https://sputnik-georgia.com/20230804/rustavis-skolis-moswavleebi-sovidan-msvidobianad-gamoiyvanes-280905314.html
რუსთავის სკოლის მოსწავლეები შოვიდან მშვიდობიანად გამოიყვანეს
რუსთავის სკოლის მოსწავლეები შოვიდან მშვიდობიანად გამოიყვანეს
შოვიდან რუსთავში 61 ადამიანი ბრუნდება. 04.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-04T13:46+0400
2023-08-04T13:46+0400
2023-08-04T19:32+0400
შემთხვევები საქართველოში
მეწყერი რაჭაში
რაჭა-ლეჩხუმი
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/04/280899995_0:0:1600:901_1920x0_80_0_0_06dbd3937a9d0368fd66d6c993bd2ada.jpg
თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. რუსთავის სკოლა „რეცას" მოსწავლეები სტიქიის ზონიდან ევაკუირებული არიან და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, განუცხადა „პირველ არხს" სკოლის დირექტორმა ვახო აბაიშვილმა. მეწყერი შოვში 3 აგვისტოს, დაახლოებით 15:00 საათზე ჩამოწვა. ამჟამად დადასტურებულია ექვსი ადამიანის დაღუპვა. დანგრეულია ხიდები, დაზიანებულია შოვში შესასვლელი გზა. მეწყერმა პრაქტიკულად ყველა ტურისტული ობიექტი გაანადგურა. ადამიანების დასახმარებლად და გამოსაყვანად სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებით ჩავიდნენ მაშველები და პოლიციის თანამშრომლები. აქტიურად სრულდება საევაკუაციო რეისები. ადგილზე უკვე რამდენიმე საათია გეოლოგების ექვსი ჯგუფი მუშაობს. კურორტ შოვში მეწყრის ჩამოწოლის გამო ჩარჩენილი ადამიანების ევაკუაციის პროცესი დილიდან განახლდა. ამ დროისათვის ვერტმფრენებით 140 ადამიანი გამოიყვანეს, მათ შორის, ბავშვები. სტიქიის ზონიდან ჯამში სულ გამოყვანილია 210 ადამიანი. ბოლო ინფორმაციით, ვერ პოულობენ 35 ადამიანს. გუშინ ვერ უკავშირდებოდნენ 50 ადამიანს. სამაშველო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. ასევე მთელი ღამე მიმდინარეობდა ადგილზე სამაშველო ჯგუფებისა და სპეცტექნიკის მობილიზება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მობილური შტაბი სოფელ გლოლაში გაიხსნა. მოქმედებს „ცხელი ხაზი" – 598 913 089.
რაჭა-ლეჩხუმი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/04/280899995_85:0:1504:1064_1920x0_80_0_0_3e58afaa97a158b9f34a6034bd995a94.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
შემთხვევები საქართველოში, მეწყერი რაჭაში, რაჭა-ლეჩხუმი , ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
შემთხვევები საქართველოში, მეწყერი რაჭაში, რაჭა-ლეჩხუმი , ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
რუსთავის სკოლის მოსწავლეები შოვიდან მშვიდობიანად გამოიყვანეს
13:46 04.08.2023 (განახლებულია: 19:32 04.08.2023) შოვიდან რუსთავში 61 ადამიანი ბრუნდება.
თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. რუსთავის სკოლა „რეცას" მოსწავლეები სტიქიის ზონიდან ევაკუირებული არიან და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, განუცხადა „პირველ არხს" სკოლის დირექტორმა ვახო აბაიშვილმა.
მეწყერი შოვში 3 აგვისტოს, დაახლოებით 15:00 საათზე ჩამოწვა. ამჟამად დადასტურებულია ექვსი ადამიანის დაღუპვა. დანგრეულია ხიდები, დაზიანებულია შოვში შესასვლელი გზა. მეწყერმა პრაქტიკულად ყველა ტურისტული ობიექტი გაანადგურა. ადამიანების დასახმარებლად და გამოსაყვანად სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებით ჩავიდნენ მაშველები და პოლიციის თანამშრომლები. აქტიურად სრულდება საევაკუაციო რეისები.
„ძალიან კარგად იმუშავეს მაშველებმა, სწრაფად გადმოგვაფრინეს და მოვდივართ რუსთავში. ორ ნაწილად ვიყავით, ნაწილი ბანაკში იყო, ისვენებდნენ, და მეორე ნაწილი წავედით უძირო ტბაზე. ტბიდან ჩვეულებრივად დავბრუნდით, მაგრამ ბანაკში ვეღარ დავბრუნდით. ლაფი იყო, მანქანები და სახურავები მოჰქონდა. ბანაკში დარჩენილები დღეს, დილით გადმოაფრინეს. სულ 61 ადამიანი ვართ და ყველანი კარგად ვართ", – განაცხადა ვახო აბაიშვილმა.
ადგილზე უკვე რამდენიმე საათია გეოლოგების ექვსი ჯგუფი მუშაობს.
კურორტ შოვში მეწყრის ჩამოწოლის გამო ჩარჩენილი ადამიანების ევაკუაციის პროცესი დილიდან განახლდა. ამ დროისათვის ვერტმფრენებით 140 ადამიანი გამოიყვანეს, მათ შორის, ბავშვები. სტიქიის ზონიდან ჯამში სულ გამოყვანილია 210 ადამიანი.
ბოლო ინფორმაციით, ვერ პოულობენ 35 ადამიანს. გუშინ ვერ უკავშირდებოდნენ 50 ადამიანს.
სამაშველო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. ასევე მთელი ღამე მიმდინარეობდა ადგილზე სამაშველო ჯგუფებისა და სპეცტექნიკის მობილიზება.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მობილური შტაბი სოფელ გლოლაში გაიხსნა. მოქმედებს „ცხელი ხაზი" – 598 913 089.