https://sputnik-georgia.com/20230730/belarusis-atomuri-eleqtrosadguri-280588082.html
ბელარუსმა აეს-ზე მასობრივი დეფექტების არსებობა უარყო
ბელარუსმა აეს-ზე მასობრივი დეფექტების არსებობა უარყო
Sputnik საქართველო
თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. გავრცელებული ინფორმაცია, თითოს ბელარუსის ატომურ ელექტროსადგურზე დეფექტები არსებობს, სიმართლეს არ შეესაბამება, აცხადებს ქვეყნის... 30.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-30T18:42+0400
2023-07-30T18:42+0400
2023-07-30T18:42+0400
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
ბელარუსი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/11/250076349_0:48:3470:2000_1920x0_80_0_0_a543268cc4b67b84a2ec5a7b38f9a3f9.jpg
თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. გავრცელებული ინფორმაცია, თითოს ბელარუსის ატომურ ელექტროსადგურზე დეფექტები არსებობს, სიმართლეს არ შეესაბამება, აცხადებს ქვეყნის ენერგეტიკის სამინისტრო.როგორც უწყებაში განმარტეს, სინამდვილეში ინტერნეტში გამოქვეყნებული ცხრილები, რომლებიც „სამუშაოს ვადებისა და ხარისხის დეტალური მონიტორინგისთვის“ დგება, ჩვეულებრივ სამუშაო პროცესს ასახავს — ცხრილებში ნაჩვენებია „პროექტში ჩართული კონტრაქტორების ყოველკვირეული დავალებები".ამასთან ხაზი ესმება, რომ ცხრილები ყოველდღე ახლდება.ბელორუსიის ატომური ელექტროსადგური ყველაზე დიდი რუსულ-ბელორუსული ეკონომიკური პროექტია. სადგური ორი VVER-1200 რეაქტორისგან შედგება, რომელთა საერთო სიმძლავრე 2400 მეგავატია. მდებარეობს ოსტროვეცში (გროდნოს რეგიონი). 2021 წლის 10 ივნისს ბელორუსის ენერგეტიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ მიმღებმა კომისიამ ხელი მოაწერა აქტს „ბელაესის“ პირველი ბლოკის გამშვები კომპლექსის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ. მეორე ბლოკის ექსპლუატაციაში გაშვება 2023 წელს იგეგმება.წყარო: Sputnik-ბელარუსი
ბელარუსი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/11/250076349_370:0:3101:2048_1920x0_80_0_0_244e171c1689470f5631f01aed6b165f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, ბელარუსი
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, ბელარუსი
ბელარუსმა აეს-ზე მასობრივი დეფექტების არსებობა უარყო
თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. გავრცელებული ინფორმაცია, თითოს ბელარუსის ატომურ ელექტროსადგურზე დეფექტები არსებობს, სიმართლეს არ შეესაბამება, აცხადებს ქვეყნის ენერგეტიკის სამინისტრო.
„ინტერნეტში გამოჩნდა ცხრილები „ბელაესზე“ მუშაობის შესახებ, რომელიც ზოგიერთმა ინტერნეტ-რესურსმა მასობრივ დეფექტად გაასაღა, რათა ატომური სადგურის პროექტი კიდევ ერთხელ წარმოეჩინა უარყოფითად“, — ნათქვამია სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებაში.
როგორც უწყებაში განმარტეს, სინამდვილეში ინტერნეტში გამოქვეყნებული ცხრილები, რომლებიც „სამუშაოს ვადებისა და ხარისხის დეტალური მონიტორინგისთვის“ დგება, ჩვეულებრივ სამუშაო პროცესს ასახავს — ცხრილებში ნაჩვენებია „პროექტში ჩართული კონტრაქტორების ყოველკვირეული დავალებები".
ამასთან ხაზი ესმება, რომ ცხრილები ყოველდღე ახლდება.
ბელორუსიის ატომური ელექტროსადგური ყველაზე დიდი რუსულ-ბელორუსული ეკონომიკური პროექტია. სადგური ორი VVER-1200 რეაქტორისგან შედგება, რომელთა საერთო სიმძლავრე 2400 მეგავატია. მდებარეობს ოსტროვეცში (გროდნოს რეგიონი). 2021 წლის 10 ივნისს ბელორუსის ენერგეტიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ მიმღებმა კომისიამ ხელი მოაწერა აქტს „ბელაესის“ პირველი ბლოკის გამშვები კომპლექსის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ. მეორე ბლოკის ექსპლუატაციაში გაშვება 2023 წელს იგეგმება.