https://sputnik-georgia.com/20230731/italia-axali-abresumis-gza-280613900.html
იტალია „ახალი აბრეშუმის გზიდან“ გასვლას აპირებს
იტალია „ახალი აბრეშუმის გზიდან“ გასვლას აპირებს
Sputnik საქართველო
თბილისი, 31ივლისი — Sputnik. რომი აპირებს გავიდეს ჩინეთის ინიციატივიდან „ერთი სარტყელი — ერთი გზა“ ისე, რომ პეკინთან ურთიერთობა არ დაზიანდეს, განაცხადა იტალიის... 31.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-31T10:27+0400
2023-07-31T10:27+0400
2023-07-31T16:03+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
იტალია
ჩინეთი
აბრეშუმის გზა
პოლიტიკა
ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/1a/266902720_0:290:2606:1756_1920x0_80_0_0_87c8665a640331d4c1859e9fb0388280.jpg
თბილისი, 31ივლისი — Sputnik. რომი აპირებს გავიდეს ჩინეთის ინიციატივიდან „ერთი სარტყელი — ერთი გზა“ ისე, რომ პეკინთან ურთიერთობა არ დაზიანდეს, განაცხადა იტალიის თავდაცვის მინისტრმა გვიდო კროზეტომ გაზეთ Corriere della Sera-სთვის მიცემულ ინტერვიუში.მისი თქმით, ჩინეთის ინიციატივასთან შეერთების შესახებ იტალიის ოთხი წლის წინანდელი გადაწყვეტილება დაუფიქრებელი იყო.მინისტრის განცხადებით, ინიციატივიდან გასვლა უმტკივნეულო იმიტომ უნდა იყოს, რომ ჩინეთი, გარდა იმისა, რომ იტალიის კონკურენტია, მისი პარტნიორიცაა.გასულ ხუთშაბათს თეთრ სახლში პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ თქვა, რომ მისი მთავრობა ჯერ კიდევ მსჯელობს ჩინეთის ინიციატივაში მონაწილეობის თაობაზე და აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში პეკინში ვიზიტს გეგმავს. როგორც მელონიმ აღნიშნა, იტალიის მთავრობა შესაბამის გადაწყვეტილებას დეკემბრამდე მიიღებს.იტალია ჩინეთის ინიციატივას „ერთი სარტყელი — ერთი გზა“ ქვეყნის წინა მთავრობის დროს შეუერთდა. ის ერთადერთი მსხვილი დასავლური ქვეყანა იყო, რომელმაც ეს ნაბიჯი გადადგა.ინიციატივა ითვალისწინებს ძველი „აბრეშუმის გზის“ აღდგენას, რათა ჩინეთი აზიასთან, ევროპასთან და სხვა ქვეყნებთან დააკავშიროს. ინიციატივის მოწინააღმდეგეების განცხადებით, ახალი აბრეშუმის გზა — ეს არის ინსტრუმენტი ჩინეთის გეოპოლიტიკური და ეკონომიკური გავლენის გასავრცელებლად.
იტალია
ჩინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/1a/266902720_0:46:2606:2001_1920x0_80_0_0_ce8b9a1ebbaca57d7ac6a9f5eb74adb6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, იტალია , ჩინეთი, აბრეშუმის გზა , პოლიტიკა, ეკონომიკა
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, იტალია , ჩინეთი, აბრეშუმის გზა , პოლიტიკა, ეკონომიკა
თბილისი, 31ივლისი — Sputnik. რომი აპირებს გავიდეს ჩინეთის ინიციატივიდან „ერთი სარტყელი — ერთი გზა“ ისე, რომ პეკინთან ურთიერთობა არ დაზიანდეს,
განაცხადა იტალიის თავდაცვის მინისტრმა გვიდო კროზეტომ გაზეთ Corriere della Sera-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
მისი თქმით, ჩინეთის ინიციატივასთან შეერთების შესახებ იტალიის ოთხი წლის წინანდელი გადაწყვეტილება დაუფიქრებელი იყო.
„[ახალ] აბრეშუმის გზასთან მიერთება ჯუზეპე კონტეს მთავრობის ნაჩქარევი და დაუფიქრებელი გადაწყვეტილება იყო, რასაც ორმაგი უარყოფითი შედეგი მოჰყვა. <...> დღეს მთავარი საკითხი ისაა, როგორ ვთქვათ უარი [ინიციატივაში მონაწილეობაზე] ისე, რომ პეკინთან ურთიერთობები არ გავაფუჭოთ“, — აღნიშნა კროზეტომ.
მინისტრის განცხადებით, ინიციატივიდან გასვლა უმტკივნეულო იმიტომ უნდა იყოს, რომ ჩინეთი, გარდა იმისა, რომ იტალიის კონკურენტია, მისი პარტნიორიცაა.
გასულ ხუთშაბათს თეთრ სახლში პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ თქვა, რომ მისი მთავრობა ჯერ კიდევ მსჯელობს ჩინეთის ინიციატივაში მონაწილეობის თაობაზე და აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში პეკინში ვიზიტს გეგმავს. როგორც მელონიმ აღნიშნა, იტალიის მთავრობა შესაბამის გადაწყვეტილებას დეკემბრამდე მიიღებს.
იტალია ჩინეთის ინიციატივას „ერთი სარტყელი — ერთი გზა“ ქვეყნის წინა მთავრობის დროს შეუერთდა. ის ერთადერთი მსხვილი დასავლური ქვეყანა იყო, რომელმაც ეს ნაბიჯი გადადგა.
ინიციატივა ითვალისწინებს ძველი „აბრეშუმის გზის“ აღდგენას, რათა ჩინეთი აზიასთან, ევროპასთან და სხვა ქვეყნებთან დააკავშიროს. ინიციატივის მოწინააღმდეგეების განცხადებით, ახალი აბრეშუმის გზა — ეს არის ინსტრუმენტი ჩინეთის გეოპოლიტიკური და ეკონომიკური გავლენის გასავრცელებლად.