ერთიანი ეროვნული გამოცდები დასრულდა - როდის დაიწყება შედეგების გამოცხადდება

© courtesy of NAEC Georgiaერთიანი ეროვნული გამოცდები
ერთიანი ეროვნული გამოცდები - Sputnik საქართველო, 1920, 31.07.2023
გამოწერა
2023 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 45 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა.
თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოცხადება 1 აგვისტოს 10:00 საათიდან დაიწყება, განაცხადა გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ პრესკონფერენციაზე.
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლის ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. აბიტურიენტებმა ბოლო გამოცდა 23 ივლისს ჩააბარეს.
1 აგვისტოდან აბიტურიენტები შეძლებენ ქართულ ენასა და ლიტერატურაში გამოცდის პირველადი შედეგების გაგებას. საკუთარი შედეგის გასაგებად აპლიკანტი უნდა შევიდეს ვებ-გვერდზე online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა კოდი.
ყველა საგანში გამოცდების პირველადი შედეგების გამოცხადების შემდეგ დაიწყება სააპელაციო განაცხადების მიღება. განცხადებების მიღება მხოლოდ ელექტრონული ფორმით მოხდება.
წლევანდელი ეროვნული გამოცდებისთვის ქვეყნის მასშტაბით 24 საგამოცდო ცენტრი გაიხსნა, რომლებშიც დაახლოებით 3,5 ათასი პირი იყო დასაქმებული.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2023 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 45 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა, გამოცდებზე აბიტურიენტების 94% გამოცხადდა.
იმისთვის, რომ სტუდენტი გახდეს, აბიტურიენტი ვალდებულია ჩააბაროს სამი სავალდებულო გამოცდა – ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და ერთი არჩევითი საგანი – ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება ან სამოქალაქო განათლება.
ყველა ახალი ამბავი
0