თბილისის რომელ უბნებს გაეთიშება ხვალ ელექტროენერგია

© photo: Sputnik / Stringerღამის თბილისი
ღამის თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 01.08.2023
გამოწერა
გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.
თბილისი, 1 აგვისტო – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 2 აგვისტოს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
ნაძალადევის რაიონი
00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის I, II, III, IVა მიკრორაიონების, ცოტნე დადიანის, გობრონიძის, შენგელიას, ბრონშტეინის, გაბაშვილის, რკინიგზის, მახალდიანის, მანჯგალაძის, მარატ ნოზაძის და წმინდა ნინოს ქუჩების მოსახლეობას.
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანია I, II, IVბ მიკრორაიონების, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ცოტნე დადიანის, გობრონიძის, შენგელიას, ბრონშტეინის, გაბაშვილის, რკინიგზის, მახალდიანის და მანჯგალაძის ქუჩების მოსახლეობას.
ისნის რაიონი
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბოგდან ხმლნიცკის და ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, კვიჭიძის, დგებუაძის, გვარამაძის, ბერიტაშილის, ფანჯიკიძის, ანტონოვსკაიას, უნივერსიტეტის და თამარაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების, ემხვარის, თოფურიძის, გოძიაშვილის და მაჭავარიანის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
ყველა ახალი ამბავი
0