https://sputnik-georgia.com/20230801/konkurenciis-saagento-batumis-kafe-barebsi-ucxo-enaze-momsaxurebis-sakitxs-seiswavlis-280707292.html
კონკურენციის სააგენტო ბათუმის კაფე-ბარებში უცხო ენაზე მომსახურების საკითხს შეისწავლის
კონკურენციის სააგენტო ბათუმის კაფე-ბარებში უცხო ენაზე მომსახურების საკითხს შეისწავლის
Sputnik საქართველო
სააგენტოს ინფორმაციით, შემოწმება გრძელდება და კანონდამრღვევი სავაჭრო ობიექტების რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს. 01.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-01T18:44+0400
2023-08-01T18:44+0400
2023-08-01T22:37+0400
საზოგადოება
საქართველო
აჭარა
ბათუმი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23655/84/236558437_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_c1ad8c3b04e772851b43e90bf972e6da.jpg
თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმის საზოგადოებრივი კვების 11 ობიექტში მხოლოდ უცხო ენაზე მომსახურების საკითხის შესწავლა დაიწყო, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. სააგენტოს ცნობით, უწყება კვებითი მომსახურების სექტორში „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაძლო დარღვევის ფაქტებს სწავლობს. კერძოდ, აღნიშნულ კვების ობიექტებში საცნობარო (კვების) მენიუ შედგენილია და მომხმარებელს არასახელმწიფო ენაზე მიეწოდება. სააგენტოს ინფორმაციით, შემოწმება გრძელდება და ამგვარი სავაჭრო ობიექტების რიცხვი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს. „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, მოვაჭრე ვალდებულია საქართველოს ტერიტორიაზე მომსახურება განახორციელოს ქართულ ენაზე. კონკურენციის ეროვნული სააგენტო საკითხის შესწავლას იწყებს კონკრეტული მომართვის შემთხვევაში, თუ მას აქვს ინფორმაცია, რომ კონკრეტული მოვაჭრის მოქმედების შედეგად ირღვევა ან შესაძლოა დაირღვეს მომხმარებლის ან მომხმარებელთა ჯგუფის უფლება და მათ ინტერესს ადგება ან შესაძლოა მიადგეს ზიანი.
საქართველო
აჭარა
ბათუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23655/84/236558437_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_9c7633676b3b998847ca892bd75afa2f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, საქართველო, აჭარა , ბათუმი , ახალი ამბები
საზოგადოება, საქართველო, აჭარა , ბათუმი , ახალი ამბები
კონკურენციის სააგენტო ბათუმის კაფე-ბარებში უცხო ენაზე მომსახურების საკითხს შეისწავლის
18:44 01.08.2023 (განახლებულია: 22:37 01.08.2023) სააგენტოს ინფორმაციით, შემოწმება გრძელდება და კანონდამრღვევი სავაჭრო ობიექტების რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს.
თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმის საზოგადოებრივი კვების 11 ობიექტში მხოლოდ უცხო ენაზე მომსახურების საკითხის შესწავლა დაიწყო, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სააგენტოს ცნობით, უწყება კვებითი მომსახურების სექტორში „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაძლო დარღვევის ფაქტებს სწავლობს.
კერძოდ, აღნიშნულ კვების ობიექტებში საცნობარო (კვების) მენიუ შედგენილია და მომხმარებელს არასახელმწიფო ენაზე მიეწოდება.
„შესაბამისი სამსახურის მიერ განხორციელებული მონიტორინგის ფარგლებში ასევე დასტურდება, რომ კვების ობიექტებში სახელმწიფო ენის არცოდნის გამო ხშირად მომხმარებლებს ქართულ ენაზე მომსახურების გაწევაზე უარს ეუბნებიან", – აღნიშნულია განცხადებაში.
სააგენტოს ინფორმაციით, შემოწმება გრძელდება და ამგვარი სავაჭრო ობიექტების რიცხვი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს.
„მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, მოვაჭრე ვალდებულია საქართველოს ტერიტორიაზე მომსახურება განახორციელოს ქართულ ენაზე.
კონკურენციის ეროვნული სააგენტო საკითხის შესწავლას იწყებს კონკრეტული მომართვის შემთხვევაში, თუ მას აქვს ინფორმაცია, რომ კონკრეტული მოვაჭრის მოქმედების შედეგად ირღვევა ან შესაძლოა დაირღვეს მომხმარებლის ან მომხმარებელთა ჯგუფის უფლება და მათ ინტერესს ადგება ან შესაძლოა მიადგეს ზიანი.