https://sputnik-georgia.com/20230803/vakis-parkis-tragediis-saqmesi-monawile-eqsperts-axali-brali-wauyenes-280882480.html
ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეში მონაწილე ექსპერტს ახალი ბრალი წაუყენეს
ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეში მონაწილე ექსპერტს ახალი ბრალი წაუყენეს
Sputnik საქართველო
საუბარია საგარეჯოს მერიის შეკვეთით სტიქიის შემდეგ სახურავის აღდგენაზე. 03.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-03T19:38+0400
2023-08-03T19:38+0400
2023-09-14T13:51+0400
საქართველოს პროკურატურა
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/70/234097073_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_3ddb5e1282674e19da52da5d83c25b3d.jpg
თბილისი, 3 აგვისტო – Sputnik. პროკურატურის თანამშრომლებმა კომპანია „ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინის“ ექსპერტს ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გასაღებაში წარუდგინეს ბრალი.ექსპერტი ანალოგიური ბრალდებით უკვე მსჯავრდებულია ვაკის პარკში დენის დარტყმით მოზარდის დაღუპვის საქმეში საექსპერტო ბიუროს მუშაობის ეპიზოდში კომპანიის დირექტორთან ერთად.გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა კიდევ ერთი ყალბი დასკვნა მოამზადა – ამჯერად კახეთში, სოფელ კოჭბაანში საცხოვრებელი სახლის სახურავთან დაკავშირებით.ტრაგედია ვაკის პარკში - სასამართლომ განაჩენი გამოიტანა>>საუბარია საგარეჯოს მერიის დაკვეთით სტიქიის შედეგად დაზიანებული სახურავის აღდგენაზე. გამოძიების ვერსიით, ექსპერტმა შემოწმების გარეშე შეადგინა აქტი ნორმების შესაბამისობისა და ღირებულების შესახებ და ხელი დირექტორის მაგივრად მოაწერა, ასევე გააყალბა ექსპერტ–ინსპექტორისა და ტექნიკური მენეჯერის ხელმოწერები.გამოძიება ყალბი დოკუმენტების დამზადება–გასაღების საქმეზე გრძელდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/70/234097073_84:0:1417:1000_1920x0_80_0_0_225da7f171d428de4f3e1358e8b84967.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს პროკურატურა, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, შემთხვევები საქართველოში
საქართველოს პროკურატურა, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, შემთხვევები საქართველოში
ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეში მონაწილე ექსპერტს ახალი ბრალი წაუყენეს
19:38 03.08.2023 (განახლებულია: 13:51 14.09.2023) საუბარია საგარეჯოს მერიის შეკვეთით სტიქიის შემდეგ სახურავის აღდგენაზე.
თბილისი, 3 აგვისტო – Sputnik. პროკურატურის თანამშრომლებმა კომპანია „ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინის“ ექსპერტს ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გასაღებაში წარუდგინეს ბრალი.
ექსპერტი ანალოგიური ბრალდებით უკვე მსჯავრდებულია ვაკის პარკში დენის დარტყმით მოზარდის დაღუპვის საქმეში საექსპერტო ბიუროს მუშაობის ეპიზოდში კომპანიის დირექტორთან ერთად.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა კიდევ ერთი ყალბი დასკვნა მოამზადა – ამჯერად კახეთში, სოფელ კოჭბაანში საცხოვრებელი სახლის სახურავთან დაკავშირებით.
საუბარია საგარეჯოს მერიის დაკვეთით სტიქიის შედეგად დაზიანებული სახურავის აღდგენაზე. გამოძიების ვერსიით, ექსპერტმა შემოწმების გარეშე შეადგინა აქტი ნორმების შესაბამისობისა და ღირებულების შესახებ და ხელი დირექტორის მაგივრად მოაწერა, ასევე გააყალბა ექსპერტ–ინსპექტორისა და ტექნიკური მენეჯერის ხელმოწერები.
გამოძიება ყალბი დოკუმენტების დამზადება–გასაღების საქმეზე გრძელდება.