https://sputnik-georgia.com/20230805/-------280950364.html
ტრაგედია შოვში: რა კეთდება რაჭაში დაკარგულების საპოვნელად
ტრაგედია შოვში: რა კეთდება რაჭაში დაკარგულების საპოვნელად
Sputnik საქართველო
სტიქიის ზონაში 25 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ 05.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-05T13:20+0400
2023-08-05T13:20+0400
2023-08-05T13:20+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
რაჭა-ლეჩხუმი
მეწყერი რაჭაში
სტიქიური მოვლენები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/05/280948487_0:53:1041:638_1920x0_80_0_0_ea06d1a93e97bb53c919ba4dc15613a3.jpg
თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. რაჭაში სტიქიის ზონაში მობილიზებულია დიდი რაოდენობით მძიმე ტექნიკა, ცოცხალი ძალა და მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა დაკარგული ადამიანების საპოვნელად, განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა.კურორტ შოვში 3 აგვისტოს მეწყერი ჩამოწვა. დაღუპულია 11 ადამიანი. მაშველები 25 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ.მისი თქმით, ინფრასტრუქტურის სამინისტრო ასევე მუშაობს დროებითი ხიდის მოწყობაზე, რაც ძალიან გააადვილებს მდინარის მარჯვენა სანაპიროზე გადაადგილებას.რაჭაში, სტიქიის ზონაში ყველა სამუშაო მიმართულია იმისთვის, რომ ის ადამიანები ვიპოვოთ, რომელთანაც კავშირი ვერ ხერხდება, თავის მხრივ განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ.მისი განცხადებით, დროებითი ხიდი უკვე აწყობილია.„რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ ნაწილს, ხიდი აწყობილია და დღევანდელი ამოცანა გვაქვს, რომ მონტაჟი განხორციელდეს. ხიდი მნიშვნელოვნად დაეხმარება საგზაო კომუნიკაციის განხორციელებას. ხდება დროებითი გადასასვლელი გზის მოწყობაც, რომელიც ასევე დაეხმარება მაშველებს და საჯარისო ფორმირებებს, კიდევ უფრო მეტი მობილურობა შეიძინონ“, -განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.მინისტრის თქმით, პარალელურად გაიჭრა ახალი დროებითი გზაც, რაც დაეხმარება მაშველებს ქვედა მხრიდანაც მიუდგნენ სტიქიის ზონას.ორი დღის განმავლობაში მაშველებმა სტიქიის ზონიდან 210 ადამიანი გამოიყვანეს. მიმდინარეობს 25 ადამიანის სამძებრო ოპერაცია.სტიქიის ზონაში შესვლას მოხალისეები ცდილობენ, მაგრამ პოლიციამ კორდონები მოაწყო და არ უშვებს ადამიანებს სპეციალური მომზადებისა და აღჭურვილობის გარეშე.მიწის მასამ თითქმის მთლიანად გაანადგურა კურორტის ტურისტული ინფრასტრუქტურა, მისკენ მიმავალი ხიდები და გზა. სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ კურორტ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მილიონი კუბომეტრი ინერტული მასა ჩამოვიდა.
საქართველო
რაჭა-ლეჩხუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/05/280948487_58:0:981:692_1920x0_80_0_0_04ba0cb2cc7115f5350bb86e8d08ea28.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმი , მეწყერი რაჭაში, სტიქიური მოვლენები
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმი , მეწყერი რაჭაში, სტიქიური მოვლენები
ტრაგედია შოვში: რა კეთდება რაჭაში დაკარგულების საპოვნელად
სტიქიის ზონაში 25 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ
თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. რაჭაში სტიქიის ზონაში მობილიზებულია დიდი რაოდენობით მძიმე ტექნიკა, ცოცხალი ძალა და მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა დაკარგული ადამიანების საპოვნელად, განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა.
კურორტ შოვში 3 აგვისტოს მეწყერი ჩამოწვა. დაღუპულია 11 ადამიანი. მაშველები 25 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ.
„დღის განმავლობაში კონკრეტულ ლოკაციებზე გვაქვს მაქსიმალურად გადატანილი ყურადღება, სადაც, თეორიული გამოთვლებით, უფრო მაღალია ცხედრის აღმოჩენის ალბათობა. მოხერხდა დიდი რაოდენობით ტექნიკის შეყვანა. ჩვენთან ერთად ძირითადად კოტეჯების მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი ადამიანების ოჯახის წევრები იყვნენ და მათთან ერთად კიდევ ერთხელ განვიხილეთ ბოლო კონტაქტები, სად იმყოფებოდნენ, რა პერიმეტრზე“, - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.
მისი თქმით, ინფრასტრუქტურის სამინისტრო ასევე მუშაობს დროებითი ხიდის მოწყობაზე, რაც ძალიან გააადვილებს მდინარის მარჯვენა სანაპიროზე გადაადგილებას.
რაჭაში, სტიქიის ზონაში ყველა სამუშაო მიმართულია იმისთვის, რომ ის ადამიანები ვიპოვოთ, რომელთანაც კავშირი ვერ ხერხდება, თავის მხრივ განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ.
მისი განცხადებით, დროებითი ხიდი უკვე აწყობილია.
„რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ ნაწილს, ხიდი აწყობილია და დღევანდელი ამოცანა გვაქვს, რომ მონტაჟი განხორციელდეს. ხიდი მნიშვნელოვნად დაეხმარება საგზაო კომუნიკაციის განხორციელებას. ხდება დროებითი გადასასვლელი გზის მოწყობაც, რომელიც ასევე დაეხმარება მაშველებს და საჯარისო ფორმირებებს, კიდევ უფრო მეტი მობილურობა შეიძინონ“, -განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.
მინისტრის თქმით, პარალელურად გაიჭრა ახალი დროებითი გზაც, რაც დაეხმარება მაშველებს ქვედა მხრიდანაც მიუდგნენ სტიქიის ზონას.
„ამ მომენტისთვის ყველაფერი გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს... ბუნებრივია, ყველა ეს სამუშაო მიმართულია იმისთვის, რომ ვიპოვოთ ის ადამიანები, რომლებთანაც კავშირი ვერ ხერხდება“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.
ორი დღის განმავლობაში მაშველებმა სტიქიის ზონიდან 210 ადამიანი გამოიყვანეს. მიმდინარეობს 25 ადამიანის სამძებრო ოპერაცია.
სტიქიის ზონაში შესვლას მოხალისეები ცდილობენ, მაგრამ პოლიციამ კორდონები მოაწყო და არ უშვებს ადამიანებს სპეციალური მომზადებისა და აღჭურვილობის გარეშე.
მიწის მასამ თითქმის მთლიანად გაანადგურა კურორტის ტურისტული ინფრასტრუქტურა, მისკენ მიმავალი ხიდები და გზა. სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ კურორტ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მილიონი კუბომეტრი ინერტული მასა ჩამოვიდა.