https://sputnik-georgia.com/20230513/onkopreparatebis-gazvirebis-saqme-konkurenciis-saagento-5-kompanias-amowmebs-277637546.html
ონკოპრეპარატების გაძვირების საქმე: კონკურენციის სააგენტო 5 კომპანიას ამოწმებს
ონკოპრეპარატების გაძვირების საქმე: კონკურენციის სააგენტო 5 კომპანიას ამოწმებს
Sputnik საქართველო
ჯანდაცვის სამინისტრომ მარტში ფარმაცევტული კომპანიები ონკოდაავადებების სამკურნალო მედიკამენტების ფასის ხელოვნურად გაზრდაში დაადანაშაულა 13.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-13T13:59+0400
2023-05-13T13:59+0400
2023-08-17T10:48+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
ჯანდაცვა საქართველოში
ექიმის რჩევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/0a/268364384_70:0:3512:1936_1920x0_80_0_0_e451c7a2c94cf60b2b275a103d440a65.jpg
თბილისი, 13 მაისი – Sputnik. კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ კომპანია S.K. Impex შეიყვანა ბაზრის მოთამაშეთა სიაში, რომელიც უკავშირდება ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო პრეპარატების გაძვირებისას კომპანიების შესაძლო შეთქმულების საქმეს, ნათქვამია უწყების განცხადებაში.კონკურენციის სააგენტომ დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისა და კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმების აკრძალვის შესახებ საქმის შესწავლა დაიწყო 24 მარტს, ონკოპრეპარატების მოულოდნელი გაძვირების შემდეგ.კომპანია S.K. Impex-ის გარდა, კონკურენციის სააგენტო მოკვლევას აწარნოებს შემდეგი კომპანიების მიმართ: GEPHA, Aversi Pharma, PSP Pharma და Mermisi.ჯანდაცვის სამინისტრომ მარტში ფარმაცევტული კომპანიები დაადანაშაულა ონკოდაავადებების სამკურნალო მედიკამენტების ფასის ხელოვნურად გაზრდაში, რომელსაც სახელმწიფო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში აფინანსებს. საქართველოს ფარმაცევტულ კომპანიათა ასოციაციამ, თავის მხრივ, ეს თურქეთში შესყიდვის ფასის ზრდას დაუკავშირა.მარაგების ამოწურვის შემდეგ, ყველა ქართულ ფარმაცევტულ კომპანიას მარტში თურქეთიდან მედიკამენტების გაზრდილი ფასებით შემოტანა მოუწია. შესაბამისად, შეუძლებელი იყო იმ არარეალურად დაბალი ფასების შენარჩუნება, რაც თებერვალში იყო, განაცხადეს ასოციაციაში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/0a/268364384_500:0:3081:1936_1920x0_80_0_0_35c8a7dc1344f275f9e028819dd7b46e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, ჯანდაცვა საქართველოში, ექიმის რჩევები
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, ჯანდაცვა საქართველოში, ექიმის რჩევები
ონკოპრეპარატების გაძვირების საქმე: კონკურენციის სააგენტო 5 კომპანიას ამოწმებს
13:59 13.05.2023 (განახლებულია: 10:48 17.08.2023) ჯანდაცვის სამინისტრომ მარტში ფარმაცევტული კომპანიები ონკოდაავადებების სამკურნალო მედიკამენტების ფასის ხელოვნურად გაზრდაში დაადანაშაულა
თბილისი, 13 მაისი – Sputnik. კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ კომპანია S.K. Impex შეიყვანა ბაზრის მოთამაშეთა სიაში, რომელიც უკავშირდება ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო პრეპარატების გაძვირებისას კომპანიების შესაძლო შეთქმულების საქმეს, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
კონკურენციის სააგენტომ დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისა და კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმების აკრძალვის შესახებ საქმის შესწავლა დაიწყო 24 მარტს, ონკოპრეპარატების მოულოდნელი გაძვირების შემდეგ.
კომპანია S.K. Impex-ის გარდა, კონკურენციის სააგენტო მოკვლევას აწარნოებს შემდეგი კომპანიების მიმართ: GEPHA, Aversi Pharma, PSP Pharma და Mermisi.
ჯანდაცვის სამინისტრომ მარტში ფარმაცევტული კომპანიები დაადანაშაულა ონკოდაავადებების სამკურნალო მედიკამენტების ფასის ხელოვნურად გაზრდაში, რომელსაც სახელმწიფო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში აფინანსებს. საქართველოს ფარმაცევტულ კომპანიათა ასოციაციამ, თავის მხრივ, ეს თურქეთში შესყიდვის ფასის ზრდას დაუკავშირა.
მარაგების ამოწურვის შემდეგ, ყველა ქართულ ფარმაცევტულ კომპანიას მარტში თურქეთიდან მედიკამენტების გაზრდილი ფასებით შემოტანა მოუწია. შესაბამისად, შეუძლებელი იყო იმ არარეალურად დაბალი ფასების შენარჩუნება, რაც თებერვალში იყო, განაცხადეს ასოციაციაში.