სტიქია გურჯაანში: მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები

© photo: Sputnik / Stringerქარი და წვიმა
ქარი და წვიმა - Sputnik საქართველო, 1920, 04.08.2023
გამოწერა
ბოლო მონაცემებით, ძლიერი ქარის გამო სახურავის გარეშე დარჩა ხუთი მრავალსართულიანი კორპუსი და 70-მდე კერძო სახლი.
თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. კახეთში, გურჯაანის რაიონში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს, იუწყება „პირველი არხი".
გურჯაანში ძლიერმა ქარმა და წვიმამ პრობლემები შექმნა. 9 აპრილის ქუჩაზე მდებარე სახლებს ქარმა სახურავები გადახადა. წაიქცა ხეები, რის შედეგადაც დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები და გაზის მილები.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, ამ დროისათვის ნაწილობრივ აღდგენილია ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის მიწოდება.
იმ ოჯახებს, რომელებიც სტიქიის შედეგად სახლის სახურავების გარეშე დარჩნენ, გურჯაანის მერია დროებითი გადახურვის საშუალებებით უზრუნველყოფს.
სტიქია კახეთში: ძლიერმა ქარმა და წვიმამ მოსახლეობა დააზარალა>>
ადგილობრივების ინფორმაციით, თაყაიშვილს ქუჩის მცხოვრებლების საცხოვრებელი სახლების დაზიანება ქარისგან მოგლეჯილმა ნაძვის ხეებმა გამოიწვია. მათი ცნობით, ხეების მოჭრის ნებართვის მისაღებად ადგილობრივ ხელისუფლებას ბევრჯერ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.
სტიქიით დაზარალებულთათვის შექმნილია „ცხელი ხაზი“ და მუშაობს შესაბამისი კომისია. ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, სახურავის გარეშეა დარჩენილი ხუთი მრავალსართულიანი კორპუსი და 70-მდე კერძო სახლი, მათ შორის ვეჯინში, კოლაგში, ბაკურციხეში, ველისციხესა და კარდენახში.
ყველა ახალი ამბავი
0