმილ კონცერტებს აუქმებს.
მეწყრის შედეგად, რომელიც შოვში 3 აგვისტოს ჩამოწვა, 11 ადამიანი დაიღუპა. ორი დღის განმავლობაში მაშველებმა სტიქიის ზონიდან 210 ადამიანი გამოიყვანეს. მიმდინარეობს 25 ადამიანის სამძებრო ოპერაცია.
„შოვში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების გამო, მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართული კონსულტაციების შედეგად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ Black Sea Arena-ზე 5 და 6 აგვისტოს დაგეგმილი Nile Rodgers & Chic-ისა და FKJ-ის კონცერტები გავაუქმოთ“, - ნათქვამია Black Sea Arena-ს განცხადებაში.
Black Sea Arena-ს გუნდი უსამძიმრებს ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ოჯახის წევრი დაკარგა და ლოცულობს მათთვის, ვინც ამ მძიმე წუთებში ახლობლებს ეძებს.
„ახლა გვსურს, ჩვენი ფიქრები და ძალები მივმართოთ სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად და უკეთესი ამბების იმედით დაველოდოთ ერთმანეთთან შეხვედრას შემდეგ ღონისძიებებზე“, - ნათქვამია განცხადებაში.
სტიქიის ზონაში მუშაობს 400 მაშველი, მათ შორის კინოლოგები, მობილიზებულია სპეცტექნიკა, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები. სამაშველო ოპერაციაში სამხედროებიც ჩაერთვნენ.
მიწის მასამ თითქმის მთლიანად გაანადგურა კურორტის ტურისტული ინფრასტრუქტურა, მისკენ მიმავალი ხიდები და გზა. სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ კურორტ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მილიონი კუბომეტრი ინერტული მასა ჩამოვიდა.
როგორც პარლამენტის გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ განაცხადა, შოვში „უპრეცედენტო მეწყრის“ ჩამოწოლა გამოიწვია ერთბაშად რამდენიმე ბუნებრივმა მოვლენამ, მათ შორის უხვმა ნალექმა, მყინვარების დნობამ და ღვარცოფმა.
სპეციალისტების თქმით, დასავლეთ საქართველოში მსგავსი სტიქია არ მომხდარა, თუ არ ჩავთვლით რაჭა-იმერეთის ზონაში 1991 წლის 29 აპრილის მიწისძვრას. ამასთან სპეციალისტები აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე სტიქიური უბედურების განმეორების საშიშროება არ დგას.
7 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
ყველა ახალი ამბავი
0