მეწყერი შოვში: იპოვეს კიდევ ერთი ცხედარი

© Ministry of Internal Affairs of Georgiaევაკუაცია შოვიდან
ევაკუაცია შოვიდან - Sputnik საქართველო, 1920, 04.08.2023
გამოწერა
ახალგაზრდა ქალის ცხედარი მდინარე ჭანჭახის კალაპოტში ადგილობრივებმა აღმოაჩინეს.
თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. რაჭაში მომხდარი სტიქიის შედეგად დაღუპული კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს.
აქამდე არსებული ინფორმაციით, კურორტ შოვში 3 აგვისტოს ჩამოწოლილი მეწყრის შედეგად ექვსი ადამიანის დაღუპვა იყო დადასტურებული, ხოლო 35 იძებნებოდა.
ინფორმაცია შოვში მეშვიდე ადამიანის დაღუპვის შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელდა.
სტიქიის შედეგად დაღუპული ახალგაზრდა ქალის ცხედარი მდინარე ჭანჭახის კალაპოტში ადგილობრივმა მცხოვრებლებმა იპოვეს. მაშველებმა ის სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით ამოიყვანეს.
მეწყერი შოვში 3 აგვისტოს, დაახლოებით 15:00 საათზე ჩამოწვა. დანგრეულია ხიდები, დაზიანებულია შოვში შესასვლელი გზა. მეწყერმა პრაქტიკულად ყველა ტურისტული ობიექტი გაანადგურა. ადამიანების დასახმარებლად და გამოსაყვანად სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებით ჩავიდნენ მაშველები და პოლიციის თანამშრომლები. აქტიურად სრულდება საევაკუაციო რეისები.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მობილური შტაბი სოფელ გლოლაში გაიხსნა. მოქმედებს "ცხელი ხაზი" – 598 913 089.
ყველა ახალი ამბავი
0