https://sputnik-georgia.com/20230731/--astoria-grande--------280616556.html
საკრუიზო ლაინერ Astoria Grande-ის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ცხრა პირი დააკავეს
საკრუიზო ლაინერ Astoria Grande-ის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ცხრა პირი დააკავეს
Sputnik საქართველო
თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. პოლიციამ ცხრა ადამიანი დააკავა ბათუმის პორტში გამართულ საპროტესტო აქციაზე საკრუიზო ლაინერ Astoria Grande-ის შესვლასთან... 31.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-31T11:53+0400
2023-07-31T11:53+0400
2023-07-31T18:59+0400
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
აჭარა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/1c/280472738_0:155:3092:1894_1920x0_80_0_0_28163f24372b0d15326c50034e3d9b3d.jpg
თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. პოლიციამ ცხრა ადამიანი დააკავა ბათუმის პორტში გამართულ საპროტესტო აქციაზე საკრუიზო ლაინერ Astoria Grande-ის შესვლასთან დაკავშირებით, რომლის ბორტზეც რუსეთის მოქალაქეები იმყოფებოდნენ. საპროტესტო აქცია, რომელიც მთელი ღამე გაგრძელდა, ოპოზიციამ და მისმა მომხრეებმა გამართეს. ლაინერი პორტში დაახლოებით 06:00 საათზე შევიდა. აქციის მონაწილეები გემს სტვენით, ბანერებითა და შეძახილებით შეხვდნენ. შეკრებილთა და პოლიციას შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა, იუწყება „პირველი არხი". შსს-ს ცნობით, მიუხედავად მოწოდებისა, აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. შედეგად ადმინისტრაციული წესით ცხრა პირი დააკავეს. უწყება აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, არ გასცდნენ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს. „ეს ქაჯობაა" - კობახიძე საკრუიზო ლაინერ Astoria Grande-ის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე>>>საკრუიზო ლაინერი Astoria Grande, რომელიც ასრულებს რეისს სოჭიდან თურქეთში, ივლისიდან ბათუმის პორტში რეგულარულად შემოვა. ლაინერის მგზავრებს საქართველოს ვიზები არ სჭირდებათ. ამასთან დაკავშირებით საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ განაცხადა, რომ ამოწმებს ყველა გემს და მათ მფლობელებს სანქციების კუთხით. გემი Astoria Grande პალაუს დროშით დაცურავს და მას თურქეთის საკრუიზო კომპანია Miray Cruises International ემსახურება. გემთმფლობელი რეგისტრირებულია სეიშელის კუნძულებზე კომპანია Goodwin Shipping Limited-ის სახელით და საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება. ოპოზიცია თვეების განმავლობაში ადანაშაულებდა ხელისუფლებას, რომ ის რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება, მაგრამ 2023 წლის ივნისში საქართველოში ვიზიტის დროს ევროკავშირის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის კოორდინატორებმა საქართველოს ხელისუფლების მიერ შესრულებული სამუშაო დადებითად შეაფასეს. უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებს, რადგან ამით მხოლოდ თავად საქართველო დაზარალდება. ამასთან, ქვეყანა უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს. საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებით.
საქართველო
აჭარა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/1c/280472738_181:0:2912:2048_1920x0_80_0_0_97ec99ca0b5e422e173af9ddce8004f9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, შემთხვევები საქართველოში, აჭარა , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, შემთხვევები საქართველოში, აჭარა , საზოგადოება, ახალი ამბები
თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. პოლიციამ ცხრა ადამიანი დააკავა ბათუმის პორტში გამართულ საპროტესტო აქციაზე საკრუიზო ლაინერ Astoria Grande-ის შესვლასთან დაკავშირებით, რომლის ბორტზეც რუსეთის მოქალაქეები იმყოფებოდნენ.
საპროტესტო აქცია, რომელიც მთელი ღამე გაგრძელდა, ოპოზიციამ და მისმა მომხრეებმა გამართეს. ლაინერი პორტში დაახლოებით 06:00 საათზე შევიდა. აქციის მონაწილეები გემს სტვენით, ბანერებითა და შეძახილებით შეხვდნენ. შეკრებილთა და პოლიციას შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა, იუწყება „პირველი არხი".
შსს-ს ცნობით, მიუხედავად მოწოდებისა, აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. შედეგად ადმინისტრაციული წესით ცხრა პირი დააკავეს.
უწყება აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, არ გასცდნენ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს.
საკრუიზო ლაინერი Astoria Grande, რომელიც ასრულებს რეისს სოჭიდან თურქეთში, ივლისიდან ბათუმის პორტში რეგულარულად შემოვა. ლაინერის მგზავრებს საქართველოს ვიზები არ სჭირდებათ.
ამასთან დაკავშირებით საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ განაცხადა, რომ ამოწმებს ყველა გემს და მათ მფლობელებს სანქციების კუთხით.
გემი Astoria Grande პალაუს დროშით დაცურავს და მას თურქეთის საკრუიზო კომპანია Miray Cruises International ემსახურება. გემთმფლობელი რეგისტრირებულია სეიშელის კუნძულებზე კომპანია Goodwin Shipping Limited-ის სახელით და საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება.
ოპოზიცია თვეების განმავლობაში ადანაშაულებდა ხელისუფლებას, რომ ის რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება, მაგრამ 2023 წლის ივნისში საქართველოში ვიზიტის დროს ევროკავშირის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის კოორდინატორებმა საქართველოს ხელისუფლების მიერ შესრულებული სამუშაო დადებითად შეაფასეს.
უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებს, რადგან ამით მხოლოდ თავად საქართველო დაზარალდება. ამასთან, ქვეყანა უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს.
საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებით.