https://sputnik-georgia.com/20230802/------280751351.html
„მაგთიკომი" კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებს
„მაგთიკომი" კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებს
Sputnik საქართველო
მობილური ქსელის ოპერატორი მოითხოვდა, რომ ტენდერის პირობებში ვირტუალური ოპერატორის ჩართვის ვალდებულება არ ყოფილიყო. 02.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-02T11:25+0400
2023-08-02T11:25+0400
2023-08-02T16:45+0400
საქართველო
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
თანამედროვე ტექნოლოგიები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/0d/251713802_0:0:3000:1688_1920x0_80_0_0_546c3115809c951c52da3945fbcd0c10.jpg
თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია იქცევა ტენდენციურად, არაკომპეტენტურად და ცდილობს სათანადო დასაბუთების გარეშე შექმნას არაპროპორციული იძულებითი მექანიზმები, ნათქვამია მობილური ოპერატორი „მაგთიკომის" განცხადებაში. ივლისში საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 5G ინტერნეტის დანერგვისთვის საჭირო სიხშირის მისაღებად აუქციონი გამოაცხადა. ერთადერთი კომპანია, რომელმაც აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადი გააკეთა, Cellfie Mobile იყო. თავდაპირველად 5G ინტერნეტის დანერგვისთვის საჭირო სიხშირის მოსაპოვებლად აუქციონში კომპანიებს ოთხივე კომბინირებულ ლოტზე ჰქონდათ ვალდებულება, რომ საკუთარ ქსელზე მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორი MVNO დაეშვათ, რისთვისაც ისინი დამატებით ფასდაკლებებს მიიღებდნენ.ეს პირობები „მაგთიკომისთვის" მიუღებელი აღმოჩნდა და კომპანიამ, თავის მხრივ, განმარტა, რომ ისინი აუქციონში იმ შემთხვევაში მიიღებდნენ მონაწილეობას, თუ კომისია MVNO-ს ქსელზე დაშვების ვალდებულების და ფასდაკლების გარეშე ერთ ლოტზე მაინც გამოაცხადებდა აუქციონს.როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, კომისიამ თავის არასაქმიანი მიდგომებით შეაფერხა როგორც ახალი ტექნოლოგიის წარმატებულად დანერგვის შესაძლებლობა, ისე საქართველოში ასეულობით მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელება. საქართველოში 5G ტექნოლოგიის დასანერგად აუქციონი გამოცხადდა>>>„ვიმედოვნებთ, რომ ეს ნეგატიური მდგომარეობა უახლოეს მომავალში შეიცვლება. ჩვენი ხედვაა, რომ დარგის მარეგულირებლებმა და უფლებამოსილმა პირებმა ერთობლივად და კონსტრუქციულად იზრუნონ ახალი ტექნოლოგიების დანერგვაზე და ამ მიმართულებით ყველა შესაძლო პრობლემის აღმოფხვრაზე", – აცხადებენ "მაგთიკომში". 5G ქსელი არის უსადენო ახალი თაობის ინტერნეტ-ტექნოლოგია, რომელიც უკვე არსებულ ტექნოლოგიებთან შედარებით მნიშვნელოვნად გაზრდის მობილური ინტერნეტის სიჩქარეს.კომისიაში აღნიშნავენ, რომ კავშირგაბმულობის თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა ევროკომისიის რეკომენდაციაა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/0d/251713802_0:0:2668:2001_1920x0_80_0_0_d127cabbaada7fbea8c020159aa4e886.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, თანამედროვე ტექნოლოგიები , ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, თანამედროვე ტექნოლოგიები , ახალი ამბები
„მაგთიკომი" კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებს
11:25 02.08.2023 (განახლებულია: 16:45 02.08.2023) მობილური ქსელის ოპერატორი მოითხოვდა, რომ ტენდერის პირობებში ვირტუალური ოპერატორის ჩართვის ვალდებულება არ ყოფილიყო.
თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია იქცევა ტენდენციურად, არაკომპეტენტურად და ცდილობს სათანადო დასაბუთების გარეშე შექმნას არაპროპორციული იძულებითი მექანიზმები, ნათქვამია მობილური ოპერატორი „მაგთიკომის" განცხადებაში.
ივლისში საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 5G ინტერნეტის დანერგვისთვის საჭირო სიხშირის მისაღებად აუქციონი გამოაცხადა. ერთადერთი კომპანია, რომელმაც აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადი გააკეთა, Cellfie Mobile იყო.
თავდაპირველად 5G ინტერნეტის დანერგვისთვის საჭირო სიხშირის მოსაპოვებლად აუქციონში კომპანიებს ოთხივე კომბინირებულ ლოტზე ჰქონდათ ვალდებულება, რომ საკუთარ ქსელზე მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორი MVNO დაეშვათ, რისთვისაც ისინი დამატებით ფასდაკლებებს მიიღებდნენ.
ეს პირობები „მაგთიკომისთვის" მიუღებელი აღმოჩნდა და კომპანიამ, თავის მხრივ, განმარტა, რომ ისინი აუქციონში იმ შემთხვევაში მიიღებდნენ მონაწილეობას, თუ კომისია MVNO-ს ქსელზე დაშვების ვალდებულების და ფასდაკლების გარეშე ერთ ლოტზე მაინც გამოაცხადებდა აუქციონს.
„კომისიამ არ გაითვალისწინა „მაგთიკომის" პოზიცია და, მეტიც, უსაფუძვლოდ დაგვადანაშაულა ისეთი პირობის დარღვევაში, რომელიც არასდროს მიგვიცია", – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, კომისიამ თავის არასაქმიანი მიდგომებით შეაფერხა როგორც ახალი ტექნოლოგიის წარმატებულად დანერგვის შესაძლებლობა, ისე საქართველოში ასეულობით მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელება.
„ვიმედოვნებთ, რომ ეს ნეგატიური მდგომარეობა უახლოეს მომავალში შეიცვლება. ჩვენი ხედვაა, რომ დარგის მარეგულირებლებმა და უფლებამოსილმა პირებმა ერთობლივად და კონსტრუქციულად იზრუნონ ახალი ტექნოლოგიების დანერგვაზე და ამ მიმართულებით ყველა შესაძლო პრობლემის აღმოფხვრაზე", – აცხადებენ "მაგთიკომში".
5G ქსელი არის უსადენო ახალი თაობის ინტერნეტ-ტექნოლოგია, რომელიც უკვე არსებულ ტექნოლოგიებთან შედარებით მნიშვნელოვნად გაზრდის მობილური ინტერნეტის სიჩქარეს.
კომისიაში აღნიშნავენ, რომ კავშირგაბმულობის თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა ევროკომისიის რეკომენდაციაა.