https://sputnik-georgia.com/20230801/zaglebis-movlisa-da-gaseirnebis-wesebi-tbilisshi-277709562.html
ძაღლების მოვლისა და გასეირნების წესები თბილისში
ძაღლების მოვლისა და გასეირნების წესები თბილისში
Sputnik საქართველო
2023 წლის დასაწყისიდან მარტის ჩათვლით პერიოდში ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში 300-ზე მეტი შეტყობინება შევიდა ძაღლების მხრიდან ადამიანებზე თავდასხმისა ან... 01.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-01T16:21+0400
2023-08-01T16:21+0400
2023-08-14T19:21+0400
საქართველო
ინფოგრაფიკა
მულტიმედია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/10/277725725_0:0:3640:2048_1920x0_80_0_0_759c626c5e97d4760375111b7bee7200.png
სააგენტოს თანამშრომლები ყოველდღიურად ახორციელებენ სხვადასხვა სკვერებისა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების მონიტორინგს, რათა დადგინდეს, თუ როგორ იცავენ მეპატრონეები შინაური ცხოველების გასეირნების წესებს, განაცხადა ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორმა გიორგი კობიაშვილმა.„ბოლო დროს საკმაოდ გახშირდა ძაღლების მხრიდან აგრესიის, დაკბენის შესახებ ინფორმაციები. ეს გამოწვეულია იმით, რომ მეპატრონეები ხშირად არღვევენ ცხოველების გასეირნების წესებს, რომელიც საკრებულოს მიერაა დადგენილი“, – აღნიშნა კობიაშვილმა.ამჟამად შინაური ცხოველის მოვლის წესების დარღვევისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 8 ლარის ოდენობით, ხოლო გასეირნების წესების დარღვევისთვის ცხოველის მეპატრონე 20 ლარით დაჯარიმდება.უახლოეს პერიოდში კი შინაური ცხოველების მოვლის წესების დარღვევისთვის ჯარიმები გამკაცრდება.კანონპროექტზე მუშაობა, რომელმაც შინაურ და მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებული საკითხები უნდა დაარეგულიროს, 2022 წლის დეკემბერში დაიწყო. წინასწარი მონაცემებით, პროექტი ძირითადად ძაღლების ყოლისა და გამრავლების საკითხს შეეხება.„Sputnik-საქართველოს“ ინფოგრაფიკაში მკითხველი გაეცნობა, თუ როგორია თბილისში ძაღლების მოვლისა და გასეირნების წესები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/10/277725725_684:0:3415:2048_1920x0_80_0_0_38ca4d8134e7519a5a359a366b9e6661.pngSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ინფოგრაფიკა, მულტიმედია, инфографика
საქართველო, ინფოგრაფიკა, მულტიმედია, инфографика
ძაღლების მოვლისა და გასეირნების წესები თბილისში
16:21 01.08.2023 (განახლებულია: 19:21 14.08.2023) 2023 წლის დასაწყისიდან მარტის ჩათვლით პერიოდში ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში 300-ზე მეტი შეტყობინება შევიდა ძაღლების მხრიდან ადამიანებზე თავდასხმისა ან აგრესიის შესახებ.
სააგენტოს თანამშრომლები ყოველდღიურად ახორციელებენ სხვადასხვა სკვერებისა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების მონიტორინგს, რათა დადგინდეს, თუ როგორ იცავენ მეპატრონეები შინაური ცხოველების გასეირნების წესებს, განაცხადა ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორმა გიორგი კობიაშვილმა.
„ბოლო დროს საკმაოდ გახშირდა ძაღლების მხრიდან აგრესიის, დაკბენის შესახებ ინფორმაციები. ეს გამოწვეულია იმით, რომ მეპატრონეები ხშირად არღვევენ ცხოველების გასეირნების წესებს, რომელიც საკრებულოს მიერაა დადგენილი“, – აღნიშნა კობიაშვილმა.
ამჟამად შინაური ცხოველის მოვლის წესების დარღვევისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 8 ლარის ოდენობით, ხოლო გასეირნების წესების დარღვევისთვის ცხოველის მეპატრონე 20 ლარით დაჯარიმდება.
უახლოეს პერიოდში კი შინაური ცხოველების მოვლის წესების დარღვევისთვის ჯარიმები გამკაცრდება.
კანონპროექტზე მუშაობა, რომელმაც შინაურ და მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებული საკითხები უნდა დაარეგულიროს, 2022 წლის დეკემბერში დაიწყო. წინასწარი მონაცემებით, პროექტი ძირითადად ძაღლების ყოლისა და გამრავლების საკითხს შეეხება.
„Sputnik-საქართველოს“ ინფოგრაფიკაში მკითხველი გაეცნობა, თუ როგორია თბილისში ძაღლების მოვლისა და გასეირნების წესები.