ვუსამძიმრებ მოძმე ერს - ფაშინიანმა ქართველ ხალხს მხარდაჭერა გამოუცხადა

© photo: Sputnik / Stringerსაშინელი მეწყერი შოვში. შედეგები
საშინელი მეწყერი შოვში. შედეგები - Sputnik საქართველო, 1920, 04.08.2023
გამოწერა
ბოლო მონაცემებით, შოვში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა. 25 ადამიანს ეძებენ.
თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ქართველ კოლეგა ირაკლი ღარიბაშვილს რაჭაში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმარი გამოუცხადა.
მეწყერი შოვში 3 აგვისტოს, დაახლოებით 15:00 საათზე ჩამოწვა. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 11 ადამიანი. დანგრეულია ხიდები, დაზიანებულია შოვში შესასვლელი გზა. მეწყერმა პრაქტიკულად ყველა ტურისტული ობიექტი გაანადგურა. ამ დროისათვის ევაკუირებულია 210 ადამიანი. დაკარგულია 25 ადამიანი.

„სომეხი ხალხისა და სომხეთის მთავრობის სახელით, ასევე ჩემი სახელით თქვენ და მოძმე ქართველ ხალხს სამძიმარს და თანადგომას გიცხადებთ“, – აღნიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

სომხეთის მთავრობის მეთაურმა დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს სიმტკიცე და გამძლეობა უსურვა, ხოლო დაშავებულებს – მალე გამოჯანმრთელება.
„ამ მძიმე მომენტში ვიზიარებთ მოძმე ქართველი ხალხის ღრმა მწუხარებას“, – აღნიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.
ადგილზე მუშაობს 400 მაშველი, მათ შორის კინოლოგები, მობილიზებულია სპეცტექნიკა.
რამდენიმე საათში მთავრობის გადაწყვეტილებით სამაშველო სამუშაოებში თავდაცვის ძალები ჩაერთვებიან.
როგორც პარლამენტის გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ განაცხადა, შოვში „უპრეცედენტო მეწყრის“ ჩამოწოლა გამოიწვია ერთბაშად რამდენიმე ბუნებრივმა მოვლენამ, მათ შორის უხვმა ნალექმა, მყინვარების დნობამ და ღვარცოფმა.
სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ კურორტ შოვის ტერიტორია დაახლოებით 5 მილიონი კუბომეტრი ინერტული მასით არის დაფარული.
7 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
სპეციალისტების თქმით, დასავლეთ საქართველოში მსგავსი სტიქია არ მომხდარა, თუ არ ჩავთვლით რაჭა-იმერეთის ზონაში 1991 წლის 29 აპრილის მიწისძვრას. ამასთან სპეციალისტები აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე სტიქიური უბედურების განმეორების საშიშროება არ დგას.
ყველა ახალი ამბავი
0