https://sputnik-georgia.com/20230802/------190---280753745.html
კონკურენციის სააგენტო მომხმარებელთა უფლებების შესაძლო დარღვევის 190 ფაქტს სწავლობს
კონკურენციის სააგენტო მომხმარებელთა უფლებების შესაძლო დარღვევის 190 ფაქტს სწავლობს
ნებისმიერ პირს დარღვევის ჩადენიდან 2 წლის ვადაში უფლება აქვს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს მიმართოს. 02.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-02T12:29+0400
2023-08-02T12:29+0400
2023-08-02T17:00+0400
საქართველო
კონკურენციის სააგენტო
შემთხვევები
შემთხვევები საქართველოში
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/0f/269461966_0:192:2048:1344_1920x0_80_0_0_fd8541662ce3dca9f2194bad73e08555.jpg
თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. კონკურენციის ეროვნული სააგენტო მომხმარებელთა უფლებების შესაძლო დარღვევის შესახებ 190 განცხადებას სწავლობს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ" ახალი კანონი ძალაში 2022 წლის 1 ივნისს შევიდა და ის მიზნად ისახავს საქონლის შეძენა-დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხების დარეგულირებას. 1 ნოემბრიდან მომხმარებლებს შეუძლიათ კონკურენციის სააგენტოში შეიტანონ საჩივრები სავარაუდო დარღვევის ფაქტებზე, რამაც გამოიწვია ან შეიძლება გამოიწვიოს მათი ინტერესების დარღვევა. კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ 2022 წლის 1 ნოემბრიდან 2023 წლის ივლისის ჩათვლით პერიოდში მომხმარებელთა უფლებების შესაძლო დარღვევის შესახებ 317 საჩივარი მიიღო. 9 თვის განმავლობაში სააგენტომ მომხმარებლის სასარგებლოდ პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 93 საქმეზე 56 შეთანხმება გააფორმა. ეს ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულება საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, მათი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგა. ონკოპრეპარატების გაძვირების საქმე: კონკურენციის სააგენტო 5 კომპანიას ამოწმებს>>>კომპანიების მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების პროცესს სააგენტო აქტიურ რეჟიმში აკვირდება. ამ დროისათვის 50 საქმეზე გაფორმებულ 30 პირობით ვალდებულებასთან დაკავშირებით საკითხი სრულად ამოწურულია. ამავე პერიოდში დადასტურდა მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 18 დარღვევის ფაქტი 32 საქმეზე, ხოლო 4 შემთხვევაში დარღვევა არ დადასტურდა. სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულების არშესრულების გამო 3 მოვაჭრეს 12 საქმეზე დაეკისრა ჯარიმა. უწყების ინფორმაციით, მომხმარებელთა მიერ შეტანილი განაცხადების 65% ონლაინ-ვაჭრობის ფაქტს ეხება, ხოლო 35% – ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას. რეგიონების მიხედვით 85%-ით თბილისი ლიდერობს, შემდეგ მოდიან აჭარა – 6% და იმერეთი – 3%. სააგენტოში შესული და დამუშავებული მონაცემების თანახმად, თანხის უკან დაბრუნებაზე დაფიქსირდა 96, ნაკლიანი ნივთის შეკეთებაზე ან დაბრუნებაზე – 101, შეცდომაში შემყვანი საქმიანობის აკრძალვაზე – 24, ნივთის უპირობოდ დაბრუნებაზე – 18, ხოლო სხვა დანარჩენზე – 64 მოთხოვნა. საანგარიშო პერიოდში სააგენტოში შესული განაცხადების მიხედვით, 75%-ს საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორი იკავებს, ტრანსპორტი და დასაწყობება – 8%-ს, ხოლო სხვა სახის საქმიანობა 13%-ია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/0f/269461966_0:0:2048:1536_1920x0_80_0_0_51dc4c1da0fce66d6945043157a9a16d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
საქართველო, კონკურენციის სააგენტო, შემთხვევები, შემთხვევები საქართველოში, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, კონკურენციის სააგენტო, შემთხვევები, შემთხვევები საქართველოში, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
კონკურენციის სააგენტო მომხმარებელთა უფლებების შესაძლო დარღვევის 190 ფაქტს სწავლობს
12:29 02.08.2023 (განახლებულია: 17:00 02.08.2023) ნებისმიერ პირს დარღვევის ჩადენიდან 2 წლის ვადაში უფლება აქვს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს მიმართოს.
თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. კონკურენციის ეროვნული სააგენტო მომხმარებელთა უფლებების შესაძლო დარღვევის შესახებ 190 განცხადებას სწავლობს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ" ახალი კანონი ძალაში 2022 წლის 1 ივნისს შევიდა და ის მიზნად ისახავს საქონლის შეძენა-დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხების დარეგულირებას. 1 ნოემბრიდან მომხმარებლებს შეუძლიათ კონკურენციის სააგენტოში შეიტანონ საჩივრები სავარაუდო დარღვევის ფაქტებზე, რამაც გამოიწვია ან შეიძლება გამოიწვიოს მათი ინტერესების დარღვევა.
კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ 2022 წლის 1 ნოემბრიდან 2023 წლის ივლისის ჩათვლით პერიოდში მომხმარებელთა უფლებების შესაძლო დარღვევის შესახებ 317 საჩივარი მიიღო.
9 თვის განმავლობაში სააგენტომ მომხმარებლის სასარგებლოდ პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 93 საქმეზე 56 შეთანხმება გააფორმა.
ეს ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულება საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, მათი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგა.
კომპანიების მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების პროცესს სააგენტო აქტიურ რეჟიმში აკვირდება. ამ დროისათვის 50 საქმეზე გაფორმებულ 30 პირობით ვალდებულებასთან დაკავშირებით საკითხი სრულად ამოწურულია.
ამავე პერიოდში დადასტურდა მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 18 დარღვევის ფაქტი 32 საქმეზე, ხოლო 4 შემთხვევაში დარღვევა არ დადასტურდა. სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულების არშესრულების გამო 3 მოვაჭრეს 12 საქმეზე დაეკისრა ჯარიმა.
უწყების ინფორმაციით, მომხმარებელთა მიერ შეტანილი განაცხადების 65% ონლაინ-ვაჭრობის ფაქტს ეხება, ხოლო 35% – ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას. რეგიონების მიხედვით 85%-ით თბილისი ლიდერობს, შემდეგ მოდიან აჭარა – 6% და იმერეთი – 3%.
სააგენტოში შესული და დამუშავებული მონაცემების თანახმად, თანხის უკან დაბრუნებაზე დაფიქსირდა 96, ნაკლიანი ნივთის შეკეთებაზე ან დაბრუნებაზე – 101, შეცდომაში შემყვანი საქმიანობის აკრძალვაზე – 24, ნივთის უპირობოდ დაბრუნებაზე – 18, ხოლო სხვა დანარჩენზე – 64 მოთხოვნა.
საანგარიშო პერიოდში სააგენტოში შესული განაცხადების მიხედვით, 75%-ს საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორი იკავებს, ტრანსპორტი და დასაწყობება – 8%-ს, ხოლო სხვა სახის საქმიანობა 13%-ია.