https://sputnik-georgia.com/20230804/sovsi-stiqiis-zonasi-droebiti-xidebi-sendeba-280942817.html
შოვში სტიქიის ზონაში დროებითი ხიდები შენდება
შოვში სტიქიის ზონაში დროებითი ხიდები შენდება
Sputnik საქართველო
ადგილზე მობილიზებულია 25 ერთეული ტექნიკა, რასაც კიდევ დაემატება მძიმე ტექნიკა 04.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-04T23:04+0400
2023-08-04T23:04+0400
2023-08-04T23:04+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
სტიქიური მოვლენები
მეწყერი რაჭაში
რაჭა-ლეჩხუმი
საავტომობილო გზების დეპარტამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/04/280939144_0:213:2048:1365_1920x0_80_0_0_cb2fffd27423e0ce00408ba2d69cb42a.jpg
თბილისი, 4 აგვისტო – Sputnik. საავტომობილო გზების დეპარტამენტი შოვისკენ მიმავალი გზის გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებს და დროებით ხიდებს აგებს, რათა სტიქიის ზონასთან კომუნიკაცია აღდგეს, ნათქვამია უწყების განცხადებაში.ბოლო მონაცემებით, მეწყრის შედეგად, რომელიც შოვში 3 აგვისტოს ჩამოწვა, 11 ადამიანი დაიღუპა. მიწის მასამ თითქმის მთლიანად გაანადგურა კურორტის ტურისტული ინფრასტრუქტურა, მისკენ მიმავალი ხიდები და გზა. ორი დღის განმავლობაში მაშველებმა სტიქიის ზონიდან 210 ადამიანი გამოიყვანეს. მიმდინარეობს 25 ადამიანის სამძებრო ოპერაცია. 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.სტიქიის ზონაში სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება. მიმდინარეობს გზის წმენდისა და აღდგენის სამუშაოები. სამუშაოები მიმდინარეობს უშუალოდ მდინარის კალაპოტშიც. ადგილზე მობილიზებულია 25 ერთეული ტექნიკა, რასაც კიდევ დაემატება მძიმე ტექნიკა.გუშინ, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 136-ე კმ-ზე არსებული დროებითი სარმის ხიდი და 139-კმ-ზე არსებული ხიდი (შოვი), მთაში მოსული ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე ჭანჭახმა წაიღო.გზის აღნიშნულ მონაკვეთებზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.შოვში სამაშველო-სამძებრო სამუშაოებში მონაწილეობს 400 მაშველი და კინოლოგები. გარდა ამისა, ადგილზე უკვე იმყოფებიან სამხედროებიც.
საქართველო
რაჭა-ლეჩხუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/04/280939144_122:0:1942:1365_1920x0_80_0_0_4d7ff669343367698ee508c40a78fe32.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, სტიქიური მოვლენები, მეწყერი რაჭაში, რაჭა-ლეჩხუმი , საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, სტიქიური მოვლენები, მეწყერი რაჭაში, რაჭა-ლეჩხუმი , საავტომობილო გზების დეპარტამენტი
შოვში სტიქიის ზონაში დროებითი ხიდები შენდება
ადგილზე მობილიზებულია 25 ერთეული ტექნიკა, რასაც კიდევ დაემატება მძიმე ტექნიკა
თბილისი, 4 აგვისტო – Sputnik. საავტომობილო გზების დეპარტამენტი შოვისკენ მიმავალი გზის გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებს და დროებით ხიდებს აგებს, რათა სტიქიის ზონასთან კომუნიკაცია აღდგეს, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ბოლო მონაცემებით, მეწყრის შედეგად, რომელიც შოვში 3 აგვისტოს ჩამოწვა, 11 ადამიანი დაიღუპა. მიწის მასამ თითქმის მთლიანად გაანადგურა კურორტის ტურისტული ინფრასტრუქტურა, მისკენ მიმავალი ხიდები და გზა. ორი დღის განმავლობაში მაშველებმა სტიქიის ზონიდან 210 ადამიანი გამოიყვანეს. მიმდინარეობს 25 ადამიანის სამძებრო ოპერაცია. 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.
სტიქიის ზონაში სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება. მიმდინარეობს გზის წმენდისა და აღდგენის სამუშაოები. სამუშაოები მიმდინარეობს უშუალოდ მდინარის კალაპოტშიც. ადგილზე მობილიზებულია 25 ერთეული ტექნიკა, რასაც კიდევ დაემატება მძიმე ტექნიკა.
გუშინ, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 136-ე კმ-ზე არსებული დროებითი სარმის ხიდი და 139-კმ-ზე არსებული ხიდი (შოვი), მთაში მოსული ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე ჭანჭახმა წაიღო.
გზის აღნიშნულ მონაკვეთებზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
შოვში სამაშველო-სამძებრო სამუშაოებში მონაწილეობს 400 მაშველი და კინოლოგები. გარდა ამისა, ადგილზე უკვე იმყოფებიან სამხედროებიც.