რომეო მიქაუტაძე SOCAR-ის პრეზიდენტს როვშან ნაჯაფს შეხვდა

© Ministry of Economy and Sustainable Development of Georgiaრომეო მიქაუტაძე და როვშან ნაჯაფი
რომეო მიქაუტაძე და როვშან ნაჯაფი - Sputnik საქართველო, 1920, 02.08.2023
გამოწერა
თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. საქართველო მიესალმება აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის (SOCAR) წარმატებულ ფუნქციონირებას ქვეყანაში, განაცხადა ეკონომიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ აზერბაიჯანში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში SOCAR-ის პრეზიდენტ როვშან ნაჯაფთან გამართულ შეხვედრაზე.
ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორი ქვეყნის წარმატებულ და მუდმივად მზარდ თანამშრომლობას ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში, მათ შორის ენერგეტიკაში. აღინიშნა, რომ 2022-23 წლებში განხორციელებულმა უმაღლესი დონის ვიზიტებმა ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობას ახალი ბიძგი მისცა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ერთობლივი ენერგეტიკული და სატრანსპორტო პროექტები არა მხოლოდ ხელს უწყობს ორივე ქვეყნის ეკონომიკის სტაბილურად განვითარებას, არამედ მნიშვნელოვნად აძლიერებს რეგიონისა და ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას.
იაფი და ხარისხიანი: კომპანია SOCAR საქართველოში მაღალი სტანდარტის დიზელს შემოიტანს>>>
ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ 2022 წელს ბუქარესტში აზერბაიჯანს, საქართველოს, რუმინეთსა და უნგრეთს შორის "მწვანე ენერგეტიკის" სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების ხელმოწერა გზას უხსნის თანამშრომლობის შემდგომ გაფართოებას.
მხარეებმა ასევე განიხილეს ნავთობის, გაზისა და განახლებადი ენერგიის სფეროში თანამშრომლობის არსებული და სამომავლო შესაძლებლობები.
SOCAR – აზერბაიჯანის სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი ეროვნული ნავთობკომპანიაა, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ნავთობისა და გაზის კორპორაციად მიიჩნევა. ის მართავს აზერბაიჯანის ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ერთ გაზის გადამამუშავებელ ქარხანას და რამდენიმე ნავთობსადენსა და გაზსადენს მთელი ქვეყნის მასშტაბით. კომპანია აგრეთვე ფლობს SOCAR-ის ავტოგასამართი სადგურების ქსელს აზერბაიჯანში, საქართველოში, უკრაინაში, რუმინეთსა და შვეიცარიაში.
ყველა ახალი ამბავი
0