https://sputnik-georgia.com/20230106/socar-dizeli-saqartvelosi-273701047.html
იაფი და ხარისხიანი: კომპანია SOCAR საქართველოში მაღალი სტანდარტის დიზელს შემოიტანს
იაფი და ხარისხიანი: კომპანია SOCAR საქართველოში მაღალი სტანდარტის დიზელს შემოიტანს
Sputnik საქართველო
თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. აზერბაიჯანული სახელმწიფო კომპანია „სოკარი“ 2023 წლიდან „ევრო 5“ სტანდარტის დიზელის საწვავის იმპორტირებას იწყებს, უმაღლესი... 06.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-06T16:49+0400
2023-01-06T16:49+0400
2023-01-06T19:43+0400
საწვავის ფასები
აზერბაიჯანი
საქართველო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/1a/249080377_0:227:2352:1550_1920x0_80_0_0_27aaca75ee11ab259336af31f3a8fdc0.jpg
თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. აზერბაიჯანული სახელმწიფო კომპანია „სოკარი“ 2023 წლიდან „ევრო 5“ სტანდარტის დიზელის საწვავის იმპორტირებას იწყებს, უმაღლესი ხარისხის საწვავი საქართველოშიც შემოვა, იუწყება ქართული მასმედია.გავრცელებული ინფორმაციით, ბაქოში მდებარე დიზელის საწვავის ქარხნის გადაიარაღების პროცესი ფაქტობრივად დასრულების ეტაპზეა და ქარხანა მზადაა, რომ გაზაფხულზე „ევრო 5“ სტანდარტის დიზელის საწვავის წარმოება დაიწყოს.მანამდე, ქარხანაში მიმდინარე სამუშაოების დაწყებამდე, „სოკარის“ წილი დიზელის საწვავის იმპორტში დაახლოებით 40% იყო, რაც 2022 წელს დროებით შემცირდა. მოსალოდნელია, რომ წელს „სოკარი“ კვლავ აღიდგენს ამ მაჩვენებელს და მომხმარებლები უმაღლესი ხარისხის „ევრო 5“ ტიპის დიზელის საწვავის შედარებით დაბალ ფასად შეძენას შეძლებენ.დაბალ ფასს განაპირობებს მეზობელი ქვეყნის გეოგრაფიული სიახლოვე, გამარტივებული ლოჯისტიკური ჯაჭვი, ტრანსპორტირების დროის სიმცირე და თავად იმპორტირებული პროდუქციის თვითღირებულება.SOCAR – აზერბაიჯანის სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი ეროვნული ნავთობკომპანიაა, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ნავთობისა და გაზის კორპორაციად მიიჩნევა. ის მართავს აზერბაიჯანის ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ერთ გაზის გადამამუშავებელ ქარხანას და რამდენიმე ნავთობსადენსა და გაზსადენს მთელი ქვეყნის მასშტაბით. კომპანია აგრეთვე ფლობს SOCAR-ის ავტოგასამართი სადგურების ქსელს აზერბაიჯანში, საქართველოში, უკრაინაში, რუმინეთსა და შვეიცარიაში.
აზერბაიჯანი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/1a/249080377_0:0:2667:2000_1920x0_80_0_0_f82612d167f168c297391bb4ad1f941d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საწვავის ფასები, აზერბაიჯანი, საქართველო, ახალი ამბები
საწვავის ფასები, აზერბაიჯანი, საქართველო, ახალი ამბები
თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. აზერბაიჯანული სახელმწიფო კომპანია „სოკარი“ 2023 წლიდან „ევრო 5“ სტანდარტის დიზელის საწვავის იმპორტირებას იწყებს, უმაღლესი ხარისხის საწვავი საქართველოშიც შემოვა, იუწყება ქართული მასმედია.
გავრცელებული ინფორმაციით, ბაქოში მდებარე დიზელის საწვავის ქარხნის გადაიარაღების პროცესი ფაქტობრივად დასრულების ეტაპზეა და ქარხანა მზადაა, რომ გაზაფხულზე „ევრო 5“ სტანდარტის დიზელის საწვავის წარმოება დაიწყოს.
მანამდე, ქარხანაში მიმდინარე სამუშაოების დაწყებამდე, „სოკარის“ წილი დიზელის საწვავის იმპორტში დაახლოებით 40% იყო, რაც 2022 წელს დროებით შემცირდა. მოსალოდნელია, რომ წელს „სოკარი“ კვლავ აღიდგენს ამ მაჩვენებელს და მომხმარებლები უმაღლესი ხარისხის „ევრო 5“ ტიპის დიზელის საწვავის შედარებით დაბალ ფასად შეძენას შეძლებენ.
დაბალ ფასს განაპირობებს მეზობელი ქვეყნის გეოგრაფიული სიახლოვე, გამარტივებული ლოჯისტიკური ჯაჭვი, ტრანსპორტირების დროის სიმცირე და თავად იმპორტირებული პროდუქციის თვითღირებულება.
SOCAR – აზერბაიჯანის სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი ეროვნული ნავთობკომპანიაა, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ნავთობისა და გაზის კორპორაციად მიიჩნევა. ის მართავს აზერბაიჯანის ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ერთ გაზის გადამამუშავებელ ქარხანას და რამდენიმე ნავთობსადენსა და გაზსადენს მთელი ქვეყნის მასშტაბით. კომპანია აგრეთვე ფლობს SOCAR-ის ავტოგასამართი სადგურების ქსელს აზერბაიჯანში, საქართველოში, უკრაინაში, რუმინეთსა და შვეიცარიაში.