სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 8 წლისაა - პრემიერი უწყების თანამშრომლებს ულოცავს

© State Security Service Of Georgiaსახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - Sputnik საქართველო, 1920, 01.08.2023
გამოწერა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 13 სტრუქტურული ერთეულისგან შედგება, რომელთა შორისაა კონტრტერორისტული ცენტრი, ანტიკორუფციული სამსახური, გენინსპექცია, კონტრდაზვერვა.
თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს 8 წლის იუბილე მიულოცა, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობას, პირად შემადგენლობას, თითოეულ თანამშრომელს გულითადად გილოცავთ სამსახურის დაარსებიდან 8 წლისთავს", – ნათქვამია პრემიერის მისალოც წერილში.

მისი თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უმოკლეს დროში ჩამოყალიბდა დამოუკიდებელ, ევროპული სტანდარტების მქონე თანამედროვე ინსტიტუციად.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სამსახური ეფექტურად უზრუნველყოფს შიდა და გარე საფრთხეების გამოვლენას, პრევენციასა და აღკვეთას, ებრძვის ტერორიზმსა და კორუფციას, უმაღლეს დონეზე იცავს თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას, ადამიანის ძირითად უფლებებს და თავისუფლებებს, ქვეყნის კონსტიტუციურ წყობილებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

„თქვენი საქმიანობა ხშირად სიცოცხლისა თუ ჯანმრთელობის რისკთან არის დაკავშირებული. დღეს კიდევ ერთხელ მივაგებთ პატივს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული თქვენი გმირი მეგობრებისა და კოლეგების ნათელ ხსოვნას", – ნათქვამია წერილში.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, სამსახურის თითოეული თანამშრომლის მაღალი პროფესიონალიზმი და პატრიოტიზმი უმნიშვნელოვანესია სახელმწიფოს სტაბილურობის დაცვის, ქვეყნისა და ხალხის უმთავრესი მიზნებისკენ სვლის პროცესში.

„კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას მაღალი პროფესიონალიზმის, საქმისათვის თავდადებისა და ქვეყნის ერთგულებისათვის, კვლავაც თანადგომას გპირდებით და შემდგომ წარმატებებს გისურვებთ", – განაცხადა ღარიბაშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 2015 წლის 1 აგვისტოს შეიქმნა. სუსი აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალიზებული დაწესებულებების სისტემას წარმოადგენს, რომელიც პირდაპირ ემორჩილება საქართველოს მთავრობას და რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფოს უშიშროებას უზრუნველყოფს.
სამსახურის საქმიანობის მიმართულებებია: საკონსტიტუციო წყობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და სამხედრო პოტენციალის დაცვა უცხოური სპეცსამსახურებისა და ცალკეული პირების არასამართლებრივი მოქმედებებისგან; ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ბრძოლა ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულთან და საერთაშორისო დანაშაულთან, რომელიც საფრთხეს უქმნის სახელმწიფო უშიშროებას; კორუფციის შესახებ გამაფრთხილებელი, მისი გამოვლენისა და აღკვეთის ზომების მიღება.
უსაფრთხოების სამსახური შედგება 13 სტრუქტურული ერთეულისგან, რომელთა შორისაა კონტრტერორისტული ცენტრი, ანტიკორუფციული სამსახური, გენინსპექცია, კონტრდაზვერვა.
ყველა ახალი ამბავი
0