მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს, არ გამოიყენოს დრონების შეტევა ესკალაციის საბაბად

© photo: Sputnik / Alexei Vitvitsky
  - Sputnik საქართველო, 1920, 01.08.2023
გამოწერა
თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. ევროკავშირმა მოუწოდა რუსეთს, არ გამოიყენოს დრონების თავდასხმები უკრაინაში კონფლიქტის ესკალაციის საბაბად. ამის შესახებ ევროკომისიის სპიკერმა ნაბილა მასრალიმ განაცხადა.

„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ თითქოს დრონები მოსკოვის ოლქის თავზე დაფრინავდნენ. ჩვენ არ ვიცით [დრონების] წარმომავლობა, გარემოებები ან სხვა დეტალები. <...> რუსეთმა ეს არ უნდა გამოიყენოს შემდგომი ესკალაციის საბაბად", — თქვა მან ბრიფინგზე, რომლის ტრანსლაციაც ევროკომისიის საიტზე მიმდინარეობდა.

გარდა ამისა, მასრალიმ ეჭვქვეშ დააყენა რუსული მხარის ცნობების სანდოობა დრონების შეტევების შესახებ და ასეთი დამოკიდებულება რუსეთის საინფორმაციო მანიპულაციებით ახსნა.
მანამდე რუსეთის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დრონებით თავდასხმების კომენტირებისას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ კიევის ხელისუფლება ტერორისტული რეჟიმია და მას საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ყველა ნიშანი აქვს.
1 აგვისტოს ღამით რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კიევის ხელისუფლებამ მოსკოვსა და პოდმოსკოვიეზე სამი დრონით შეტევა სცადა. ერთ-ერთი მათგანი „მოსკვა-სიტის“ შენობას შეეჯახა და 10 კვ.მ შემინული ფასადი ჩაამსხვრია, ორი კი საჰაერო თავდაცვის სისტემებმა გაანადგურეს. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ყველა ახალი ამბავი
0