3 აგვისტოს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

© photo: Sputnik / Magda Gibelli / გადასვლა მედიაბანკშინიკარაგუა
ნიკარაგუა - Sputnik საქართველო, 1920, 03.08.2023
გამოწერა
НовостиTelegram
გაეცანით 3 აგვისტოს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის.
წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ
3-12 აგვისტო
3-12 აგვისტოს პერიოდი ლომის ნიშნის მეორე დეკადას განეკუთვნება.
ამ დეკადას იუპიტერი მართავს. ის ამ პერიოდში დაბადებულებს ჯანსაღ აზრსა და გონიერებას ანიჭებს. ამ ადამიანებს უყვართ მხიარულება და გართობა, ვერ წარმოუდგენიათ საკუთარი ცხოვრება საზოგადოების გარეშე.
მნიშვნელოვანი წლებია 19, 36, 40, 57, 76.
მათი სიმბოლოა მზესუმზირა.
ამ პერიოდში დაბადებულები ასხივებენ ნათელ, მზიან და მსუბუქ ენერგეტიკას. ამბიციები არ ჩრდილავს მათ გონებას, წარმატებებით ზედმეტი ქება-დიდების გარეშე ხარობენ, არ ახასიათებთ „ვარსკვლავური“ დაავადება. ოპტიმისტური განწყობა ეხმარებათ, რომ მიზნისკენ მსუბუქად იარონ.
ჩრდილოეთის ნათება - Sputnik საქართველო, 1920, 23.07.2023
ლომი - კაშკაშა, ამბიციური, ძალაუფლებისმოყვარე, ძლიერი - ზოგადი დახასიათება
3 აგვისტოს დაბადებულები
3 აგვისტოს დაბადებულთა ცხოვრებას მთლიანად მათი არჩევანი განსაზღვრავს. ისინი ამ ქვეყანას კარმული ვალების გადასახდელად ევლინებიან. უსიამოვნებებს მხოლოდ მუდმივი მისწრაფებებით, ცვლილებებითა და ევოლუციით აირიდებენ თავიდან.
მათ უნდა აირჩიონ რთული გზა - სიკეთისა და გულმოწყალების, გულუხვობისა და საკუთარი თავის რწმენის. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ მწარე და უღიმღამო ცხოვრება ელოდებათ.
ზოდიაქოს ნიშნები სულ სხვა რაკურსით - შეიტყვეთ მათი პიროვნული საიდუმლოებები>>
3 აგვისტოს დაბადებულებს რისკი და საშიშროებები იზიდავს. ხიფათს, როგორც წესი, ეძებენ და პოულობენ კიდეც. მათ აუცილებლად ესაჭიროებათ ჭეშმარიტების ძებნა, რაც უნდა რისკთან იყოს ეს დაკავშირებული. მთავარი მათთვის ძიების პროცესია და არა შედეგი, ანუ - ჭეშმარიტება.
3 აგვისტოს დაბადებულები ხშირად დაუფიქრებლად რისკავენ და ყურს არ უგდებენ ახლობლების გაფრთხილებას. მათი არსის შემადგენელია კონფლიქტური ქცევა. მათთვის პრობლემას არ წარმოადგენს სახლიდან შორს წასვლა. უცხო გარემოში ისინი ახალ შთაბეჭდილებებსა და განცდებს ეძებენ.
ფილოსოფოსი ჩამავალი მზის ფონზე - Sputnik საქართველო, 1920, 29.07.2023
ზოდიაქოს თითოეული ნიშნის მთავარი სიბრძნე
თუმცა არიან ისეთებიც, რომელთაც საკუთარი საცხოვრებლის კომფორტულ პირობებში ურჩევნიათ მოგზაურობა ოცნებებში, ფანტაზიებში. ხშირად, ნაკლებად განვითარებულებისთვის, ტელეეკრანებისა და პრესის გმირები ემოციური განცდების წყარო ხდებიან და ისინი მათი გრძნობებითა და განცდებით ცხოვრობენ.
ამ დღეს დაბადებულებისთვის მნიშვნელოვანია, რომ თავი იგრძნონ გამარჯვებულად და გმირად და მნიშვნელობა არა აქვს, ვის როლში გამოვლენ - სათაყვანებელი მშობლის, ბრწყინვალე მხსნელი რაინდისა თუ ჟანა დ’არკის.
როგორია თქვენი აურის ფერი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>
მათში ხშირად ჭარბობს ეგოისტური საწყისი და ეს არის კიდეც საშიში, რადგან არცთუ იშვიათად თავიანთ სურვილებს სხვის სურვილებთან აიგივებენ და შეცდომით მიიჩნევენ, რომ გარშემომყოფებს მათი დახმარება და ხსნა სჭირდებათ.
ამ დღეს დაბადებულების თავგადასავლების მოუთოკავი ვნება ნარკოდამოკიდებულებას ჰგავს. მათი ნატურა მოითხოვს მწვავე შეგრძნებებს და ადამიანურ რეალურ ძალებს მხედველობაში არ იღებს. ამ ვნებისთვის ლაგამის ამოდება მხოლოდ ძლიერ, მოწიფულ პიროვნებას შეუძლია, რომელიც ევოლუციურად იზრდება.
ჯანსაღი საკვები - Sputnik საქართველო, 1920, 28.07.2022
დიეტა ზოდიაქოს ნიშნებისთვის - რა უნდა გაითვალისწინოთ
ჯანმრთელობა
3 აგვისტოს დაბადებულებისთვის, მათი სარისკო ვნებებიდან გამომდინარე, ჩვეულებრივი ამბავია ფიზიკური დაზიანებები, შემთხვევითობები, ჭრილობები, მოტეხილობები. უმეტესად კუნთებთან და ძვლებთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებთ.
უპირატესობას ანიჭებენ ეგზოტიკურ, ცხარე საკვებს. თუ პროფესიონალი კულინარები არიან, მათი კულინარიული ფანტაზიები მზარეულთა მთელ ბრიგადას ჰყოფნის.
როგორ იკლებენ წონაში ზოდიაქოს ნიშნები>>
რჩევა:
სხვის მაგივრად საქმეს ნუ გადაწყვეტთ, ნუ გააანალიზებთ ვითარებას საკუთარი ავანტიურიზმის პრიზმაში, არამედ შეინარჩუნეთ ობიექტურობა, ყოველთვის არ ესაჭიროება ვინმეს თქვენი გადარჩენა და ხსნა. როდესაც რისკავთ, გაითვალისწინეთ, რომ ამით მარტო საკუთარ სიცოცხლეს არ აგდებთ საფრთხეში.
ყველა ახალი ამბავი
0