https://sputnik-georgia.com/20230803/mewyerma-rawasi-eleqtrogadamcemi-xazebi-daaziana-280886748.html
მეწყერმა რაჭაში ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა
მეწყერმა რაჭაში ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა
Sputnik საქართველო
ზონაში მოძრაობა შეზღუდულია, რაც ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენითი სამუშაოების დაწყებას ართულებს, განაცხადეს კომპანიაში. 03.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-03T20:57+0400
2023-08-03T20:57+0400
2023-08-04T10:24+0400
შემთხვევები საქართველოში
რაჭა-ლეჩხუმი
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
სტიქიური მოვლენები
მეწყერი რაჭაში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22967/64/229676411_0:14:1201:689_1920x0_80_0_0_f22594930f08538b604b7cbf686d71b3.jpg
თბილისი, 3 აგვისტო – Sputnik. რაჭაში, კურორტ შოვში მეწყრის ჩამოწოლის გამო ელექტროგადამცემი ხაზები ავარიულად გამოირთო, ნათქვამია ელექტროგამანაწილებელი კომპანია Energo-Pro Georgia-ს განცხადებაში.მეწყერი სასტუმრო „სანსეტ შოვთან" ჩამოწვა. მასმედიის ცნობით, მეწყერმა კოტეჯები დაანგრია, ხეები მოგლიჯა და მდინარეში ჩავიდა. შედეგად მდინარეში წყლის დონემ აიწია და ხიდი წაიღო. გარდა ამისა, დაზიანებულია გზა შოვის შესასვლელთან.მათი ინფორმაციით, ამ დროისათვის ელექტროენერგია არ მიეწოდება შოვსა და სოფელ გლოლას. ონის რაიონის სხვა სოფლებს ელექტროენერგია სტაბილურად მიეწოდება.ადგილზე იმყოფებიან მაშველები და პოლიცია, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა. ამ დროისათვის ინფორმაცია დაშავებულების შესახებ არ ვრცელდება.
რაჭა-ლეჩხუმი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22967/64/229676411_132:0:1067:701_1920x0_80_0_0_1a124e50c4988616b4b350f1dba5faf7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შემთხვევები საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმი , ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, სტიქიური მოვლენები, მეწყერი რაჭაში
შემთხვევები საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმი , ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, სტიქიური მოვლენები, მეწყერი რაჭაში
მეწყერმა რაჭაში ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა
20:57 03.08.2023 (განახლებულია: 10:24 04.08.2023) ზონაში მოძრაობა შეზღუდულია, რაც ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენითი სამუშაოების დაწყებას ართულებს, განაცხადეს კომპანიაში.
თბილისი, 3 აგვისტო – Sputnik. რაჭაში, კურორტ შოვში მეწყრის ჩამოწოლის გამო ელექტროგადამცემი ხაზები ავარიულად გამოირთო, ნათქვამია ელექტროგამანაწილებელი კომპანია Energo-Pro Georgia-ს განცხადებაში.
მეწყერი სასტუმრო „სანსეტ შოვთან" ჩამოწვა. მასმედიის ცნობით, მეწყერმა კოტეჯები დაანგრია, ხეები მოგლიჯა და მდინარეში ჩავიდა. შედეგად მდინარეში წყლის დონემ აიწია და ხიდი წაიღო. გარდა ამისა, დაზიანებულია გზა შოვის შესასვლელთან.
„ამ დროისათვის გადაადგილება შეფერხებულია, რაც ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენითი სამუშაოების დაწყებას ართულებს. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური ბრიგადები მზადყოფნაში არიან. როგორც კი შესაძლებელი იქნება, დაიწყება სარეაბილიტაციო სამუშაოები“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
მათი ინფორმაციით, ამ დროისათვის ელექტროენერგია არ მიეწოდება შოვსა და სოფელ გლოლას. ონის რაიონის სხვა სოფლებს ელექტროენერგია სტაბილურად მიეწოდება.
ადგილზე იმყოფებიან მაშველები და პოლიცია, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა. ამ დროისათვის ინფორმაცია დაშავებულების შესახებ არ ვრცელდება.