თურქეთში სამგზავრო ავტობუსი ხევში გადავარდა – არის მსხვერპლი

© AFP 2023 / ANATOLIAN NEWS AGENCY სასწრაფო დახმარება თურქეთში
სასწრაფო დახმარება თურქეთში - Sputnik საქართველო, 1920, 30.07.2023
გამოწერა
НовостиTelegram
მძღოლმა ხიდზე მართვა დაკარგა, შედეგად ავტობუსი ხევში დაახლოებით 50 მეტრი სიმაღლიდან გადავარდა.
თბილისი, 30 ივლისი – Sputnik. თურქეთის პროვინცია ყარსში სამგზავრო ავტობუსი ხიდიდან გადავარდა, დაიღუპა შვიდი ადამიანი, დაშავდა – სულ ცოტა 22, იუწყება ტელეკომპანია TRT Haber.
ინციდენტი ქალაქ სარიკამიშთან ახლოს მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა ხიდზე გადასვლისას კონტროლი დაკარგა, რის შედეგადაც ავტობუსი ხევში გადავარდა. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ავტობუსში 29 ადამიანი იმყოფებოდა.
ტელეარხის ინფორმაციით, ავტობუსი ბურსა–ყარსის რეისს ასრულებდა. ინციდენტის მიზეზებს ადგენენ.
ყველა ახალი ამბავი
0