როდის გადაიხედება საქართველოში სამომხმარებლო სესხის მაქსიმალური ვადა?

© photo: Sputnik / Stringer„თიბისი ბანკი“
„თიბისი ბანკი“ - Sputnik საქართველო, 1920, 03.08.2023
გამოწერა
НовостиTelegram
საქართველოს ხელისუფლებამ 2019 წლის 1 იანვრიდან კრედიტების გაცემის წესები გაამკაცრა.
თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკი სამომხმარებლო სესხებზე მაქსიმალურ ვადას 2023 წლის სექტემბერში გადახედავს, განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ.
2022 წლის აგვისტოში სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადა ოთხიდან სამ წლამდე შემცირდა.

„სექტემბერში გვექნება ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის სხდომა, სადაც ავწონით ყველა პოზიტიურ მხარეს, რისკებს და ამის შესაბამისად ვიმოქმედებთ", – განაცხადა თურნავამ.

ამ ეტაპზე სამომხმარებლო სესხების ზრდა რჩება მაღალი, აღნიშნა თურნავამ.
2019 წლიდან საქართველოში ამოქმედდა ფიზიკური პირებისთვის "პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა", რომელმაც "შეაჩერა სესხების გადაჭარბებული ზრდის შედეგად წარმოქმნილი ფინანსური რისკები და ამავდროულად დაეხმარა სესხების გადამისამართებას უფრო პროდუქტიულ დარგებზე".
კრედიტები ფერმერებისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდება>>>
საქართველოს ხელისუფლებამ 2019 წლის 1 იანვრიდან კრედიტების გაცემის წესები გაამკაცრა. კერძოდ, ბანკებსა და საფინანსო ორგანიზაციებს კრედიტის გაცემა შეუძლიათ მხოლოდ ვალის აღების მსურველის ფინანსური მდგომარეობის დეტალური ანალიზის შემდეგ და მხოლოდ სუფთა შემოსავლების ხელმძღვანელობით.
გარდა ამისა, დადგენილია კრედიტზე ყოველთვიური გადასახადის ლიმიტი, კრედიტის ვადა, და აკრძალულია 200 ათას ლარამდე თანხის გაცემა დოლარში.
თუმცა, 2022 წლის ივლისის ბოლოს რეგულატორმა ეს ბოლო ნორმა ნაწილობრივ შეარბილა და გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვით, მოქალაქეების ნაწილს 200 ათას ლარამდე ვალის აღება უცხოურ ვალუტაში – დოლარში ან ევროში შეუძლია. ამ კრედიტებისთვის ქვედა ზღვარი დადგენილი არ არის.
ყველა ახალი ამბავი
0