ძაღლების მოვლისა და გასეირნების წესები თბილისში

გამოწერა
2023 წლის დასაწყისიდან მარტის ჩათვლით პერიოდში ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში 300-ზე მეტი შეტყობინება შევიდა ძაღლების მხრიდან ადამიანებზე თავდასხმისა ან აგრესიის შესახებ.
სააგენტოს თანამშრომლები ყოველდღიურად ახორციელებენ სხვადასხვა სკვერებისა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების მონიტორინგს, რათა დადგინდეს, თუ როგორ იცავენ მეპატრონეები შინაური ცხოველების გასეირნების წესებს, განაცხადა ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორმა გიორგი კობიაშვილმა.
„ბოლო დროს საკმაოდ გახშირდა ძაღლების მხრიდან აგრესიის, დაკბენის შესახებ ინფორმაციები. ეს გამოწვეულია იმით, რომ მეპატრონეები ხშირად არღვევენ ცხოველების გასეირნების წესებს, რომელიც საკრებულოს მიერაა დადგენილი“, – აღნიშნა კობიაშვილმა.
ამჟამად შინაური ცხოველის მოვლის წესების დარღვევისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 8 ლარის ოდენობით, ხოლო გასეირნების წესების დარღვევისთვის ცხოველის მეპატრონე 20 ლარით დაჯარიმდება.
უახლოეს პერიოდში კი შინაური ცხოველების მოვლის წესების დარღვევისთვის ჯარიმები გამკაცრდება.
კანონპროექტზე მუშაობა, რომელმაც შინაურ და მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებული საკითხები უნდა დაარეგულიროს, 2022 წლის დეკემბერში დაიწყო. წინასწარი მონაცემებით, პროექტი ძირითადად ძაღლების ყოლისა და გამრავლების საკითხს შეეხება.
„Sputnik-საქართველოს“ ინფოგრაფიკაში მკითხველი გაეცნობა, თუ როგორია თბილისში ძაღლების მოვლისა და გასეირნების წესები.
ყველა ახალი ამბავი
0