https://sputnik-georgia.com/20230730/huawei-irakli-raribasvili-280592350.html
ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთში Huawei-ის სადემონსტრაციო ცენტრს ეწვია
ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთში Huawei-ის სადემონსტრაციო ცენტრს ეწვია
Sputnik საქართველო
შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა და ლიანგ ჰუამ განიხილეს საქართველოსა და Huawei-ის თანამშრომლობის პერსპექტივები სხვადასხვა სფეროში 30.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-30T21:23+0400
2023-07-30T21:23+0400
2023-07-30T21:23+0400
ახალი ამბები
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ჩინეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/1e/280591770_0:186:1600:1086_1920x0_80_0_0_64d8ab0daa5ca9c37f5d13a95014b90e.jpg
თბილისი, 30 ივლისი - Sputnik. კომპანია Huawei-ის სურს, წვლილი შეიტანოს საქართველოს ამბიციების აღსრულებაში, რომ შექმნას ციფრული, ტრანსპორტის, ლოგისტიკისა და სუფთა ენერგიის რეგიონალური ჰაბები, რომლებიც აზიასა და ევროპას დააკავშირებს, განაცხადა კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, დოქტორმა ლიანგ ჰუამ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას.საქართველოს პრემიერ-მინისტრი დელეგაციასთან ერთად დღეს პეკინში Huawei-ის სადემონსტრაციო ცენტრს ეწვია. მას კომპანიაში Huawei-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ უმასპინძლა.როგორც მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ირაკლი ღარიბაშვილმა კომპანიის საგამოფენო დარბაზი დაათვალიერა, რომელშიც წარმოდგენილია უახლესი ციფრული ტექნოლოგიები, ასევე გაეცნო ახალი ტექნოლოგიების რეალურ სამყაროში გამოყენებად აპლიკაციებს.უწყების ცნობით, ლიანგ ჰუამ გლობალურად მიმოიხილა Huawei-ის საქმიანობა და მისი 15-წლიანი მუშაობა საქართველოში. მან საქართველოს მიერ ახლახან გამოქვეყნებული „ციფრული ეკონომიკისა და საინფორმაციო საზოგადოების განვითარების გრძელვადიანი ეროვნული სტრატეგიისა და მისი განხორციელების გეგმის“ მხარდაჭერის ინტერესი გამოთქვა.ირაკლი ღარიბაშვილი, დელეგაციასთან ერთად, ჩინეთში სამუშაო ვიზიტით 26 ივლისს გაემგზავრა, სადაც მსოფლიო ლიდერებთან ერთად ჩენგტუშიFISU-ს 31-ე ზაფხულის მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნის ცერემონიაში იღებს მონაწილეობას. წელს თამაშებში 50 ქართველი სტუდენტიც მონაწილეობს.დღეს ჩინეთში, პეკინის ენისა და კულტურის უნივერსიტეტში XII საუკუნის გამოჩენილი ქართველი პოეტის, შოთა რუსთაველის ბიუსტი გაიხსნა. ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც ბიუსტის გახსნის ცერემონიას ესწრებოდა, ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინსა და მის მთავრობას შოთა რუსთაველის ღვაწლის აღიარებისთვის მადლობა გადაუხადა.საქართველოსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დამყარდა. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები ეტაპობრივად ვითარდებოდა და ძირითადად ორიენტირებული იყო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე.2017 წელს საქართველომ და ჩინეთმა ხელი მოაწერეს ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას, რომელიც ძალაში 2018 წლის იანვრიდან შევიდა.დღეისათვის ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია. ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 2022 წელს25,8%-ით გაიზარდა 2021 წელთან შედარებით და1,8 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა.
ჩინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/1e/280591770_39:0:1562:1142_1920x0_80_0_0_e56221c3456108e2faf362b0b5a2c7f5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, პოლიტიკა, ირაკლი ღარიბაშვილი , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ჩინეთი
ახალი ამბები, პოლიტიკა, ირაკლი ღარიბაშვილი , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ჩინეთი
ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთში Huawei-ის სადემონსტრაციო ცენტრს ეწვია
შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა და ლიანგ ჰუამ განიხილეს საქართველოსა და Huawei-ის თანამშრომლობის პერსპექტივები სხვადასხვა სფეროში
თბილისი, 30 ივლისი - Sputnik. კომპანია Huawei-ის სურს, წვლილი შეიტანოს საქართველოს ამბიციების აღსრულებაში, რომ შექმნას ციფრული, ტრანსპორტის, ლოგისტიკისა და სუფთა ენერგიის რეგიონალური ჰაბები, რომლებიც აზიასა და ევროპას დააკავშირებს, განაცხადა კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, დოქტორმა ლიანგ ჰუამ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი დელეგაციასთან ერთად დღეს პეკინში Huawei-ის სადემონსტრაციო ცენტრს ეწვია. მას კომპანიაში Huawei-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ უმასპინძლა.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ირაკლი ღარიბაშვილმა კომპანიის საგამოფენო დარბაზი დაათვალიერა, რომელშიც წარმოდგენილია უახლესი ციფრული ტექნოლოგიები, ასევე გაეცნო ახალი ტექნოლოგიების რეალურ სამყაროში გამოყენებად აპლიკაციებს.
უწყების ცნობით, ლიანგ ჰუამ გლობალურად მიმოიხილა Huawei-ის საქმიანობა და მისი 15-წლიანი მუშაობა საქართველოში. მან საქართველოს მიერ ახლახან გამოქვეყნებული „ციფრული ეკონომიკისა და საინფორმაციო საზოგადოების განვითარების გრძელვადიანი ეროვნული სტრატეგიისა და მისი განხორციელების გეგმის“ მხარდაჭერის ინტერესი გამოთქვა.
ირაკლი ღარიბაშვილი, დელეგაციასთან ერთად, ჩინეთში სამუშაო ვიზიტით 26 ივლისს გაემგზავრა, სადაც მსოფლიო ლიდერებთან ერთად ჩენგტუშიFISU-ს 31-ე ზაფხულის მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნის ცერემონიაში იღებს მონაწილეობას. წელს თამაშებში 50 ქართველი სტუდენტიც მონაწილეობს.
დღეს ჩინეთში, პეკინის ენისა და კულტურის უნივერსიტეტში XII საუკუნის გამოჩენილი ქართველი პოეტის, შოთა რუსთაველის ბიუსტი გაიხსნა. ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც ბიუსტის გახსნის ცერემონიას ესწრებოდა, ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინსა და მის მთავრობას შოთა რუსთაველის ღვაწლის აღიარებისთვის მადლობა გადაუხადა.
საქართველოსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დამყარდა. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები ეტაპობრივად ვითარდებოდა და ძირითადად ორიენტირებული იყო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე.
2017 წელს საქართველომ და ჩინეთმა ხელი მოაწერეს ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას, რომელიც ძალაში 2018 წლის იანვრიდან შევიდა.
დღეისათვის ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია. ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 2022 წელს25,8%-ით გაიზარდა 2021 წელთან შედარებით და1,8 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა.