თბილისის რომელ უბნებს გაეთიშება ხვალ ელექტროენერგია

  - Sputnik საქართველო, 1920, 30.07.2023
გამოწერა
გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.
თბილისი, 30 ივლისი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 31 ივლისს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
კრწანისის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზემო ფონიჭალის დასახლების, ფონიჭალის III, IIIა მიკრორაიონების (ნაწილობრივ), მარნეულის გზატკეცილის, გარდაბნის გზატკეცილის, რუსთავის გზატკეცილის, სოფელი თელეთის (ნაწილობრივ), სოფელი ჭალის, ლომინაძის, ვახტანგ და ამირან კაპანაძეების, ლევან ღოღობერიძის, სერგი სურგულაძის, თელეთის, ევგენი გეგეჭკორის, ღოღობერიძის, გორგასლის (ნაწილობრივ) და ჟორდანიას ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების, ხვედელიანის და დავითაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
დიდუბის რაიონი
10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩაჩავას და ბელიაშვილის (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ) და დიღმის სასწავლო მეურნეობის მოსახლეობას.
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ) და მეფე მირიანის ქუჩის მოსახლეობას.
მთაწმინდის რაიონი
00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ვასო აბაშიძის, გრიგოლ აბაშიძის, ხაზინის, გუდიაშვილის, პუშკინის, ფურცელაძის, ფხოვის, ასათიანის, მანჯგალაძის, თაბუკაშვილის, განათლების და ჯორჯაძის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
ყველა ახალი ამბავი
0