https://sputnik-georgia.com/20230804/stiqia-kaxetsi-zlierma-qarma-da-wvimam-kaxeti-daazarala-280904136.html
სტიქია კახეთში: ძლიერმა ქარმა და წვიმამ მოსახლეობა დააზარალა
სტიქია კახეთში: ძლიერმა ქარმა და წვიმამ მოსახლეობა დააზარალა
Sputnik საქართველო
ამ დროისათვის გურჯაანის მოსახლეობას ელექტროენერგია და გაზმომარაგება შეწყვეტილი აქვს. 04.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-04T12:17+0400
2023-08-04T12:17+0400
2023-08-04T18:15+0400
შემთხვევები საქართველოში
კახეთი
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23126/35/231263544_0:129:2903:1762_1920x0_80_0_0_1a1056a9c7800a2b36a19288267984bf.jpg
თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. გურჯაანში ძლიერმა ქარმა და წვიმამ პრობლემები შექმნა, იუწყება „პირველი არხი". ტელეკომპანიის ცნობით, გურჯაანში 9 აპრილის ქუჩაზე მდებარე სახლებს ქარმა სახურავები გადახადა. წაიქცა ხეები, რის შედეგადაც დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები და გაზის მილები. ამ დროისათვის გურჯაანის მოსახლეობას ელექტროენერგია და გაზმომარაგება შეწყვეტილი აქვს. ამას გარდა მუნიციპალიტეტში ძლიერმა წვიმამ დააზიანა სასოფლო-სამეურნეო ნათესები და ხეხილი. ადგილზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებიან. როგორც მერის მოვალეობის შემსრულებელმა ლერი გელენავამ განაცხადა, თავად გურჯაანის გარდა, სტიქიის შედეგად საცხოვრებელი სახლების სახურავები მუნიციპალიტეტის კიდევ სამ სოფელში დაზიანდა.
კახეთი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23126/35/231263544_192:0:2712:1890_1920x0_80_0_0_d2383f9ebf436903db28b9787e990c1a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შემთხვევები საქართველოში, კახეთი , ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
შემთხვევები საქართველოში, კახეთი , ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
სტიქია კახეთში: ძლიერმა ქარმა და წვიმამ მოსახლეობა დააზარალა
12:17 04.08.2023 (განახლებულია: 18:15 04.08.2023) ამ დროისათვის გურჯაანის მოსახლეობას ელექტროენერგია და გაზმომარაგება შეწყვეტილი აქვს.
თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. გურჯაანში ძლიერმა ქარმა და წვიმამ პრობლემები შექმნა, იუწყება „პირველი არხი".
ტელეკომპანიის ცნობით, გურჯაანში 9 აპრილის ქუჩაზე მდებარე სახლებს ქარმა სახურავები გადახადა. წაიქცა ხეები, რის შედეგადაც დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები და გაზის მილები.
ამ დროისათვის გურჯაანის მოსახლეობას ელექტროენერგია და გაზმომარაგება შეწყვეტილი აქვს.
ამას გარდა მუნიციპალიტეტში ძლიერმა წვიმამ დააზიანა სასოფლო-სამეურნეო ნათესები და ხეხილი.
ადგილზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებიან.
როგორც მერის მოვალეობის შემსრულებელმა ლერი გელენავამ განაცხადა, თავად გურჯაანის გარდა, სტიქიის შედეგად საცხოვრებელი სახლების სახურავები მუნიციპალიტეტის კიდევ სამ სოფელში დაზიანდა.